პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თმით ითრია და სახეში ურტყა" - სოფელ ახალდაბაში სასწრაფოს ექიმს პაციენტის მეუღლემ სცემა?
"თმით ითრია და სახეში ურტყა" - სოფელ ახალდაბაში სასწრაფოს ექიმს პაციენტის მეუღლემ სცემა?

გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახალ­და­ბა­ში გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­სულ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექიმს პა­ცი­ენ­ტის მე­უღ­ლემ (გვა­რად ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი) სცე­მა. ინ­ცი­დენ­ტი 22 დე­კემ­ბერს მოხ­და.

გო­რის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე პა­ცი­ენ­ტი - ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი, მე­უღ­ლეს­თან და მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად დახ­ვდა.

"ექი­მებ­მა რა ჩემი..... იცით, თქვე­ნი დედა..." - მი­მარ­თა პა­ცი­ენ­ტის მე­უღ­ლემ ექიმს.

ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი მე­ზობ­ლებ­მა გა­იყ­ვა­ნეს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შეძ­ლო ექიმ­მა პა­ცი­ენ­ტის გა­სინ­ჯვა. შემ­დეგ კი ექიმ­მა, გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, პა­ცი­ენტს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა ურ­ჩია. გარ­და ამი­სა, პა­ცი­ენ­ტის მე­უღ­ლეს პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის მო­ძებ­ნაც სთხო­ვეს.

"რა პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა გინ­და­თო, თქვენ ვერ გა­ი­გეთ, რა­საც გე­უბ­ნე­ბი­თო, ჩემს ცოლს არ გა­გა­ტან­თო, გინ­დათ მო­მიკ­ლა­თო მა­შინ­დე­ლი­ვი­თო და აგ­რძე­ლებ­და გი­ნე­ბას" - ყვე­ბა სას­წრა­ფოს დი­რექ­ტო­რი თე­მურ თა­ნი­აშ­ვი­ლი.

ბრი­გა­დამ მან­ქა­ნით ქალ­ბა­ტო­ნის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დაყ­ვა­ნა მა­ინც გა­და­წყვი­ტა.

"ჩვე­ნი ექი­მი უკვე მან­ქა­ნას­თან იყო, უნდა გა­ე­ღოთ კა­რე­ბი სა­კა­ცის გად­მო­სა­ღე­ბად. ამ დროს პა­ცი­ენ­ტის მე­უღ­ლე მი­ვარ­და ექიმს, თმით და­ით­რია, სა­ხე­ში და­უ­წყო ცემა, წა­აქ­ცია და წიხ­ლე­ბით შეს­დგა. მე­ზობ­ლე­ბი რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, უფრო მძი­მე შე­დე­გით დამ­თავ­რდე­ბო­და შემ­თხვე­ვა", - აცხა­დებს თე­მურ თა­ნი­აშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"თმით ითრია და სახეში ურტყა" - სოფელ ახალდაბაში სასწრაფოს ექიმს პაციენტის მეუღლემ სცემა?

"თმით ითრია და სახეში ურტყა" - სოფელ ახალდაბაში სასწრაფოს ექიმს პაციენტის მეუღლემ სცემა?

გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმს პაციენტის მეუღლემ (გვარად ვარძელაშვილი) სცემა. ინციდენტი 22 დეკემბერს მოხდა.

გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მითითებულ მისამართზე პაციენტი - ახალგაზრდა ქალბატონი, მეუღლესთან და მეზობლებთან ერთად დახვდა.

"ექიმებმა რა ჩემი..... იცით, თქვენი დედა..." - მიმართა პაციენტის მეუღლემ ექიმს.

ვარძელაშვილი მეზობლებმა გაიყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ექიმმა პაციენტის გასინჯვა. შემდეგ კი ექიმმა, გართულებების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტს საავადმყოფოში გადაყვანა ურჩია. გარდა ამისა, პაციენტის მეუღლეს პირადობის მოწმობის მოძებნაც სთხოვეს.

"რა პირადობის მოწმობა გინდათო, თქვენ ვერ გაიგეთ, რასაც გეუბნებითო, ჩემს ცოლს არ გაგატანთო, გინდათ მომიკლათო მაშინდელივითო და აგრძელებდა გინებას" - ყვება სასწრაფოს დირექტორი თემურ თანიაშვილი.

ბრიგადამ მანქანით ქალბატონის დაუყოვნებლივ გადაყვანა მაინც გადაწყვიტა.

"ჩვენი ექიმი უკვე მანქანასთან იყო, უნდა გაეღოთ კარები საკაცის გადმოსაღებად. ამ დროს პაციენტის მეუღლე მივარდა ექიმს, თმით დაითრია, სახეში დაუწყო ცემა, წააქცია და წიხლებით შესდგა. მეზობლები რომ არ ყოფილიყვნენ, უფრო მძიმე შედეგით დამთავრდებოდა შემთხვევა", - აცხადებს თემურ თანიაშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა