პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვადამდელი 110 მილიონიანი ტენდერი წინასაარჩევნოდ - რა "გამორჩა" გივი თარგამაძეს "საყდრისზე"
ვადამდელი 110 მილიონიანი ტენდერი წინასაარჩევნოდ - რა "გამორჩა" გივი თარგამაძეს "საყდრისზე"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გივი თარ­გა­მა­ძემ საყ­დრი­სის თე­მა­ზე გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან კა­ნონ­დარ­ღვე­ვად კომ­პა­ნი­ის­თვის ლი­ცენ­ზი­ის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხი და­ა­სა­ხე­ლა.

"2012 წელს გა­ცე­მუ­ლი ლი­ცენ­ზია არ შე­ი­ცავ­და სა­მუ­შა­ო­ე­ბის უფ­ლე­ბას საყ­დრი­სის სა­ბა­დოს ყა­ჩა­ღი­ა­ნის უბ­ნის იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­საც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი ჰქონ­და. სტა­ტუ­სის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ შე­იქ­მნა მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ყო­ფი­ლი ძეგლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა არა­ვის ჰქონ­და. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ გა­უგ­რძე­ლა შპს "RMG Gold"-ს მას­ზე გა­ცე­მუ­ლი წი­ა­ღით სარ­გებ­ლო­ბის ლი­ცენ­ზი­ის მოქ­მე­დე­ბის ვადა 2015 წლის 1 იან­ვრამ­დე. ამას­თან, ლი­ცენ­ზია გა­უგ­რძელ­და 2006 წლამ­დე პე­რი­ო­დის პი­რო­ბე­ბით. ანუ, ლი­ცენ­ზია ისევ მო­ი­ცავ­და სა­მუ­შა­ო­ე­ბის უფ­ლე­ბას საყ­დრი­სის სა­ბა­დოს ყა­ჩა­ღი­ა­ნის უბ­ნის იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლად.

ამ უკა­ნო­ნო გა­რი­გე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ხელ­მწი­ფომ მი­ლი­ო­ნო­ბით ზა­რა­ლი ნახა. შე­და­რე­ბის­თვის ვი­ტყვით, რომ მხო­ლოდ 2011 წლის შე­მოდ­გო­მი­დან 2012 წლის გა­ზა­ფხუ­ლამ­დე, კომ­პა­ნი­ებ­მა და­ნარ­ჩენ ზე­მო­თაღ­ნიშ­ნულ ლი­ცენ­ზი­ებ­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, 204 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­და­ი­ხა­დეს", - გა­ნა­ცხა­და თარ­გა­მა­ძემ.

იზა­რა­ლა თუ არა სა­ხელ­მწი­ფომ მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი და გა­უგ­რძელ­და თუ არა კომ­პა­ნი­ას ლი­ცენ­ზია უკა­ნო­ნოდ? რო­გორ ჩა­ტარ­და ტენ­დე­რი ლი­ცენ­ცი­ა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პე­რი­ოდ­ში და რა­ტომ ჩა­ტარ­და ლი­ცენ­ზი­ის მო­პო­ვე­ბა­ზე აუქ­ცი­ო­ნი ლი­ცენ­ზი­ის ამო­წურ­ვამ­დე ორი წლით ადრე?

"გუ­რია ნი­უ­სი" გივი თარ­გა­მა­ძის მიერ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბით და სა­ა­უქ­ცი­ო­ნე ის­ტო­რი­ით და­ინ­ტე­რეს­და.

1. რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან ირ­კვე­ვა, 1994 წელს კომ­პა­ნია Ltd Trans Georgian Resources-მა, რომ­ლის სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რე ახლა "არემ­ჯი გოლ­დია", სა­ხელ­მწი­ფოს­გან იყი­და ლი­ცენ­ზია 20 წლის ვა­დით. ლი­ცენ­ზი­ის ვადა 2014 წლის 7 აპ­რილს იწუ­რე­ბო­და. ამ პე­რი­ოდ­ში, საყ­დრი­სის სა­ბა­დოს ყა­ჩა­ღი­ა­ნის იმ უბანს, რო­მელ­ზე­დაც დღეს დავა მიმ­დი­ნა­რე­ობს, კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლის სტა­ტუ­სი არ ჰქონ­და.

2. სა­ბა­დოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი 2006 წელს, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ბაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით მი­ე­ნი­ჭა. შე­სა­ბა­მი­სად, საყ­დრი­სი-ყა­ჩა­ღი­ა­ნის ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­წყდა.

3. 2006 წლი­დან 2013 წლის ჩათ­ვლით, ანუ, 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, კომ­პა­ნი­ამ ვერ შეძ­ლო ნა­ყი­დი ლი­ცენ­ზი­ით სრულ­ფა­სოვ­ნად სარ­გებ­ლო­ბა.

4. 2012 წლის 18 იან­ვრის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის (პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნიკა გი­ლა­უ­რი) N18 გან­კარ­გუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ცხად­და სა­სარ­გებ­ლო წი­ა­ღი­სე­უ­ლის (ფე­რა­დი, კე­თილ­შო­ბი­ლი, იშ­ვი­ა­თი მე­ტა­ლე­ბი და ბა­რი­ტი) შეს­წავ­ლა-მო­პო­ვე­ბის ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მი­სათ­ვის აუქ­ცი­ო­ნის სა­ლი­ცენ­ზიო პი­რო­ბე­ბი. აუქ­ცი­ო­ნის სა­წყის ფა­სად 110 000 000 ლარი, ლი­ცენ­ზი­ის მოქ­მე­დე­ბის ვა­დად 27 წელი, ხოლო ლი­ცენ­ზი­ის ძა­ლა­ში შეს­ვლის თა­რი­ღი 2014 წლის 15 აპ­რი­ლით გა­ნი­სა­ზღვრა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ლი­ცენ­ზია არ მო­ი­ცავ­და სა­მუ­შა­ო­ე­ბის უფ­ლე­ბას საყ­დრი­სის სა­ბა­დოს ყა­ჩა­ღი­ა­ნის უბ­ნის იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­საც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი ჰქონ­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა, აუქ­ცი­ო­ნის ჩა­ტა­რე­ბის პე­რი­ო­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კომ­პა­ნი­ას 1994 წელს აღე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზი­ის ვადა 2014 წლის აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში ეწუ­რე­ბო­და, რა­ტომ­ღაც მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით გა­და­წყდა, რომ ახა­ლი ლი­ცენ­ზია კომ­პა­ნი­ას მოქ­მე­დი ლი­ცენ­ზი­ის ამო­წურ­ვამ­დე ორი წლით ადრე უნდა აეღო. აუქ­ცი­ო­ნი 2012 წლის 29 თე­ბერ­ვალს გა­ი­მარ­თა და სა­წყი­სი ფასი გა­ნი­სა­ზღვრა 110 000 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, მე-3 პი­რო­ბად ჩა­ი­დო: "აუქ­ცი­ონ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლია აუქ­ცი­ონ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­ბო­ლოო შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი თან­ხა გა­და­ი­ხა­დოს არა უგ­ვი­ა­ნეს 2012 წლის პირ­ვე­ლი ივ­ნი­სი­სა". აუქ­ცი­ო­ნის ბიჯი გა­ნი­სა­ზღვრა 500 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო "ბე" - აუქ­ცი­ო­ნის სა­წყი­სი ფა­სის 20%-ის ოდე­ნო­ბით.

სა­ინ­ტე­რე­სოდ ემ­თხვე­ვა აღ­ნიშ­ნუ­ლი დრო 2012 წლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდს, მა­შინ რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობ­და თან­ხე­ბის აკუ­მუ­ლი­რე­ბას ბი­უ­ჯეტ­ში. თუ რო­გორ ხდე­ბო­და 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ერ­თი ფაქ­ტი არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ქვეყ­ნდე­ბო­და რო­გორც მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, ასე­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ან­გა­რი­შებ­ში.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, 2012 წლის ივ­ნის­ში, კომ­პა­ნი­ამ 110 500 000 ლარი გა­და­ი­ხა­და იმ ლი­ცენ­ზი­ის გაგ­რძე­ლე­ბა­ში, რომ­ლის ვა­დაც მას ამო­წუ­რუ­ლი არ ჰქონ­და და რომ­ლი­თაც კი­დევ ორი წელი შე­ეძ­ლო ესარ­გებ­ლა.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

ვადამდელი 110 მილიონიანი ტენდერი წინასაარჩევნოდ - რა "გამორჩა" გივი თარგამაძეს "საყდრისზე"

ვადამდელი 110 მილიონიანი ტენდერი წინასაარჩევნოდ - რა "გამორჩა" გივი თარგამაძეს "საყდრისზე"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ საყდრისის თემაზე გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან კანონდარღვევად კომპანიისთვის ლიცენზიის მინიჭების საკითხი დაასახელა.

"2012 წელს გაცემული ლიცენზია არ შეიცავდა სამუშაოების უფლებას საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. სტატუსის გაუქმების შემდეგ შეიქმნა მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, ყოფილი ძეგლის ტერიტორიაზე მუშაობის ჩატარების უფლება არავის ჰქონდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სრულიად უსასყიდლოდ გაუგრძელა შპს "RMG Gold"-ს მასზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, ლიცენზია გაუგრძელდა 2006 წლამდე პერიოდის პირობებით. ანუ, ლიცენზია ისევ მოიცავდა სამუშაოების უფლებას საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიაზე, რომელიც გამოცხადებული იყო ისტორიულ ძეგლად.

ამ უკანონო გარიგებების შედეგად, სახელმწიფომ მილიონობით ზარალი ნახა. შედარებისთვის ვიტყვით, რომ მხოლოდ 2011 წლის შემოდგომიდან 2012 წლის გაზაფხულამდე, კომპანიებმა დანარჩენ ზემოთაღნიშნულ ლიცენზიებში, საერთო ჯამში, 204 მილიონი ლარი გადაიხადეს", - განაცხადა თარგამაძემ.

იზარალა თუ არა სახელმწიფომ მილიონობით ლარი და გაუგრძელდა თუ არა კომპანიას ლიცენზია უკანონოდ? როგორ ჩატარდა ტენდერი ლიცენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში და რატომ ჩატარდა ლიცენზიის მოპოვებაზე აუქციონი ლიცენზიის ამოწურვამდე ორი წლით ადრე?

"გურია ნიუსი" გივი თარგამაძის მიერ წამოყენებული ბრალდებებით და სააუქციონე ისტორიით დაინტერესდა.

1. როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, 1994 წელს კომპანია Ltd Trans Georgian Resources-მა, რომლის სამართალმემკვიდრე ახლა "არემჯი გოლდია", სახელმწიფოსგან იყიდა ლიცენზია 20 წლის ვადით. ლიცენზიის ვადა 2014 წლის 7 აპრილს იწურებოდა. ამ პერიოდში, საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის იმ უბანს, რომელზედაც დღეს დავა მიმდინარეობს, კულტურული ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა.

2. საბადოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს, კულტურის მინისტრის გიორგი გაბაშვილის ბრძანებით მიენიჭა. შესაბამისად, საყდრისი-ყაჩაღიანის ამ ტერიტორიაზე სამუშაოები შეწყდა.

3. 2006 წლიდან 2013 წლის ჩათვლით, ანუ, 8 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს გადაწყვეტილების გამო, კომპანიამ ვერ შეძლო ნაყიდი ლიცენზიით სრულფასოვნად სარგებლობა.

4. 2012 წლის 18 იანვრის საქართველოს მთავრობის (პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური) N18 განკარგულების საფუძველზე გამოცხადდა სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის სალიცენზიო პირობები. აუქციონის საწყის ფასად 110 000 000 ლარი, ლიცენზიის მოქმედების ვადად 27 წელი, ხოლო ლიცენზიის ძალაში შესვლის თარიღი 2014 წლის 15 აპრილით განისაზღვრა. აღნიშნული ლიცენზია არ მოიცავდა სამუშაოების უფლებას საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა.

საინტერესოა, აუქციონის ჩატარების პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას 1994 წელს აღებული ლიცენზიის ვადა 2014 წლის აპრილის დასაწყისში ეწურებოდა, რატომღაც მთავრობის განკარგულებით გადაწყდა, რომ ახალი ლიცენზია კომპანიას მოქმედი ლიცენზიის ამოწურვამდე ორი წლით ადრე უნდა აეღო. აუქციონი 2012 წლის 29 თებერვალს გაიმართა და საწყისი ფასი განისაზღვრა 110 000 000 ლარის ოდენობით.

ჩამონათვალში, მე-3 პირობად ჩაიდო: "აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული თანხა გადაიხადოს არა უგვიანეს 2012 წლის პირველი ივნისისა". აუქციონის ბიჯი განისაზღვრა 500 000 ლარის ოდენობით, ხოლო "ბე" - აუქციონის საწყისი ფასის 20%-ის ოდენობით.

საინტერესოდ ემთხვევა აღნიშნული დრო 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდს, მაშინ როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად ცდილობდა თანხების აკუმულირებას ბიუჯეტში. თუ როგორ ხდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნოდ, ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს, რომელიც ქვეყნდებოდა როგორც მედიის საშუალებით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში.

საბოლოო ჯამში, 2012 წლის ივნისში, კომპანიამ 110 500 000 ლარი გადაიხადა იმ ლიცენზიის გაგრძელებაში, რომლის ვადაც მას ამოწურული არ ჰქონდა და რომლითაც კიდევ ორი წელი შეეძლო ესარგებლა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა