სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხოთ!" - ვახო სანაიას წერილი "მაესტროს შესახებ"
"გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხოთ!" - ვახო სანაიას წერილი "მაესტროს შესახებ"

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო­ში" მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ტე­ლე­ვი­ზი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მა "მა­ესტროს ცხრი­ა­ნის" ყო­ფი­ლი წამ­ყვა­ნი ვახო სა­ნა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე" ვრცე­ლი ტექ­სტით ეხ­მი­ა­ნე­ბა.

"მა­ესტროს" შე­სა­ხებ.

გთხოვთ, ბო­ლომ­დე წა­ი­კი­თხოთ!!!

მათ­თვის, ვინც მე­დი­ა­სივ­რცე­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბე­ბის ანა­ლიზს ცდი­ლობს. ვფიქ­რობ, დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ ის, რა­საც მო­გიყ­ვე­ბით. უკვე ოთხი თვეა აღარ ვარ "მა­ესტროს" თა­ნამ­რო­მე­ლი. "მა­ესტრო­ში" 2014 წლის და­სა­წყის­ში გა­და­ვე­დი. იცით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა წამ­ყვან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­მუ­შა­ვია - რა­ღაც ეტა­პამ­დე, ვიდ­რე შე­საძ­ლე­ბე­ლად მი­მაჩ­ნდა, ვმუ­შა­ობ­დი, სა­ბო­ლო­ოდ ყო­ველ­თვის სა­კუ­თა­რი ნე­ბით მოვ­დი­ო­დი სამ­სა­ხუ­რი­დან. "პირ­ვე­ლი არხი" იყო ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი, სა­დაც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ თა­ვად გა­მი­წყვი­ტა კონ­ტრაქ­ტი კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით ცნო­ბი­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო. ის საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნეთ და სა­სა­მარ­თლო­ში მო­ვი­გეთ მე და ჩემ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა. მე­ო­რე ტე­ლე­ვი­ზია, სა­ი­და­ნაც წა­მოს­ვლა არა ჩემი, არა­მედ მე­ნე­ჯმენ­ტის სურ­ვი­ლით მო­მი­წია, გახ­და მა­ესტრო. აქვე მინ­და ვთქვა, რომ მა­ესტრო იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე, სა­დაც ოდეს­მე მი­მუ­შა­ვია და ამი­ტომ ყვე­ლა­ზე მე­ტად დამ­წყდა გული.

რო­გორც იცით, ვი­ყა­ვი "ცხრი­ა­ნის" წამ­ყვა­ნი ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვილ­თან ერ­თად, ასე­ვე კვი­რა­ო­ბით მიმ­ყავ­და ჩემი სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა "ვახო სა­ნა­ი­ას რე­პორ­ტა­ჟი". თავ­და­პირ­ვე­ლად არ მქო­ნია არა­ნა­ი­რი ხელ­შეშ­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა გა­კეთ­და სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ივა­ნიშ­ვი­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე სა­პატ­რი­არ­ქოს­თან. ამას მოჰ­ყვა ჩემი გა­და­ცე­მე­ბი ნე­პო­ტიზ­მზე - ახ­ლან­დე­ლი და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში. ასე­ვე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­პი­რე­ბებ­ზე. გა­ვი­და გა­და­ცე­მა შიდა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე, პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კონ­ფლიქტზე, თავ­დაც­ვის მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და სხვა. ყვე­ლა გა­და­ცე­მას ჰქონ­და დიდი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რე­ზო­ნან­სი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ყუ­რა­დღე­ბას გა­ვა­მახ­ვი­ლებ გა­და­ცე­მა­ზე, რო­მე­ლიც ახ­ლან­დე­ლი და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ნე­პო­ტიზ­მის ფაქ­ტებს ეძღვე­ბო­და, იმა­ვე გა­და­ცე­მა­ში შე­ვე­ხეთ "ქარ­თუ­უ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბებ­საც. გახ­სოვთ ალ­ბათ, ივა­ნიშ­ვი­ლის ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ქა­ლა­ქე", მთავ­რო­ბა, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ავ­რცე­ლებ­დნენ გან­ცხა­დე­ბებს და მარ­თავ­დნენ ბრი­ფინ­გებს და გა­და­ცე­მის ში­ნა­არსს აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. გა­რე­დან მომ­დი­ნა­რე სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლო და არა­არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ შე­ტე­ვას და­ე­მა­ტა ერთი მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვი შიგ­ნი­დან. ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტორ­მა შეხ­ვედ­რა მთხო­ვა. იმ შეხ­ვედ­რას რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და( ისი­ნი, რომ­ლე­ბიც უკვე დღე­ი­დან უკვე აღარ მუ­შა­ო­ბენ მა­ესტრო­ში) . დი­რექ­ტორ­მა თქვა, რომ მე ჩემი გა­და­ცე­მე­ბით "მა­ესტრო" შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში შე­ვიყ­ვა­ნო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და პრობ­ლე­მე­ბი შევ­ქმნა. დი­რექ­ტო­რი ძა­ლი­ან ღე­ლავ­და ამის გამო. ეს ჩემ­თვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი პო­ზი­ცია იყო. ჩემი აზრი მარ­ტი­ვად ჩა­მო­ვუ­ყა­ლი­ბე: ის იყო კერ­ძო არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლი და თუ ამ კერ­ძო ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას არ სურს და არ აწყობს ჩემი გა­და­ცე­მე­ბი, მე წა­ვალ, რად­გან არ ვა­პი­რებ ყვა­ვი­ლებ­ზე რე­პორ­ტა­ჟე­ბის მომ­ზა­დე­ბას. ავუხ­სე­ნი, რომ ჩემი ყვე­ლა რე­პორ­ტა­ჟი იქ­ნე­ბო­და მწვა­ვე და აქ­ტუ­ა­ლუ­რი - გა­მომ­დი­ნა­რე იმ თე­მე­ბი­დან, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აწუ­ხებს. ჩემი პა­სუ­ხი იყო - თუ გინ­დათ ჩემი გა­და­ცე­მე­ბი ამ სა­ხით, მე გა­ვაგ­რძე­ლებ. სა­ბო­ლო­ოდ, შეხ­ვედ­რა ამით დას­რულ­და, იმ კონ­კრე­ტულ დღეს არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა და მეც, ჩვე­უ­ლებ­რივ, გან­ვაგ­რძე ჩემი საქ­მე. ამ ამ­ბის შემ­დეგ დი­რექ­ტო­რი კი­დევ ერთხელ და­ინ­ტე­რეს­და ჩემი გა­და­ცე­მით და მო­ი­კი­თხა ჩემ­თან, რამ­დე­ნად მწვა­ვე იქ­ნე­ბო­და ის კონ­კრე­ტუ­ლი თემა, რო­მე­ლიც ეთერ­ში გა­ვი­დო­და მიმ­დი­ნა­რე კვი­რას. ამა­ზე ჩვენ შო­რის საკ­მა­ოდ მოკ­ლე, ფორ­მა­ლუ­რი და ცივი მი­მო­წე­რა შედ­გა, რომ გა­და­ცე­მა იქ­ნე­ბო­და ობი­ექ­ტუ­რი, რად­გან მე სხვა არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ გა­მაჩ­ნდა. ეს იყო და ეს.

იმ დღის მერე რა­ი­მე მსგავ­სი ფაქ­ტი არ მომ­ხდა­რა. იმა­ვე პე­რი­ოდ­ში კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რად მი­ვი­ღე ინ­ფორ­მა­ცია, რომ მალე, რამ­დე­ნი­მე თვე­ში",მა­ესტრო­ში" არც მე ვიქ­ნე­ბო­დი და არც ჩემი გა­და­ცე­მა. აქვე მხო­ლოდ ერთს აღ­ვნიშ­ნავ - მე უფრო ადრე მქონ­და ეს ცნო­ბა, ვიდ­რე თა­ვად ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას. ეს ინ­ფორ­მა­ცია მე მი­ვი­ღე ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­რე­დან. ეს ხდე­ბო­და ზა­ფხულ­ში.

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით მი­ვემ­გზავ­რე­ბო­დი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. ბრა­ზი­ლი­ი­დან ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ არც არა­ვის­თვის და­მი­მა­ლავს, რომ ჩემი გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი და სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ით, წლის ბო­ლომ­დე "მა­ესტროს" არც ერთი სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მის წამ­ყვანს არხზე აღარ და­ტო­ვებ­დნენ. ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დე ნინო ჟიჟ­ლაშ­ვილ­საც და სხვა წამ­ყვა­ნებ­საც, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც მქონ­და ცნო­ბა, რად­გან და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცო­დი, რომ მაქ­სი­მუმ ახალ წლამ­დე ყვე­ლას მოხ­სნიდ­ნენ ეთე­რი­დან. ჩემი ეს სი­ტყვე­ბი მა­შინ ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­ში გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევ­და. თით­ქოს არა­ფე­რი მო­ას­წა­ვებ­და მოვ­ლე­ნე­ბის მსგავს გან­ვი­თა­რე­ბას.

ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, მე ვვა­რა­უ­დობ­დი, რომ მაქ­სი­მუმ სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს "ვახო სა­ნა­ი­ას რე­პორ­ტაჟს" გა­ა­უქ­მებ­დნენ. სა­ინ­ტე­რე­სო მხო­ლოდ ის იყო, რო­გორ მოხ­დე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან გა­და­ცე­მას, რო­მე­ლიც ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი იყო მა­ესტროს­თვის, უკვე ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავ­და და ეთე­რი­დან დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად მოხ­სნა ბევრ შე­კი­თხვას გა­მო­იწ­ვევ­და. სა­ჭი­რო იყო სხვა მიდ­გო­მა...ამი­ტომ მი­ვე­დი დას­კვნამ­დე, რომ პრო­ექტს სა­ერ­თოდ არ და­ა­წყე­ბი­ნებ­დნენ მო­მა­ვალ სე­ზონს. ზო­გა­დად, შვე­ბუ­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დი სა­უ­კე­თე­სო დროა მსგავ­სი გეგ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ასეც მოხ­და. აი რო­გორ გა­კეთ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი: შვე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მო­სუ­ლებს",ვახო სა­ნა­ი­ას რე­პორ­ტა­ჟის" ოთახ­ში სა­მონ­ტა­ჟო­ე­ბი დაგ­ვხვდა. ანუ ოთა­ხი ჩა­მოგ­ვარ­თვეს. ახა­ლი ოთა­ხი არ მოგ­ვცეს. შემ­დეგ გა­მოგ­ვიყ­ვეს სხვა სარ­თულ­ზე, სა­დაც რე­მონ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და იქ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შეყ­ვა­ნა თა­ვად ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­ვე მტკი­ცე­ბით, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო იყო. ამ ყვე­ლა­ფერს უკი­დუ­რე­სად კო­მი­კუ­რი ელე­მენ­ტე­ბი ახ­ლდა, რა­საც ახლა არ მოვ­ყვე­ბი და ალ­ბათ - არც არას­დროს. მოკ­ლედ, ოთა­ხი "ვერ" გა­მო­ი­ნა­ხა ძი­რი­თად შე­ნო­ბა­ში. ამის შემ­დეგ ად­გი­ლი "აღ­მო­ა­ჩი­ნეს" სრუ­ლი­ად სხვა შე­ნო­ბის სხვენ­ზე. ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა დაგ­ვხვდა, გა­და­ცე­მის მომ­ზა­დე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბი არ არ­სე­ბობ­და რე­პორ­ტა­ჟის გა­სა­კე­თებ­ლად. თან მე "ცხრი­ა­ნის" წამ­ყვა­ნიც ვი­ყა­ვი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ორ ერ­თა­მა­ნე­თის­გან და­შო­რე­ბულ შე­ნო­ბას შო­რის რო­გორ უნდა მე­მოძ­რა­ვა, როცა ყო­ველ წუთს უნდა მქო­ნო­და უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი რო­გორც "ვახო სა­ნა­ი­ას რე­პორ­ტა­ჟის" შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­თან, ასე­ვე "ცხრი­ა­ნის"გუნდთან. ჩემ­თვის უკვე გა­სა­გე­ბი იყო, რაც ხდე­ბო­და. ამი­ტომ გა­და­ცე­მას ფაქ­ტობ­რი­ვად ქუ­ჩა­ში ვგეგ­მავ­დი, ხან კა­ფე­ში, ხან - სად. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას კონ­კრე­ტუ­ლად და ოფი­ცი­ა­ლუ­რად კი­დევ ერთხელ და­ვუს­ვი სა­კი­თხი და ამ­ჯე­რად წე­რი­ლო­ბით მივ­მარ­თე, რომ გა­და­ცე­მა ფი­ზი­კუ­რად ვერ გავა ეთერ­ში, რად­გან სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი მო­მის­პეს. ელე­მენ­ტა­რუ­ლად სა­მონ­ტა­ჟო არ გვქონ­და. არ არ­სე­ბობ­და არ­ქივ­თან წვდო­მა. არ­ქი­ვი კი ანა­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მის მო­სამ­ზა­დებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. მივ­მარ­თე, რომ ეზ­რუ­ნათ ამ ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, რომ რო­გორ­მე ეთერ­ში გავ­სუ­ლი­ყა­ვით. ბევ­რი არ უფიქ­რი­ათ. დი­რექ­ტორ­მა სას­წრა­ფოდ გა­მო­მი­ცხა­და ფე­ის­ბუ­ქის და­ხუ­რულ ჯგუფ­ში, რომ "ვახო სა­ნა­ი­ას რე­პორ­ტა­ჟი" მოხ­სნი­ლია ეთე­რი­დან. ეს სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო მა­ესტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის. უფრო სწო­რედ, მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ის, რომ ამ ფორ­მით შეს­რულ­და გეგ­მა, რის შე­სა­ხე­ბაც მე კარ­გა ხანს ვლა­პა­რა­კობ­დი. ამის შემ­დეგ, ბუ­ნებ­რი­ვია",ცხრი­ა­ნი­და­ნაც" წა­მო­ვე­დი. როცა ერთ პრო­ექტს ხსნი­ან ეთე­რი­დან, მე­ო­რე­ზე თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის გამო არ დარ­ჩე­ბი.

დღემ­დე ეს ყვე­ლა­ფე­რი არ მით­ქვამს სა­ჯა­როდ ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­რეთ. ვფიქ­რობ­დი, რომ ბევ­რი მი­ზე­ზის გამო "მა­ესტრო­სა" და მის თა­ნამ­შრომ­ლებს და­ა­ზა­რა­ლებ­დათ ამ ის­ტო­რი­ის სა­ჯა­როდ მო­ყო­ლა, თუნ­დაც იმის გამო, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევ­დათ ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა­ტომ აღარ ვარ არხზე, რისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მათ სა­ერ­თოდ არ ჰქონ­დათ. ეს გა­მო­იწ­ვევ­და მათ­სა და მე­ნე­ჯმენტს შო­რის და­მა­ტე­ბით პრობ­ლე­მებს. ამით კი მე­ნე­ჯმენ­ტი ისარ­გებ­ლებ­და და უფრო მე­ტად შე­ა­ვიწ­რო­ებ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურს. შე­სა­ბა­მი­სად, ვარ­ჩიე ისე და­მემ­თავ­რე­ბი­ნა "მა­ესტროს­თან" ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ იქ დარ­ჩე­ნი­ლი ჩემი მე­გობ­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი და­ძა­ბუ­ლო­ბა არ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ჩემი ამ მიდ­გო­მის შე­სა­ხებ "ცხრი­ა­ნის" გუნდს ვე­სა­უბ­რე და საქ­მის კუსრში ჩა­ვა­ყე­ნე, რომ სწო­რედ ასე მოქ­ცე­ვას ვა­პი­რებ­დი. ვეც­დე­ბი ავ­ხსნა კი­დევ ერთი რამ. მე რომ ეს გან­ცხა­დე­ბა მა­შინ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, შექ­მნი­და ჩემ­თვის პი­როვ­ნუ­ლად და პრო­ფე­სი­უ­ლად მი­უ­ღე­ბელ ვი­თა­რე­ბას. გან­ვმარ­ტავ, რა­ტომ. ჩემ­გან, ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მე­ლიც არხზე სულ რა­ღაც 8 თვის მი­სუ­ლი იყო, არ იქ­ნე­ბო­და სწო­რი, ამ ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლით "მა­ესტროს­თვის" ჩრდი­ლი მი­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ლა­პა­რა­კია არხზე, რო­მელ­მაც ჩე­მამ­დე წარ­მო­უდ­გე­ნელ სირ­თუ­ლე­ებს გა­უძ­ლო. ასე რომ, მე მი­ვი­ღე პი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არ და­მე­ყე­ნე­ბი­ნა მთლი­ა­ნად არხი დარ­ტყმის ქვეშ, არ ჩა­მე­ყე­ნე­ბი­ნა ის თა­ვის მარ­თლე­ბის პო­ზი­ცი­ა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ქმე­დე­ბე­ბის გამო. მით უფრო, რომ იქ ჩემი მე­გობ­რე­ბი, უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ახერ­ხებ­დნენ არა­ვის გავ­ლე­ნა და ინ­ტე­რე­სი არ გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ში და ეკე­თე­ბი­ნათ მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ნი­უ­სი. მოკ­ლედ, მი­უ­ხე­და­ვად "ცხრი­ა­ნის" გუნ­დის სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რი­სა, მე ამ ფორ­მით და­ვას­რუ­ლე ურ­თი­ერ­თო­ბა "მა­ესტროს­თან".

ამას­თან, არ­ხის იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მთხოვ­და და­მე­წე­რა გან­ცხა­დე­ბა, რომ "მა­ესტრო­დან", მათ შო­რის კვი­რის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მი­და­ნაც თა­ვად წა­მო­ვე­დი, რაც, რა თქმა უნდა, არ გა­ვა­კე­თე. მა­თაც არ ჩა­უ­ბა­რე­ბი­ათ ჩემ­თვის არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი, რა­ტომ და­ხუ­რეს პრო­ექ­ტი. ამი­ტომ ვერ­სად იპო­ვით ბუ­ნე­ბა­ში სა­ბუთს, სად, რო­დის და რა მი­ზე­ზით გაქ­რა ჩემი გა­და­ცე­მა, ყო­ველ შემტხვე­ვა­ში, მე ასე­თი დო­კუ­მენ­ტი არ მი­ნა­ხავს.

ახლა, როცა "მა­ესტრო" ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რომ მის­თვის უფრო მეტი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მი­ვე­ცი თავს უფ­ლე­ბა, მო­მე­ყო­ლა ის მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რაც ალ­ბათ დას­კვნე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად გა­მო­გად­გე­ბათ.

ამ ტე­ლე­ვი­ზი­ას ჰქონ­და იმა­ზე დიდი როლი დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვიდ­რე ვინ­მეს ერთი შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა მო­ეჩ­ვე­ნოს. არას­დროს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ სი­ტყვა არ დამ­ცდე­ნია ყო­ფილ სამ­სა­ხურ­ზე - კარ­გის მეტი. არც მა­ესტროს შემ­თხვე­ვა­ში გა­მი­კე­თე­ბია ეს. პი­რი­ქით, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ფე­ის­ბუქ­ზე სა­ჯა­როდ მად­ლო­ბაც კი გა­და­ვუ­ხა­დე "მა­ესტროს" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის...მოკ­ლედ, ამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ იმი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე მო­ყო­ლა, რომ "მა­ესტრო" ისე­თი, რო­გორ­საც თქვენ მას იც­ნობ­დით, უბ­რა­ლოდ აღარ არ­სე­ბობს. დღეს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე ჩემი ის­ტო­რი­ას უკვე მხო­ლოდ ვახო სა­ნა­ი­ას აღარ ეხე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მემ შეც­დო­მად ჩა­მით­ვა­ლოს და მი­თხრას, რომ აქამ­დეც უნდა მო­მე­ყო­ლა, მაგ­რამ მე მა­შინ ასე მი­ვიჩ­ნიე სა­ჭი­როდ და ახ­ლაც ამა­ვე აზ­რზე ვრჩე­ბი, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც მარ­თა­ლი ვარ, ჩემს მა­ესტრო­ელ მე­გობ­რებ­სა და მა­ყუ­რე­ბელ­თა­ნაც. რაც შე­ე­ხე­ბა სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვას, ჩემ­თვის ეს არას­დროს ყო­ფი­ლა პრობ­ლე­მა - ბევ­რჯერ დავ­რჩე­ნილ­ვარ ცხოვ­რე­ბა­ში სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე და შეჩ­ვე­უ­ლიც ვარ, ისე­ვე, რო­გორც ჩემი ბევ­რი კო­ლე­გა.

ps

ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ლო­კა­ლურ ჭრილ­ში მოვ­ყე­ვი. ანუ ვთქვი ის, რაც კონ­კრე­ტუ­ლად მე მე­ხე­ბო­და, მაგ­რამ თუ მე­დი­ა­ში მომ­ხდარ ყვე­ლა ბო­ლოდ­რო­ინ­დელ მოვ­ლე­ნას ერ­თმა­ნეთს და­უ­კავ­ში­რებთ, სა­ვა­რა­უ­დოდ უფრო ფარ­თო მო­ზა­ი­კას და­ი­ნა­ხავთ", - წერს სა­ნა­ია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხოთ!" - ვახო სანაიას წერილი "მაესტროს შესახებ"

"გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხოთ!" - ვახო სანაიას წერილი "მაესტროს შესახებ"

ტელეკომპანია "მაესტროში" მიმდინარე მოვლენებს ტელევიზიის ცენტრალური საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა "მაესტროს ცხრიანის" ყოფილი წამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ვრცელი ტექსტით ეხმიანება.

"მაესტროს" შესახებ.

გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხოთ!!!

მათთვის, ვინც მედიასივრცეში მიმდინარე ცვლილებების ანალიზს ცდილობს. ვფიქრობ, დასკვნების გაკეთებაში დაგეხმარებათ ის, რასაც მოგიყვებით. უკვე ოთხი თვეა აღარ ვარ ,,მაესტროს” თანამრომელი. ,,მაესტროში,, 2014 წლის დასაწყისში გადავედი. იცით, რომ საქართველოს ყველა წამყვან ტელევიზიაში მიმუშავია - რაღაც ეტაპამდე, ვიდრე შესაძლებელად მიმაჩნდა, ვმუშაობდი, საბოლოოდ ყოველთვის საკუთარი ნებით მოვდიოდი სამსახურიდან. ,,პირველი არხი” იყო ერთადერთი გამონაკლისი, სადაც ხელმძღვანელობამ თავად გამიწყვიტა კონტრაქტი კანონის დარღვევით ცნობილი მიზეზების გამო. ის საქმე ბოლომდე მივიყვანეთ და სასამართლოში მოვიგეთ მე და ჩემმა თანამშრომლებმა. მეორე ტელევიზია, საიდანაც წამოსვლა არა ჩემი, არამედ მენეჯმენტის სურვილით მომიწია, გახდა მაესტრო. აქვე მინდა ვთქვა, რომ მაესტრო იყო ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი სივრცე, სადაც ოდესმე მიმუშავია და ამიტომ ყველაზე მეტად დამწყდა გული.

როგორც იცით, ვიყავი ,,ცხრიანის” წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად, ასევე კვირაობით მიმყავდა ჩემი საავტორო გადაცემა ,,ვახო სანაიას რეპორტაჟი”. თავდაპირველად არ მქონია არანაირი ხელშეშლა თავისუფლების თვალსაზრისით. პირველი გადაცემა გაკეთდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე. ივანიშვილის დამოკიდებულებაზე საპატრიარქოსთან. ამას მოჰყვა ჩემი გადაცემები ნეპოტიზმზე - ახლანდელი და წინა ხელისუფლების პირობებში. ასევე ,,ქართული ოცნების” დაპირებებზე. გავიდა გადაცემა შიდა სახელისუფლებო დაპირისპირებაზე, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის კონფლიქტზე, თავდაცვის მაშინდელი მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობებზე და სხვა. ყველა გადაცემას ჰქონდა დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი. ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ გადაცემაზე, რომელიც ახლანდელი და წინა ხელისუფლების პირობებში ნეპოტიზმის ფაქტებს ეძღვებოდა, იმავე გადაცემაში შევეხეთ ,,ქართუული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებებსაც. გახსოვთ ალბათ, ივანიშვილის ორგანიზაცია ,,მოქალაქე”, მთავრობა, პარტია ,,ქართული ოცნება,, ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებდნენ განცხადებებს და მართავდნენ ბრიფინგებს და გადაცემის შინაარსს აპროტესტებდნენ. გარედან მომდინარე სრულიად უსაფუძვლო და არაარგუმენტირებულ შეტევას დაემატა ერთი მოულოდნელი ამბავი შიგნიდან. ტელევიზიის დირექტორმა შეხვედრა მთხოვა. იმ შეხვედრას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა( ისინი, რომლებიც უკვე დღეიდან უკვე აღარ მუშაობენ მაესტროში) . დირექტორმა თქვა, რომ მე ჩემი გადაცემებით ,,მაესტრო,, შესაძლოა სერიოზულ დაპირისპირებაში შევიყვანო ხელისუფლებასთან და პრობლემები შევქმნა. დირექტორი ძალიან ღელავდა ამის გამო. ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარი პოზიცია იყო. ჩემი აზრი მარტივად ჩამოვუყალიბე: ის იყო კერძო არხის ხელმძღვანელი და თუ ამ კერძო ტელეკომპანიას არ სურს და არ აწყობს ჩემი გადაცემები, მე წავალ, რადგან არ ვაპირებ ყვავილებზე რეპორტაჟების მომზადებას. ავუხსენი, რომ ჩემი ყველა რეპორტაჟი იქნებოდა მწვავე და აქტუალური - გამომდინარე იმ თემებიდან, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ჩემი პასუხი იყო - თუ გინდათ ჩემი გადაცემები ამ სახით, მე გავაგრძელებ. საბოლოოდ, შეხვედრა ამით დასრულდა, იმ კონკრეტულ დღეს არაფერი შეცვლილა და მეც, ჩვეულებრივ, განვაგრძე ჩემი საქმე. ამ ამბის შემდეგ დირექტორი კიდევ ერთხელ დაინტერესდა ჩემი გადაცემით და მოიკითხა ჩემთან, რამდენად მწვავე იქნებოდა ის კონკრეტული თემა, რომელიც ეთერში გავიდოდა მიმდინარე კვირას. ამაზე ჩვენ შორის საკმაოდ მოკლე, ფორმალური და ცივი მიმოწერა შედგა, რომ გადაცემა იქნებოდა ობიექტური, რადგან მე სხვა არანაირი ინტერესი არ გამაჩნდა. ეს იყო და ეს.

იმ დღის მერე რაიმე მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. იმავე პერიოდში კონფიდენციალურად მივიღე ინფორმაცია, რომ მალე, რამდენიმე თვეში, ,,მაესტროში” არც მე ვიქნებოდი და არც ჩემი გადაცემა. აქვე მხოლოდ ერთს აღვნიშნავ - მე უფრო ადრე მქონდა ეს ცნობა, ვიდრე თავად ტელევიზიის ხელმძღვანელობას. ეს ინფორმაცია მე მივიღე ტელევიზიის გარედან. ეს ხდებოდა ზაფხულში.

გარკვეული პერიოდით მივემგზავრებოდი მსოფლიო ჩემპიონატზე. ბრაზილიიდან ჩამოსვლის შემდეგ არც არავისთვის დამიმალავს, რომ ჩემი გადამოწმებული და სანდო ინფორმაციით, წლის ბოლომდე ,,მაესტროს” არც ერთი საავტორო გადაცემის წამყვანს არხზე აღარ დატოვებდნენ. ეს ინფორმაცია მივაწოდე ნინო ჟიჟლაშვილსაც და სხვა წამყვანებსაც, რომელთა შესახებაც მქონდა ცნობა, რადგან დანამდვილებით ვიცოდი, რომ მაქსიმუმ ახალ წლამდე ყველას მოხსნიდნენ ეთერიდან. ჩემი ეს სიტყვები მაშინ ტელევიზიის თანამშრომლებში გაკვირვებას იწვევდა. თითქოს არაფერი მოასწავებდა მოვლენების მსგავს განვითარებას.

ინფორმაციაზე დაყრდნობით, მე ვვარაუდობდი, რომ მაქსიმუმ სექტემბრის ბოლოს ,,ვახო სანაიას რეპორტაჟს” გააუქმებდნენ. საინტერესო მხოლოდ ის იყო, როგორ მოხდებოდა ეს ყველაფერი, რადგან გადაცემას, რომელიც ახალი დაწყებული პროექტი იყო მაესტროსთვის, უკვე ბევრი მაყურებელი ჰყავდა და ეთერიდან დემონსტრაციულად მოხსნა ბევრ შეკითხვას გამოიწვევდა. საჭირო იყო სხვა მიდგომა...ამიტომ მივედი დასკვნამდე, რომ პროექტს საერთოდ არ დააწყებინებდნენ მომავალ სეზონს. ზოგადად, შვებულებების პერიოდი საუკეთესო დროა მსგავსი გეგმების განსახორციელებლად. ასეც მოხდა. აი როგორ გაკეთდა ეს ყველაფერი: შვებულებიდან გამოსულებს, ,,ვახო სანაიას რეპორტაჟის,, ოთახში სამონტაჟოები დაგვხვდა. ანუ ოთახი ჩამოგვართვეს. ახალი ოთახი არ მოგვცეს. შემდეგ გამოგვიყვეს სხვა სართულზე, სადაც რემონტი მიმდინარეობდა და იქ თანამშრომლების შეყვანა თავად ტელევიზიის ხელმძღვანელობისვე მტკიცებით, სიცოცხლისთვის სახიფათო იყო. ამ ყველაფერს უკიდურესად კომიკური ელემენტები ახლდა, რასაც ახლა არ მოვყვები და ალბათ - არც არასდროს. მოკლედ, ოთახი ,,ვერ” გამოინახა ძირითად შენობაში. ამის შემდეგ ადგილი ,,აღმოაჩინეს” სრულიად სხვა შენობის სხვენზე. ტექნიკურად გაუმართავი მდგომარეობა დაგვხვდა, გადაცემის მომზადება შეუძლებელი იყო. ელემენტარული პირობები არ არსებობდა რეპორტაჟის გასაკეთებლად. თან მე ,,ცხრიანის” წამყვანიც ვიყავი და წარმოუდგენელი იყო ორ ერთამანეთისგან დაშორებულ შენობას შორის როგორ უნდა მემოძრავა, როცა ყოველ წუთს უნდა მქონოდა უშუალო კონტაქტი როგორც ,,ვახო სანაიას რეპორტაჟის” შემოქმედებით ჯგუფთან, ასევე ,,ცხრიანის”გუნდთან. ჩემთვის უკვე გასაგები იყო, რაც ხდებოდა. ამიტომ გადაცემას ფაქტობრივად ქუჩაში ვგეგმავდი, ხან კაფეში, ხან - სად. აქედან გამომდინარე, ხელმძღვანელობას კონკრეტულად და ოფიციალურად კიდევ ერთხელ დავუსვი საკითხი და ამჯერად წერილობით მივმართე, რომ გადაცემა ფიზიკურად ვერ გავა ეთერში, რადგან სამუშაო პირობები მომისპეს. ელემენტარულად სამონტაჟო არ გვქონდა. არ არსებობდა არქივთან წვდომა. არქივი კი ანალიტიკური გადაცემის მოსამზადებლად აუცილებელი პირობაა. მივმართე, რომ ეზრუნათ ამ ელემენტარული საკითხების მოსაგვარებლად, რომ როგორმე ეთერში გავსულიყავით. ბევრი არ უფიქრიათ. დირექტორმა სასწრაფოდ გამომიცხადა ფეისბუქის დახურულ ჯგუფში, რომ ,,ვახო სანაიას რეპორტაჟი” მოხსნილია ეთერიდან. ეს სრულიად მოულოდნელი იყო მაესტროს თანამშრომლებისთვის. უფრო სწორედ, მოულოდნელი იყო ის, რომ ამ ფორმით შესრულდა გეგმა, რის შესახებაც მე კარგა ხანს ვლაპარაკობდი. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ,,ცხრიანიდანაც” წამოვედი. როცა ერთ პროექტს ხსნიან ეთერიდან, მეორეზე თავმოყვარეობის გამო არ დარჩები.

დღემდე ეს ყველაფერი არ მითქვამს საჯაროდ ტელევიზიის გარეთ. ვფიქრობდი, რომ ბევრი მიზეზის გამო ,,მაესტროსა” და მის თანამშრომლებს დააზარალებდათ ამ ისტორიის საჯაროდ მოყოლა, თუნდაც იმის გამო, რომ გარკვეულწილად განმარტებების გაკეთება მოუწევდათ ჩემთან დაკავშირებით, თუ რატომ აღარ ვარ არხზე, რისი ვალდებულება მათ საერთოდ არ ჰქონდათ. ეს გამოიწვევდა მათსა და მენეჯმენტს შორის დამატებით პრობლემებს. ამით კი მენეჯმენტი ისარგებლებდა და უფრო მეტად შეავიწროებდა საინფორმაციო სამსახურს. შესაბამისად, ვარჩიე ისე დამემთავრებინა ,,მაესტროსთან” ურთიერთობა, რომ იქ დარჩენილი ჩემი მეგობრებისა და თანამშრომლებისთვის დამატებითი დაძაბულობა არ დამეტოვებინა არხის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში. ჩემი ამ მიდგომის შესახებ ,,ცხრიანის” გუნდს ვესაუბრე და საქმის კუსრში ჩავაყენე, რომ სწორედ ასე მოქცევას ვაპირებდი. ვეცდები ავხსნა კიდევ ერთი რამ. მე რომ ეს განცხადება მაშინ გამეკეთებინა, შექმნიდა ჩემთვის პიროვნულად და პროფესიულად მიუღებელ ვითარებას. განვმარტავ, რატომ. ჩემგან, ადამიანისგან, რომელიც არხზე სულ რაღაც 8 თვის მისული იყო, არ იქნებოდა სწორი, ამ ისტორიის მოყოლით ,,მაესტროსთვის” ჩრდილი მიმეყენებინა. ლაპარაკია არხზე, რომელმაც ჩემამდე წარმოუდგენელ სირთულეებს გაუძლო. ასე რომ, მე მივიღე პიროვნული გადაწყვეტილება, არ დამეყენებინა მთლიანად არხი დარტყმის ქვეშ, არ ჩამეყენებინა ის თავის მართლების პოზიციაში ხელმძღვანელობის ქმედებების გამო. მით უფრო, რომ იქ ჩემი მეგობრები, უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, მაინც ახერხებდნენ არავის გავლენა და ინტერესი არ გაეტარებინათ საინფორმაციოში და ეკეთებინათ მიუკერძოებელი ნიუსი. მოკლედ, მიუხედავად ,,ცხრიანის” გუნდის სრული მხარდაჭერისა, მე ამ ფორმით დავასრულე ურთიერთობა ,,მაესტროსთან”.

ამასთან, არხის იურიდიული სამსახური რამდენიმე თვის განმავლობაში მთხოვდა დამეწერა განცხადება, რომ ,,მაესტროდან”, მათ შორის კვირის საავტორო გადაცემიდანაც თავად წამოვედი, რაც, რა თქმა უნდა, არ გავაკეთე. მათაც არ ჩაუბარებიათ ჩემთვის არანაირი დოკუმენტი, რატომ დახურეს პროექტი. ამიტომ ვერსად იპოვით ბუნებაში საბუთს, სად, როდის და რა მიზეზით გაქრა ჩემი გადაცემა, ყოველ შემტხვევაში, მე ასეთი დოკუმენტი არ მინახავს.

ახლა, როცა ,,მაესტრო” ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისთვის უფრო მეტი ზიანის მიყენება შეუძლებელია, მივეცი თავს უფლება, მომეყოლა ის მინიმალური ინფორმაცია, რაც ალბათ დასკვნების გასაკეთებლად გამოგადგებათ.

ამ ტელევიზიას ჰქონდა იმაზე დიდი როლი დღევანდელ საქართველოში, ვიდრე ვინმეს ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს. არასდროს ჩემს ცხოვრებაში სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ სიტყვა არ დამცდენია ყოფილ სამსახურზე - კარგის მეტი. არც მაესტროს შემთხვევაში გამიკეთებია ეს. პირიქით, მიუხედავად ყველაფრისა, ფეისბუქზე საჯაროდ მადლობაც კი გადავუხადე ,,მაესტროს” ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის...მოკლედ, ამდენი ხნის შემდეგ იმიტომ გადავწყვიტე მოყოლა, რომ ,,მაესტრო” ისეთი, როგორსაც თქვენ მას იცნობდით, უბრალოდ აღარ არსებობს. დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე ჩემი ისტორიას უკვე მხოლოდ ვახო სანაიას აღარ ეხება. შეიძლება, ვინმემ შეცდომად ჩამითვალოს და მითხრას, რომ აქამდეც უნდა მომეყოლა, მაგრამ მე მაშინ ასე მივიჩნიე საჭიროდ და ახლაც ამავე აზრზე ვრჩები, რადგან მიმაჩნია, რომ საკუთარ თავთანაც მართალი ვარ, ჩემს მაესტროელ მეგობრებსა და მაყურებელთანაც. რაც შეეხება სამსახურის დაკარგვას, ჩემთვის ეს არასდროს ყოფილა პრობლემა - ბევრჯერ დავრჩენილვარ ცხოვრებაში სამსახურის გარეშე და შეჩვეულიც ვარ, ისევე, როგორც ჩემი ბევრი კოლეგა.

ps

ეს ყველაფერი ძალიან ლოკალურ ჭრილში მოვყევი. ანუ ვთქვი ის, რაც კონკრეტულად მე მეხებოდა, მაგრამ თუ მედიაში მომხდარ ყველა ბოლოდროინდელ მოვლენას ერთმანეთს დაუკავშირებთ, სავარაუდოდ უფრო ფართო მოზაიკას დაინახავთ", - წერს სანაია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია