"ლაგოდეხში საჯარო მოხელეთა საგამოცდო ტესტები და სწორი პასუხები კონკურსანტთა გარკვეული ჯგუფისთვის წინასწარ იყო ცნობილი", - ამის შესახებ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ლაგოდეხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აკეთებს.
როგორც რადიო "ჰერეთს" გურამ კაკალაშვილმა განუცხადა, ტესტები, სადაც სწორი პასუხები იყო მონიშნული, "ქართული ოცნების" აქტივისტებს და მხარდამჭერებს ტესტირებამდე რამდენიმე დღით ადრე დაურიგდათ.
ტესტების წინასწარ გასაჯაროებას უარყოფს და "ნაციონალური მოძრაობისგან" საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია.