Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკრებულოს თანამდებობის პირები და აპარატის თანამშრომლები ზეგანაკვეთური შრომისთვის დანამატს მიიღებენ
საკრებულოს თანამდებობის პირები და აპარატის თანამშრომლები ზეგანაკვეთური შრომისთვის დანამატს მიიღებენ

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი "ზე­გეგ­მუ­რი შრო­მის­თვის" და­ნა­მატს მი­ი­ღე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ბი­უ­როს წევრთა უმ­რავ­ლე­სო­ბამ მი­ი­ღო.

სა­კი­თხი ბი­უ­როს სხდო­მა­ზე საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი ალი­ბე­გაშ­ვილ­მა წა­მოჭ­რა. სა­კი­თხის ინი­ცი­რე­ბა და სა­მარ­თლებ­რი­ვი ფორ­მუ­ლი­რე­ბა კი საკ­რე­ბუ­ლოს იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ თედო კო­ბა­ხი­ძემ მო­ახ­დი­ნა. კერ­ძოდ, უმ­რავ­ლე­სო­ბამ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯო­მა­რეს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი­სა და აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ზე­გეგ­მი­უ­რი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის და­ნა­მა­ტის და­წე­სე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თა. სხდო­მა­ზე სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბის გა­ცე­მის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვიდ­ნენ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი", "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ფრაქ­ცი­ე­ბი და "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის ფრაქ­ცია".

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბი­უ­როს სხდო­მა­ზე ამ დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს რეგ­ლა­მენ­ტის 49-ე მუხ­ლი და­ირ­ღვა. მი­სი­ვე თქმით, ბი­უ­როს არ აქვს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა რე­კო­მე­და­ცია გა­უ­წი­ოს საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს.

"საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს თუ სურს, მას შე­უძ­ლია და­ნამ­ტე­ბის გა­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თპი­როვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს. თავ­მჯდო­მა­რეს მა­ნამ­დეც ჰქონ­და და ახლა ბი­უ­როს წევ­რე­ბის ზურ­გით შე­უძ­ლია ბრძა­ნე­ბით და­ა­წე­სოს და­ნა­მა­ტი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის", - აღ­ნიშ­ნა სამ­ნი­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მათი ფრაქ­ცია წი­ნა­აღ­მდე­გი არ არის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე და­ნა­მა­ტე­ბის გა­ცე­მა­ზე. ისი­ნი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის და­ნა­მა­ტე­ბის გა­ცე­მას. კერ­ძოდ, და­ნა­მატს მი­ი­ღე­ბენ თავ­მჯდო­მა­რე, მისი ორი მო­ად­გი­ლე, ფრაქ­ცი­ე­ბი­სა და კო­მი­სი­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი.

და­ნა­მა­ტის ოდე­ნო­ბას თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს პრო­პორ­ცი­უ­ლად საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ყო­ველ­თვი­უ­რად სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ გა­და­წყვეტს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

საკრებულოს თანამდებობის პირები და აპარატის თანამშრომლები ზეგანაკვეთური შრომისთვის დანამატს მიიღებენ

საკრებულოს თანამდებობის პირები და აპარატის თანამშრომლები ზეგანაკვეთური შრომისთვის დანამატს მიიღებენ

თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირები და აპარატის თანამშრომლები "ზეგეგმური შრომისთვის" დანამატს მიიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოს ბიუროს წევრთა უმრავლესობამ მიიღო.

საკითხი ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა წამოჭრა. საკითხის ინიცირება და სამართლებრივი ფორმულირება კი საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ მოახდინა. კერძოდ, უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯომარეს თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის თანამშრომლების ზეგეგმიური შრომის ანაზღაურებისთვის დანამატის დაწესების რეკომენდაციით მიმართა. სხდომაზე სახელფასო დანამატების გაცემის წინააღმდეგ წავიდნენ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელები", "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციები და "გაერთიანებული დემოკრატების ფრაქცია".

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ბიუროს სხდომაზე ამ დოკუმენტის მიღება საკრებულოს რეგლამენტის 49-ე მუხლი დაირღვა. მისივე თქმით, ბიუროს არ აქვს უფლებამოსილება რეკომედაცია გაუწიოს საკრებულოს თავმჯდომარეს.

"საკრებულოს თავმჯდომარეს თუ სურს, მას შეუძლია დანამტების გაცემასთან დაკავშირებით ერთპიროვნული პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. თავმჯდომარეს მანამდეც ჰქონდა და ახლა ბიუროს წევრების ზურგით შეუძლია ბრძანებით დააწესოს დანამატი თანამდებობის პირებისთვის", - აღნიშნა სამნიძემ.

მისივე განცხადებით, მათი ფრაქცია წინააღმდეგი არ არის აპარატის თანამშრომლებზე დანამატების გაცემაზე. ისინი ეწინააღმდეგებიან საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის დანამატების გაცემას. კერძოდ, დანამატს მიიღებენ თავმჯდომარე, მისი ორი მოადგილე, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები.

დანამატის ოდენობას თანამდებობრივი სარგოს პროპორციულად საკრებულოს თავმჯდომარე ყოველთვიურად საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა