პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალს საძილე არტერია დანით აქვს გადაჭრილი" - წლის ყველაზე იდუმალებით მოცული მკვლელობა თბილისში
"ქალს საძილე არტერია დანით აქვს გადაჭრილი" - წლის ყველაზე იდუმალებით მოცული მკვლელობა თბილისში

29 წლის გუ­რამ კვე­ზე­რელს დღემ­დე ეძე­ბენ. მისი ტე­ლე­ფო­ნი რამ­დე­ნი­მე დღეა, გა­თი­შუ­ლია. მე­გობ­რებ­მა მას სახ­ლში პირ­ვე­ლად 16 დე­კემ­ბერს მი­ა­კი­თხეს. ბი­ნის კარი და­კე­ტი­ლი დახ­ვდათ, შუ­ქიც - ჩამ­ქრა­ლი და უკან გაბ­რუნ­დნენ. მომ­დევ­ნო დღე­საც რომ არ გა­მოჩ­ნდა, მისი 4 მე­გო­ბა­რი მი­ვი­და კვე­ზე­რე­ლის სახ­ლში. კარი ისევ არა­ვინ გა­ა­ღო. ერ­თმა ძლი­ე­რად და­არ­ტყა კარს ხელი და რკი­ნის კარი გა­ი­ღო. შე­სას­ვლელ­თან სის­ხლის კვა­ლი რომ შე­ნიშ­ნეს, პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. ბი­ნა­ში პირ­ვე­ლად სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და შე­ვი­და და სა­ა­ბა­ზა­ნო­ში გუ­რა­მის დე­დის, 49 წლის ნატო კვე­ზე­რე­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს. მას სა­ძი­ლე არ­ტე­რია გა­დაჭ­რი­ლი ჰქონ­და. რო­გორც გა­ირ­კვა, ქალი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მოკ­ლეს და მკვლელ­მა ის შემ­დეგ სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ათ­რია. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მა­გი­და ორ კაც­ზე იყო გაშ­ლი­ლი, საჭ­მე­ლი და სუფ­თა თეფ­შე­ბი ელა­გა, ვახ­შმო­ბა ვერ მო­ეს­წროთ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მკვლე­ლო­ბა 14 დე­კემ­ბერს მოხ­და. დედა-შვი­ლი კა­ხე­თი­და­ნაა, ისი­ნი 21 წელ­ზე მე­ტია, თბი­ლი­სის ზღვა­ზე მდე­ბა­რე კა­დეტ­თა კორ­პუს­ში პირ­ველ სარ­თულ­ზე ცხოვ­რო­ბენ. აქ აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლე­ბიც სახ­ლო­ბენ. ბი­ნა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ვი­დე­ოთ­ვა­ლი, რო­მე­ლიც ნო­უტ­ბუკ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი, კა­მე­რა ად­გილ­ზეა, მაგ­რამ ნო­უტ­ბუ­კი ვერ იპო­ვეს. ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა წა­ღე­ბუ­ლი არ არის, ამი­ტომ ყა­ჩა­ღო­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ი­რი­ცხა.

ნატო კვე­ზე­რელს სამი ძმის­შვი­ლი ჰყავს, რომ­ლე­ბიც ჩი­ვი­ან, პო­ლი­ცია ბი­ნა­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბას არ გვაძ­ლევს, რომ მა­მი­დას ტან­საც­მე­ლი წა­ვი­ღოთ და მიც­ვა­ლე­ბულს ჩა­ვაც­ვათ, პო­ლი­ცია აჭი­ა­ნუ­რებს ცხედ­რის გად­მო­ცე­მა­სა­ცო... ძა­ლო­ვა­ნე­ბი ვერ­სი­ა­ზე არ სა­უბ­რო­ბენ. დღემ­დე არ ჩანს მოკ­ლუ­ლის შვი­ლი, გუ­რამ კვე­ზე­რე­ლი. ჩნდე­ბა კი­თხვა, მან ხომ არ მოკ­ლა დედა? თუმ­ცა, ამ ვერ­სი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ მე­ზობ­ლე­ბი. არ სჯე­რათ, რომ გუ­რა­მი ამას ჩა­ი­დენ­და. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცია სწო­რედ ამ ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს. იმა­საც ამ­ბო­ბენ, ექ­სპერ­ტებ­მა მიც­ვა­ლე­ბულს სხე­ულ­ზე რა­ღაც დამ­ღა აღ­მო­უ­ჩი­ნეს და რი­ტუ­ა­ლურ და­ნა­შა­ულ­საც არ გა­მო­რი­ცხა­ვე­ნო, მაგ­რამ მე­ზობ­ლებ­მა მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს ვერ­სია ვი­ღა­ცამ მო­ი­გო­ნა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ქალს საძილე არტერია დანით აქვს გადაჭრილი" - წლის ყველაზე იდუმალებით მოცული მკვლელობა თბილისში

"ქალს საძილე არტერია დანით აქვს გადაჭრილი" - წლის ყველაზე იდუმალებით მოცული მკვლელობა თბილისში

29 წლის გურამ კვეზერელს დღემდე ეძებენ. მისი ტელეფონი რამდენიმე დღეა, გათიშულია. მეგობრებმა მას სახლში პირველად 16 დეკემბერს მიაკითხეს. ბინის კარი დაკეტილი დახვდათ, შუქიც - ჩამქრალი და უკან გაბრუნდნენ. მომდევნო დღესაც რომ არ გამოჩნდა, მისი 4 მეგობარი მივიდა კვეზერელის სახლში. კარი ისევ არავინ გააღო. ერთმა ძლიერად დაარტყა კარს ხელი და რკინის კარი გაიღო. შესასვლელთან სისხლის კვალი რომ შენიშნეს, პოლიცია გამოიძახეს. ბინაში პირველად სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა და სააბაზანოში გურამის დედის, 49 წლის ნატო კვეზერელის ცხედარი იპოვეს. მას საძილე არტერია გადაჭრილი ჰქონდა. როგორც გაირკვა, ქალი სამზარეულოში მოკლეს და მკვლელმა ის შემდეგ სააბაზანოში შეათრია. სამზარეულოში მაგიდა ორ კაცზე იყო გაშლილი, საჭმელი და სუფთა თეფშები ელაგა, ვახშმობა ვერ მოესწროთ.

როგორც ირკვევა, მკვლელობა 14 დეკემბერს მოხდა. დედა-შვილი კახეთიდანაა, ისინი 21 წელზე მეტია, თბილისის ზღვაზე მდებარე კადეტთა კორპუსში პირველ სართულზე ცხოვრობენ. აქ აფხაზეთიდან დევნილებიც სახლობენ. ბინაში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი, რომელიც ნოუტბუკზე იყო შეერთებული, კამერა ადგილზეა, მაგრამ ნოუტბუკი ვერ იპოვეს. ძვირფასეულობა წაღებული არ არის, ამიტომ ყაჩაღობა სავარაუდოდ, გამოირიცხა.

ნატო კვეზერელს სამი ძმისშვილი ჰყავს, რომლებიც ჩივიან, პოლიცია ბინაში შესვლის უფლებას არ გვაძლევს, რომ მამიდას ტანსაცმელი წავიღოთ და მიცვალებულს ჩავაცვათ, პოლიცია აჭიანურებს ცხედრის გადმოცემასაცო... ძალოვანები ვერსიაზე არ საუბრობენ. დღემდე არ ჩანს მოკლულის შვილი, გურამ კვეზერელი. ჩნდება კითხვა, მან ხომ არ მოკლა დედა? თუმცა, ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ მეზობლები. არ სჯერათ, რომ გურამი ამას ჩაიდენდა. ჩვენი ინფორმაციით, პოლიცია სწორედ ამ ვერსიაზე მუშაობს. იმასაც ამბობენ, ექსპერტებმა მიცვალებულს სხეულზე რაღაც დამღა აღმოუჩინეს და რიტუალურ დანაშაულსაც არ გამორიცხავენო, მაგრამ მეზობლებმა მიიჩნევენ, რომ ეს ვერსია ვიღაცამ მოიგონა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია