სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისევ ცვივა თბილისის ციდან ნახმარი პრეზერვატივები, კვერცხის ნაჭუჭები, ნაფცქვენები...
ისევ ცვივა თბილისის ციდან ნახმარი პრეზერვატივები, კვერცხის ნაჭუჭები, ნაფცქვენები...

ისევ ხდე­ბა. ნა­გავს ფან­ჯრი­დან ისევ ყრი­ან. ისევ ცვი­ვა ცი­დან ტუ­ა­ლე­ტის ნახ­მა­რი ქა­ღალ­დე­ბი, სი­გა­რე­ტის ბი­ჩო­კე­ბი, ნახ­მა­რი პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბი, კვერ­ცხის ნა­ჭუ­ჭე­ბი, ბოსტნე­უ­ლის ნაფ­ცქვე­ნე­ბი, ცა­რი­ე­ლი ბოთ­ლე­ბი, სახ­ლის მოგ­ვის­გან მოგ­რო­ვე­ბუ­ლი მტვე­რი… გუ­შინ, ჩემ აი­ვან­ზე ახალ­შეჭ­რი­ლი მოკ­ლე შავი თმე­ბიც აღ­მო­ვა­ჩი­ნე, გა­მი­ხარ­და ჯადო რომ არ იყო. ცვი­ვა და ცვი­ვა.

ცვი­ვა და ბედ­ნი­ე­რი ხარ ან უბე­დუ­რი. ბედ­ნი­ე­რი, თუ გა­ე­ქე­ცი და თავ­ზე არ და­გე­ყა­რა და უბე­დუ­რი - თუ ამ ცი­დან რა­კე­ტა­სა­ვით ელ­ვის სის­წრა­ფით წა­მო­სულ "ნივ­თებს" გვერდს ვერ აუვ­ლი.

გუ­შინ, თბი­ლის­ში, ჩემს აი­ვან­ზე მდგარს სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა გა­დამ­ხდა. ელ­ვის სის­წრა­ფით ჩა­მიქ­რო­ლა რა­ღა­ცამ. თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე, მე­ტე­ო­რი იქ­ნე­ბა მეთ­ქი... შემ­დეგ ვი­ფიქ­რე, ღმერ­თმა ამ გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს ორი­ოდ გრო­ში ხომ არ გა­მო­მიგ­ზავ­ნა და სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­ქარს ხომ არ მი­კე­თებს მეთ­ქი, მაგ­რამ არ გა­მი­მარ­თლა. პარკში მწვა­ნე დო­ლა­რის ფერი არ ჩან­და. თან არა მგო­ნია, სა­მო­თხე­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლა­რით გას­ცემ­დნენ სი­კე­თეს, პა­ტი­ვის­ცე­მა­ში არ ჩა­ეთ­ვლე­ბათ.

შემ­დეგ ვი­ფიქ­რე თვითმფრი­ნა­ვი­დან რამე ჩა­მო­ვარ­დე­ბო­და, მაგ­რამ არა, თვითმფრი­ნავს არ გა­და­უფ­რე­ნია. ხან უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლიც კი მო­მა­გონ­და, ხან - რა და ხან - რა. მაგ­რამ, ინ­ტე­რე­სით შე­პყრო­ბი­ლი რო­გორც იქნა ჩა­ვე­დი ეზო­ში და და­ვაკ­ვირ­დი ამ სა­ეჭ­ვო პარკს, რო­მე­ლიც ტე­რო­ტის­ტე­ბის მიერ და­ტო­ვე­ბულ ტრო­ტი­ლით სავ­სე შეკ­ვრას უფრო მო­გა­გო­ნებ­და. დავ­ხე­დე და ყვე­ლა­ნა­ი­რი იმე­დი გა­მიქ­რა. ჩავ­ხე­დე და მკა­ფი­ოდ და­ვი­ნა­ხე ყვე­ლა ის ჩა­მოთ­ვლი­ლი ნივ­თი, რომ­ლი­თაც სტა­ტია და­ვი­წყე.

ნაგ­ვის ყრას ერთი პლი­უ­სი აქვს – სის­წრა­ფის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, ანუ, აგ­დებ ფან­ჯრი­დან ნა­გავს და ზუს­ტად ერთ წამ­ში ფან­ჯა­რა­ში უნდა და­ი­მა­ლო. ამ რე­აქ­ცი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას დრო და ვარ­ჯი­ში სჭირ­დე­ბა. ღმერ­თო, შენ და­ა­ყა­რე ჯო­ჯო­ხე­თის ნა­გა­ვი თავ­ზე ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ამას აკე­თებს.

ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი

AMBEBI.GE

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია Le Déjeuner sur l’herbe-ის შარ­ჟი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ისევ ცვივა თბილისის ციდან ნახმარი პრეზერვატივები, კვერცხის ნაჭუჭები, ნაფცქვენები...

ისევ ცვივა თბილისის ციდან ნახმარი პრეზერვატივები, კვერცხის ნაჭუჭები, ნაფცქვენები...

ისევ ხდება. ნაგავს ფანჯრიდან ისევ ყრიან. ისევ ცვივა ციდან ტუალეტის ნახმარი ქაღალდები, სიგარეტის ბიჩოკები, ნახმარი პრეზერვატივები, კვერცხის ნაჭუჭები, ბოსტნეულის ნაფცქვენები, ცარიელი ბოთლები, სახლის მოგვისგან მოგროვებული მტვერი… გუშინ, ჩემ აივანზე ახალშეჭრილი მოკლე შავი თმებიც აღმოვაჩინე, გამიხარდა ჯადო რომ არ იყო. ცვივა და ცვივა.

ცვივა და ბედნიერი ხარ ან უბედური. ბედნიერი, თუ გაექეცი და თავზე არ დაგეყარა და უბედური - თუ ამ ციდან რაკეტასავით ელვის სისწრაფით წამოსულ "ნივთებს" გვერდს ვერ აუვლი.

გუშინ, თბილისში, ჩემს აივანზე მდგარს საოცარი სანახაობა გადამხდა. ელვის სისწრაფით ჩამიქროლა რაღაცამ. თავიდან ვიფიქრე, მეტეორი იქნება მეთქი... შემდეგ ვიფიქრე, ღმერთმა ამ გაჭირვების ჟამს ორიოდ გროში ხომ არ გამომიგზავნა და საახალწლო საჩუქარს ხომ არ მიკეთებს მეთქი, მაგრამ არ გამიმართლა. პარკში მწვანე დოლარის ფერი არ ჩანდა. თან არა მგონია, სამოთხეში მაინცდამაინც გაუფასურებული ლარით გასცემდნენ სიკეთეს, პატივისცემაში არ ჩაეთვლებათ.

შემდეგ ვიფიქრე თვითმფრინავიდან რამე ჩამოვარდებოდა, მაგრამ არა, თვითმფრინავს არ გადაუფრენია. ხან უცხოპლანეტელიც კი მომაგონდა, ხან - რა და ხან - რა. მაგრამ, ინტერესით შეპყრობილი როგორც იქნა ჩავედი ეზოში და დავაკვირდი ამ საეჭვო პარკს, რომელიც ტეროტისტების მიერ დატოვებულ ტროტილით სავსე შეკვრას უფრო მოგაგონებდა. დავხედე და ყველანაირი იმედი გამიქრა. ჩავხედე და მკაფიოდ დავინახე ყველა ის ჩამოთვლილი ნივთი, რომლითაც სტატია დავიწყე.

ნაგვის ყრას ერთი პლიუსი აქვს – სისწრაფის გამომუშავება, ანუ, აგდებ ფანჯრიდან ნაგავს და ზუსტად ერთ წამში ფანჯარაში უნდა დაიმალო. ამ რეაქციის გამომუშავებას დრო და ვარჯიში სჭირდება. ღმერთო, შენ დააყარე ჯოჯოხეთის ნაგავი თავზე ყველა იმ ადამიანს, ვინც ამას აკეთებს.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

გამოყენებულია Le Déjeuner sur l’herbe-ის შარჟი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია