სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  საგანგებო განცხადება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და ცხინ­ვა­ლის მა­რი­ო­ნე­ტულ რე­ჟიმს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე ე.წ. "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის" პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ 2014 წლის 24 ნო­ემ­ბერს სო­ხუ­მის მა­რი­ო­ნე­ტულ რე­ჟიმ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ე.წ. "მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის" კვალ­დაკ­ვალ, 2014 წლის 18 დე­კემ­ბერს, ცხინ­ვა­ლის მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მის მიერ გავ­რცელ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე ე.წ. "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის" პრო­ექ­ტი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გმობს აღ­ნიშ­ნუ­ლი ე.წ. "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის" პრო­ექტს და გა­ნი­ხი­ლავს მისი და­დე­ბის მცდე­ლო­ბას, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის უხე­ში დარ­ღვე­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ანექ­სი­ი­სა­კენ მი­მარ­თულ აქტს, რო­მე­ლიც იმ­თა­ვით­ვე ბა­თი­ლია და ვერ წარ­მო­შობს რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რივ შე­დეგს.

სა­მი­ნის­ტროს გან­მარ­ტე­ბით, ე.წ. "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის" პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ცხინ­ვა­ლის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის სრულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ისე­თი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­გო­რი­ცაა: შე­თან­ხმე­ბუ­ლი "შიდა" და "სა­გა­რეო" პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა; რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ე.წ. "სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის" თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მათ შო­რის ე.წ. "სა­ზღვრის" დაც­ვა; ე.წ. "სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­სა და უშიშ­რო­ე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის" რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის და ფე­დე­რა­ლუ­რი უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის სის­ტე­მის შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად ფორ­მი­რე­ბა; ე.წ. "რუ­სეთ-სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ზღვარ­ზე" არ­სე­ბუ­ლი სა­ბა­ჟო- გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბის გა­უქ­მე­ბა და პირ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა; ცხინ­ვა­ლის მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მის სა­ბა­ჟო ორ­გა­ნო­ე­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ბა­ჟო სტრუქ­ტუ­რებ­თან შერ­წყმა, შე­სა­ბა­მი­სად, ამ სფე­რო­ში ყვე­ლა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სათ­ვის გა­და­ცე­მა; რუ­სე­თი­სათ­ვის მი­ნი­ჭე­ბულ ექ­სკლუ­ზი­ურ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სფე­რო­ებ­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გავ­რცე­ლე­ბა, ასე­ვე ე.წ. "სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის" "კა­ნონ­მდებ­ლო­ბის" რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან უნი­ფი­ცი­რე­ბა ეკო­ნო­მი­კურ, კულ­ტუ­რულ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვი­სა და სხვა სფე­რო­ებ­ში.

"ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს 90-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი აგ­რე­სი­ი­სა და 2008 წლის შემ­დგომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ის პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბას. ამ ე.წ. "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის" პრო­ექ­ტით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლობს მო­ახ­დი­ნოს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ანექ­სია.

ე.წ. "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის" პრო­ექ­ტით გან­სა­ზღვრუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პრინ­ცი­პებს, რო­გო­რი­ცაა: სა­ხელ­მწი­ფოს სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში ჩა­უ­რევ­ლო­ბა, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რის აკ­რძალ­ვა, სა­ხელ­მწი­ფო­თა სუ­ვე­რე­ნუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა, სა­ზღვრე­ბის ურ­ღვე­ო­ბა, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლით გან­სა­ზღვრულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­თა კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად შეს­რუ­ლე­ბა", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, ცალ­სა­ხად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ე.წ. "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის" პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ე.წ. "სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ზე" სხვა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან აგ­რე­სი­ის/შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა გან­ხილ­ვა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმად, სრულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია გა­ე­როს წეს­დე­ბას­თან და გან­სა­კუთ­რე­ბით მის 51-ე მუხლთან, რომ­ლის თა­ნახ­მად, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ეკუთ­ვნის თავ­დაც­ვის გა­ნუ­ყო­ფე­ლი უფ­ლე­ბა მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის მო­სა­გე­რი­ებ­ლად.

"ე.წ. "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა" ასე­ვე არ­ღვევს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბით რუ­სე­თის მიერ 2008 წელს აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბის არარ­სე­ბო­ბი­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა­ზე უა­რის თქმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი/სამ­ხრეთ ოსე­თი არის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცია თუ ინ­ტეგ­რა­ცი­ის სხვა ფორ­მე­ბი წარ­მო­ად­გენს აგ­რე­სი­ის, ოკუ­პა­ცი­ი­სა და დე ფაქ­ტო ანექ­სი­ის აქტს, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის წი­ნა­აღ­მდეგ", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს საგ­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა მის­ცენ რუ­სე­თის მო­რიგ გან­ზრახ­ვას და სა­თა­ნა­დო ზე­წო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ მას­ზე დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მტკი­ცე და ერ­თსუ­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა გა­დამ­წყვე­ტი იქ­ნე­ბა რუ­სე­თის გან­გრძო­ბა­დი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის, ოკუ­პა­ცი­ი­სა და სა­ბო­ლოო ანექ­სი­ის აღ­საკ­ვე­თად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  საგანგებო განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. "ხელშეკრულების" პროექტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წლის 24 ნოემბერს სოხუმის მარიონეტულ რეჟიმთან გაფორმებული ე.წ. "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების" კვალდაკვალ, 2014 წლის 18 დეკემბერს, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ გავრცელდა რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. "ხელშეკრულების" პროექტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნული ე.წ. "ხელშეკრულების" პროექტს და განიხილავს მისი დადების მცდელობას, როგორც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ მიმართულ აქტს, რომელიც იმთავითვე ბათილია და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს.

სამინისტროს განმარტებით, ე.წ. "ხელშეკრულების" პროექტი ითვალისწინებს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის სრულ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში ისეთი უკანონო ქმედებების გათვალისწინებით, როგორიცაა: შეთანხმებული "შიდა" და "საგარეო" პოლიტიკის განხორციელება; რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის ე.წ. "საზღვრის" დაცვა; ე.წ. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების ორგანოების" რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და ფედერალური უშიშროების სამსახურების სისტემის შემადგენელ ნაწილად ფორმირება; ე.წ. "რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე" არსებული საბაჟო- გამშვები პუნქტების გაუქმება და პირთა თავისუფალი გადაადგილება; ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის საბაჟო ორგანოების რუსეთის ფედერაციის საბაჟო სტრუქტურებთან შერწყმა, შესაბამისად, ამ სფეროში ყველა უფლებამოსილების რუსეთის ფედერაციისათვის გადაცემა; რუსეთისათვის მინიჭებულ ექსკლუზიურ უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სფეროებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონმდებლობის გავრცელება, ასევე ე.წ. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" "კანონმდებლობის" რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან უნიფიცირება ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, სოციალური დაცვისა და სხვა სფეროებში.

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს 90-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიისა და 2008 წლის შემდგომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პროცესის გაგრძელებას. ამ ე.წ. "ხელშეკრულების" პროექტით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად ცდილობს მოახდინოს ცხინვალის რეგიონის ანექსია.

ე.წ. "ხელშეკრულების" პროექტით განსაზღვრული ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, როგორიცაა: სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობა, ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვა, სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, საზღვრების ურღვეობა, ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა და საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულება", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე შეფასებით, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. "ხელშეკრულების" პროექტის თანახმად, ე.წ. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაზე" სხვა სახელმწიფოს მხრიდან აგრესიის/შეიარაღებული თავდასხმა განხილვა რუსეთის ფედერაციაზე შეიარაღებულ თავდასხმად, სრულ წინააღმდეგობაშია გაეროს წესდებასთან და განსაკუთრებით მის 51-ე მუხლთან, რომლის თანახმად, მხოლოდ საქართველოს ეკუთვნის თავდაცვის განუყოფელი უფლება მის ტერიტორიაზე შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად.

"ე.წ. "ხელშეკრულება" ასევე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს. აღნიშნული განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გათვალისწინებით. ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი და რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული უკანონო სამხედრო ინტერვენცია თუ ინტეგრაციის სხვა ფორმები წარმოადგენს აგრესიის, ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიის აქტს, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის მორიგ განზრახვას და სათანადო ზეწოლა განახორციელონ მასზე დოკუმენტის ხელმოწერის პრევენციის მიზნით. მათივე განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება რუსეთის განგრძობადი სამხედრო აგრესიის, ოკუპაციისა და საბოლოო ანექსიის აღსაკვეთად.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა