ასტროლოგი რამაზ გიგაური მოსახლეობას მოუწოდებს, საახალწლოდ არ შეიძინონ ბუნებრივი ნაძვის ხე.
"ნუ იყიდით ბუნებრივ ნაძვის ხეს. ნუ იყიდით და კიდევ ერთხელ ნუ იყიდით.
პოლიციას ნუ გძინავთ - დაიარეთ ბაზრობები და ხალხმრავალი ადგილები.
იყიდეთ ხელოვნური ნაძვის ხე - ამით არ გაამდიდრებთ ბრაკონიერებს და ნაძვის ხე ორ კვირაში გადასაგდები არ გექნებათ!", - წერს რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში.