წუხელ, 70 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად, როკისა და ბლუზის ლეგენდა, ჯო კოკერი გარდაიცვალა. მუსიკოსისა და კომპოზიტორის გარდაცვალების მიზეზად ფილტვების სიმსივნე სახელდება. კოკერის გარდაცვალებამ მთელ მსოფლიოში უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა.
წარმოგიდგენთ ცნობილი ადამიანების ტვიტერ-პოსტებს, რომლებიც უდიდესი მუსიკოსის სიკვდილს ეხმაურებიან:
პოლ მაკარტნი: "ის საყვარელი ყმაწვილი იყო და მე ძალიან მიყვარდა";
რინგო სტარი: "მშვიდობით და ღმერთმა დაგლოცოს. მშვიდობა და სიყვარული";
ბრაიან ადამსი: "მშვიდობით განისვენე ჩემო მეგობარო, შენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი როკ მუსიკოსი იყავი";
სტივენ ტაილერი: "მუდამ გვეყვარები და მოგვენატრები, მშვიდობით განისვენე";
ჰიუ ლორი: "ღმერთო, ჯო კოკერი. მსოფლიო თავს ორფეხიან მაგიდად გრძნობს";
ლენი კრავიცი: "მადლობა შენი სულის გაზიარებისთვის"...
ასევე დაგაინტერესებთ| ჯო კოკერის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები