პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯო კოკერი გარდაიცვალა - მუსიკოსის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები
ჯო კოკერი გარდაიცვალა - მუსიკოსის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები

70 წლის ასაკ­ში ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა რო­კი­სა და ბლუ­ზის ლე­გენ­და, ჯო კო­კე­რი. მუ­სი­კო­სი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მის­მა აგენ­ტმა ბარი მარ­შალ­მა და­ა­დას­ტუ­რა.

კო­კე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად ფილ­ტვე­ბის სიმ­სივ­ნე სა­ხელ­დე­ბა.

"ამ­ბე­ბი. გე" შე­გახ­სე­ნებთ კო­კე­რის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებს.

ჯო კო­კე­რი (სრუ­ლი სა­ხე­ლი - ჯონ რო­ბერტ კო­კე­რი, და­ი­ბა­და 1944 წლის 20 მა­ისს, შე­ფილდში, ინ­გლი­სი - გარ­და­იც­ვა­ლა 2014 წლის 22 დე­კემ­ბერს) - ინ­გლი­სე­ლი მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც ბლუ­ზი­სა და რო­კის ჟან­რებ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. მის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად იქცა ხრინ­წი­ა­ნი ბა­რი­ტო­ნის ტი­პის ვო­კა­ლი. კო­კე­რი ცნო­ბი­ლია ბევ­რი ცნო­ბი­ლი ქა­ვერ-ვერ­სი­ით, რო­მელ­თა შო­რის გა­მო­ირ­ჩე­ვა ბითლზის სიმ­ღე­რე­ბის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი. იგი ასე­ვე გრე­მის ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია - 1983 წლის სიმ­ღე­რი­სათ­ვის "Up Where We Belong". რო­ლინგ სტო­უ­ნის ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო მომ­ღერ­ლე­ბის რე­ი­ტინ­გში მას №97 ად­გი­ლი უკა­ვია.

მა­მამ – სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლემ, შვილს სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა მის­ცა. დამ­წყე­ბი მუ­სი­კო­სი სცე­ნა­ზე ვანს არ­ნოლ­დის ფსევ­დო­ნი­მით გა­მო­დი­ო­და. მისი საყ­ვა­რე­ლი რე­პერ­ტუ­ა­რი რეი ჩარლ­ზის სიმ­ღე­რე­ბის­გან შედ­გე­ბო­და. ჯონს აკომ­პა­ნი­მენტს მუ­სი­კო­სე­ბი უწევ­დნენ, რომ­ლე­ბიც თავს The Avengers-ს უწო­დებ­დნენ. 1964 წელს ჯო­ნის დე­ბი­უ­ტი სინ­გლით I’ll Cry Instead (ბიტლზე­ბის ქა­ვერ-ვერ­სია) შედ­გა. მომ­ღე­რალ­მა პუბ­ლი­კას თავი ახა­ლი ბექ-ჯგუ­ფით Joe Cocker Big Blue გა­აც­ნო. ფრან­გე­ბი მას "პა­ტა­რა რეი ჩარლზს" უწო­დებ­დნენ. მალე ბექ-ჯგუ­ფი და­ი­შა­ლა, რა­საც ჯო­ნის ერ­თწ­ლი­ა­ნი დუ­მი­ლი მოჰ­ყვა. ამ პე­რი­ოდ­ში იგი არც წერ­და, არც მღე­რო­და და არც ახალ მუ­სი­კო­სებს ეძებ­და. ერთი წლის შემ­დეგ კი მის ცხოვ­რე­ბა­ში კრის სტე­ინ­ტო­ნი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც იგი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე კარგ მუ­სი­კოსს უწო­დებ­და. კრის­თან ერ­თად, არაჩ­ვე­ულბ­რი­ვი ჯგუ­ფი The Grease Band ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. 1968 წელს კო­კე­რის პირ­ვე­ლი დემო-ჩა­ნა­წე­რი ჯგუ­ფე­ბის The Moody Blues და Procul Harum პრო­დი­უ­სერ­მა, დენი კორ­დე­ლუმ მო­ის­მი­ნა, მისი შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რით მო­ი­ხიბ­ლა და ლონ­დო­ნის ცნო­ბილ კლუბ­ში The Marquee-ში გა­მოს­ვლა მო­უ­წყო. შე­დე­გად კი შემ­სრუ­ლე­ბელ­მა წარ­მა­ტე­ბა და პო­პუ­ლა­რო­ბა მი­ი­ღო. ნა­ხე­ვა­რი წლის შემ­დეგ, ჯო კო­კე­რი ამე­რი­კამ გა­იც­ნო. იმ დრო­ის­თვის იგი ედ სა­ლი­ვა­ნის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ტე­ლე­შო­უ­ში მი­იწ­ვი­ეს, სა­დაც თა­ვი­სი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ხმით მთე­ლი ამე­რი­კა მო­ა­ჯა­დო­ვა.

80-იანი წლე­ბის ბო­ლოს, მომ­ღე­რა­ლი ჯგუფ­მა The Crusaders სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის და­წე­რი­ლი კომ­პო­ზი­ცი­ის I’m So Glad I’m Standing Here Today შე­სას­რუ­ლებ­ლად მი­იწ­ვია. რო­დე­საც 1992 წელს, "გრე­მის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე კო­კე­რი ამ ნომ­რით წარ­სდგა მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე, პუბ­ლი­კა ფეხ­ზე წა­მო­უდ­გა და აბ­ლო­დის­მენ­ტე­ბით დიდ­ხანს ანე­ბივ­რებ­და. ამ დღეს, ჯო კო­კე­რი მე­ო­რედ და­ი­ბა­და. მას მუდ­მი­ვად მხარ­ში ედგა მისი მე­გო­ბა­რი პემი, რო­მელ­ზეც მუ­სი­კო­სი 1987 წელს და­ქორ­წინ­და.

და­სამ­ხსოვ­რე­ბე­ლი იყო მომ­ღერ­ლის 96-97 წლე­ბის დის­კე­ბი: Organic და Across from Midnight. მისი სიმ­ღე­რე­ბი ჟღერ­და ფილ­მებ­ში Harry and the Hendersons, Bull Durham, An Innocent Man. ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კი სტრიპ­ტი­ზის სცე­ნის თე­მაა ფილმში "9 ½ კვი­რა" – You Can Leave Your Hat On.

90-იან წლებ­ში მუ­სი­კო­სი ბიზ­ნე­სით ინ­ტე­რეს­დე­ბა - კო­ლო­რა­დოს შტატ­ში, სა­დაც მისი ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და, მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში კა­ფე­ე­ბი, კონ­ფე­რენც-დარ­ბა­ზე­ბი, სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი და მა­ღა­ზი­ე­ბი იყო. ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე იგი ძა­ლი­ან ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს. კო­კე­რი უამ­რავ ჯილ­დოს ფლობ­და. 

მა­სა­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლია wikipedia.org-ისა და სა­ი­ტი cocer.com-ის მი­ხედ­ვით.

ჯო კოკერი გარდაიცვალა - მუსიკოსის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები

ჯო კოკერი გარდაიცვალა - მუსიკოსის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები

70 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა როკისა და ბლუზის ლეგენდა, ჯო კოკერი. მუსიკოსისა და კომპოზიტორის გარდაცვალება მისმა აგენტმა ბარი მარშალმა დაადასტურა.

კოკერის გარდაცვალების მიზეზად ფილტვების სიმსივნე სახელდება.

"ამბები. გე" შეგახსენებთ კოკერის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს.

ჯო კოკერი (სრული სახელი - ჯონ რობერტ კოკერი, დაიბადა 1944 წლის 20 მაისს, შეფილდში, ინგლისი - გარდაიცვალა 2014 წლის 22 დეკემბერს) - ინგლისელი მომღერალი, რომელიც ბლუზისა და როკის ჟანრებში მოღვაწეობდა. მის სავიზიტო ბარათად იქცა ხრინწიანი ბარიტონის ტიპის ვოკალი. კოკერი ცნობილია ბევრი ცნობილი ქავერ-ვერსიით, რომელთა შორის გამოირჩევა ბითლზის სიმღერების ინტერპრეტაციები. იგი ასევე გრემის ჯილდოს მფლობელია - 1983 წლის სიმღერისათვის "Up Where We Belong". როლინგ სტოუნის ყველა დროის საუკეთესო მომღერლების რეიტინგში მას №97 ადგილი უკავია.

მამამ – სახელმწიფო მოხელემ, შვილს საშუალო განათლება მისცა. დამწყები მუსიკოსი სცენაზე ვანს არნოლდის ფსევდონიმით გამოდიოდა. მისი საყვარელი რეპერტუარი რეი ჩარლზის სიმღერებისგან შედგებოდა. ჯონს აკომპანიმენტს მუსიკოსები უწევდნენ, რომლებიც თავს The Avengers-ს უწოდებდნენ. 1964 წელს ჯონის დებიუტი სინგლით I’ll Cry Instead (ბიტლზების ქავერ-ვერსია) შედგა. მომღერალმა პუბლიკას თავი ახალი ბექ-ჯგუფით Joe Cocker Big Blue გააცნო. ფრანგები მას "პატარა რეი ჩარლზს" უწოდებდნენ. მალე ბექ-ჯგუფი დაიშალა, რასაც ჯონის ერთწლიანი დუმილი მოჰყვა. ამ პერიოდში იგი არც წერდა, არც მღეროდა და არც ახალ მუსიკოსებს ეძებდა. ერთი წლის შემდეგ კი მის ცხოვრებაში კრის სტეინტონი გამოჩნდა, რომელსაც იგი მსოფლიოში ყველაზე კარგ მუსიკოსს უწოდებდა. კრისთან ერთად, არაჩვეულბრივი ჯგუფი The Grease Band ჩამოაყალიბა. 1968 წელს კოკერის პირველი დემო-ჩანაწერი ჯგუფების The Moody Blues და Procul Harum პროდიუსერმა, დენი კორდელუმ მოისმინა, მისი შესრულების მანერით მოიხიბლა და ლონდონის ცნობილ კლუბში The Marquee-ში გამოსვლა მოუწყო. შედეგად კი შემსრულებელმა წარმატება და პოპულარობა მიიღო. ნახევარი წლის შემდეგ, ჯო კოკერი ამერიკამ გაიცნო. იმ დროისთვის იგი ედ სალივანის ყველაზე ცნობილ ტელეშოუში მიიწვიეს, სადაც თავისი დამახასიათებელი ხმით მთელი ამერიკა მოაჯადოვა.

80-იანი წლების ბოლოს, მომღერალი ჯგუფმა The Crusaders სპეციალურად მისთვის დაწერილი კომპოზიციის I’m So Glad I’m Standing Here Today შესასრულებლად მიიწვია. როდესაც 1992 წელს, „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალზე კოკერი ამ ნომრით წარსდგა მსმენელის წინაშე, პუბლიკა ფეხზე წამოუდგა და აბლოდისმენტებით დიდხანს ანებივრებდა. ამ დღეს, ჯო კოკერი მეორედ დაიბადა. მას მუდმივად მხარში ედგა მისი მეგობარი პემი, რომელზეც მუსიკოსი 1987 წელს დაქორწინდა.

დასამხსოვრებელი იყო მომღერლის 96-97 წლების დისკები: Organic და Across from Midnight. მისი სიმღერები ჟღერდა ფილმებში Harry and the Hendersons, Bull Durham, An Innocent Man. ყველაზე ცნობილი კი სტრიპტიზის სცენის თემაა ფილმში "9 ½ კვირა" – You Can Leave Your Hat On.

90-იან წლებში მუსიკოსი ბიზნესით ინტერესდება - კოლორადოს შტატში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, მის მფლობელობაში კაფეები, კონფერენც-დარბაზები, სუპერმარკეტები და მაღაზიები იყო. ბოლო წლების მანძილზე იგი ძალიან ბევრს მოგზაურობს. კოკერი უამრავ ჯილდოს ფლობდა. 

მასალა მომზადებულია wikipedia.org-ისა და საიტი cocer.com-ის მიხედვით.

"ადამიანი - ორკესტრი" - გაიცანით ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი, რომელიც ყველა ინსტრუმენტზე უკრავს და უნიკალურ პროექტებზე მუშაობს

55 წლის მონიკა ბელუჩის ახალი იმიჯი - ეს ვარცხნილობა 2020 წლის მთავარი ტრენდია

"და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის კინოფესტივალის ტრიუმფატორია - ფილმი და ლევან გელბახიანი საუკეთესოდ აღიარეს