გუშინ, 21 დეკემბერს ტელეწამყვანი ანფისა ჩეხოვა 37 წლის გახდა. იუბილე ვარსკვლავმა მადრიდში ქმართან, მსახიობ გურამ ბაბლიშვილთან ერთად აღნიშნა.
ამ დღეს ანფისამ მრავალი სასიამოვნო სურპრიზი მიიღო ახლობლების და მეგობრებისგან. ყველაზე გულისამაჩუყებელი მილოცვა კი საკუთარი ”ინსტაგრამის” გვერდზე მას მეუღლემ მიუძღვნა:
”მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 2009 წელს ბედმა შენთან შემახვედრა. მრავალი წინაღობის გადალახვის შემდეგ ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ. ყოველი დღე ახალი შეხვედრასავითაა. როდესაც ვიღვიძებთ, ერთმანეთს ვუღიმით, შემდეგ ვსულელობთ და ერთმანეთს ვეხუტებით. მე ბედნიერი ვარ, რომ სწორედ შენ ხარ ჩემი ნახევარი, რომელმაც მაჩუქე ზღაპრული მემკვიდრე ძველი და გაქრობის პირას მყოფი ბაბლიშვილების შთამომავლობისა. ბედს მადლობას ვუხდი ასეთი საჩუქრებისთვის! დღეს ის დღეა, რომელიც მხოლოდ პოზიტიურად, სიხარულით და ლამაზი შთაბეჭდილებების ქვეშ უნდა გაატარო. ყველანაირად ვეცდები! ჩემო სიყვარულო, გილოცავ დაბადების დღეს! ძალიან ძლიერ მიყვარხარ, შენ ხარ ბედნიერი, საოცარი, იღბლიანი, მაგიური, მაცდური, ნიჭიერი, კეთილი, საყვარელი, მხიარული და წარმატებული. მინდა, რომ მუდამ ჩემს გვერდით იყო. ჩვენ წინ მრავალი თავგადასავალი და საინტერესო ცხოვრება გველის. ამ ყველაფერს ერთად გავივლით. მე მოგიფრთხილდები. შენი მამაკაცები მუდამ გვერდით იქნებიან”, - წერს გურამი.
შეგახსენებთ, რომ ანფისა ჩეხოვა და გურამ ბაბლიშვილი უკვე ხუთი წელია ერთად არიან. 2012 წლის მაისში მათ შვილი სოლომონი შეეძინათ.
მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.