საზოგადოება
პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2014 წელს გარდაიცვალნენ
ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2014 წელს გარდაიცვალნენ

დრო ძა­ლი­ან სწრა­ფად მი­ე­დი­ნე­ბა და ყო­ველ წელს მძი­მე და­ნა­კარ­გე­ბი მო­აქვს. არც 2014 წელი აღ­მოჩ­ნდა ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი. ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ეს წელი უკა­ნას­კნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. 

ფი­ლიპ სე­ი­მურ ჰოფ­მა­ნი

მსა­ხი­ო­ბი 2 თე­ბერ­ვალს 46 წლის ასაკ­ში ნარ­კო­ტი­კის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა. კი­ნო­სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ ამ და­ნა­კარგს დიდი რე­ზო­ნან­სი მოყ­ვა.

შრი­ლი ტემპლი

10 თე­ბერ­ვალს ამე­რი­კის შტატ კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბი შირ­ლი ტემპლი. ის 1934 წელს "ოს­კა­რის" ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს ტემპლი 85 წლის იყო.

ჰა­როლდ რე­მი­სი

24 თე­ბერ­ვალს ამე­რი­კა­ში 69 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ცნო­ბი­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის­ტი ჰა­როლდ რე­მი­სი. მის კა­რი­ე­რა­ში სამ­სა­ხი­ო­ბო რო­ლე­ბიც უხ­ვად იყო, ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი კი არის იგონ სპენ­ლე­რის როლი ფილმში "მოჩ­ვე­ნე­ბებ­ზე მო­ნა­დი­რე­ნი". მისი გა­და­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფილ­მია "ზა­ზუ­ნას დღე".

გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სი

17 აპ­რილს 87 წლის ასაკ­ში მე­ხი­კო­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა ცნო­ბი­ლი კო­ლუმ­ბი­ე­ლი მწე­რა­ლი გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სი. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­ლუმ­ბი­ა­ში სამდღი­ა­ნი გლო­ვა გა­მო­ა­ცხა­დეს.

ბობ ჰოს­კინ­სი

ბრი­ტა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი ბობ ჰოს­კინ­სი ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა 30 აპ­რილს. მას სა­ხალ­ხო სიყ­ვა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა რო­ლებ­მა ფილ­მებ­ში "მონა ლიზა", და "ვინ გა­ყი­და კურ­დღე­ლი რო­ჯე­რი". "მონა ლი­ზა­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის ის "ოს­კარ­ზე" იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი.

ალფ­რე­დო დი სტე­ფა­ნო

ცნო­ბი­ლი ეს­პა­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, მად­რი­დუ­ლი კლუ­ბის "რე­ა­ლის" სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტი ალფ­რე­დო დი სტე­ფა­ნო 7 ივ­ლისს 89 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. დი სტე­ფა­ნო მად­რი­დის რე­ალ­ში თა­მა­ში­სას გა­იც­ნო ხალ­ხმა, მას კლუბ­ში 282 მატ­ჩი­დან 216 გოლი აქვს გა­ტა­ნი­ლი.

რო­ბინ უი­ლი­ამ­სი

11 აგ­ვის­ტოს ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი რო­ბინ უი­ლი­ამ­სი სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპოვ­ნეს. ის 63 წლის იყო. მრა­ვა­ლი კო­მე­დი­უ­რი რო­ლე­ბის ავ­ტორ­მა და ძა­ლი­ან მხი­ა­რულ­მა მსა­ხი­ობ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

ჯო კო­კე­რი

გუ­შინ, 22 დე­კემ­ბერს 70 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ბლუ­ზის მომ­ღე­რა­ლი ჯო კო­კე­რი. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ფილ­ტვის კი­ბოა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2014 წელს გარდაიცვალნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2014 წელს გარდაიცვალნენ

დრო ძალიან სწრაფად მიედინება და ყოველ წელს მძიმე დანაკარგები მოაქვს. არც 2014 წელი აღმოჩნდა ამ მხრივ გამონაკლისი. ბევრი ცნობილი ადამიანისთვის ეს წელი უკანასკნელი აღმოჩნდა. 

ფილიპ სეიმურ ჰოფმანი

მსახიობი 2 თებერვალს 46 წლის ასაკში ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა. კინოსაზოგადოებაში და მის ფარგლებს გარეთ ამ დანაკარგს დიდი რეზონანსი მოყვა.

შრილი ტემპლი

10 თებერვალს ამერიკის შტატ კალიფორნიაში გარდაიცვალა შესანიშნავი მსახიობი შირლი ტემპლი. ის 1934 წელს ”ოსკარის” ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. გარდაცვალების დროს ტემპლი 85 წლის იყო.

ჰაროლდ რემისი

24 თებერვალს ამერიკაში 69 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კინორეჟისორი და სცენარისტი ჰაროლდ რემისი. მის კარიერაში სამსახიობო როლებიც უხვად იყო, ყველაზე დასამახსოვრებელი კი არის იგონ სპენლერის როლი ფილმში ”მოჩვენებებზე მონადირენი”. მისი გადაღებული ყველაზე ცნობილი ფილმია ”ზაზუნას დღე".

გაბრიელ გარსია მარკესი

17 აპრილს 87 წლის ასაკში მეხიკოში, საკუთარ სახლში ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა ცნობილი კოლუმბიელი მწერალი გაბრიელ გარსია მარკესი. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კოლუმბიაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადეს.

ბობ ჰოსკინსი

ბრიტანელი მსახიობი ბობ ჰოსკინსი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა 30 აპრილს. მას სახალხო სიყვარული მოუტანა როლებმა ფილმებში ”მონა ლიზა”, და ”ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი”. ”მონა ლიზაში” შესრულებული როლისთვის ის ”ოსკარზე” იყო ნომინირებული.

ალფრედო დი სტეფანო

ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდული კლუბის ”რეალის” საპატიო პრეზიდენტი ალფრედო დი სტეფანო 7 ივლისს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. დი სტეფანო მადრიდის რეალში თამაშისას გაიცნო ხალხმა, მას კლუბში 282 მატჩიდან 216 გოლი აქვს გატანილი.

რობინ უილიამსი

11 აგვისტოს ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი რობინ უილიამსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. ის 63 წლის იყო. მრავალი კომედიური როლების ავტორმა და ძალიან მხიარულმა მსახიობმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ჯო კოკერი

გუშინ, 22 დეკემბერს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა ბლუზის მომღერალი ჯო კოკერი. მისი გარდაცვალების მიზეზი ფილტვის კიბოა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება