ჟურნალისტი დათო პაიჭაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება, რომლებიც მან გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" გააკეთა.
"ქართული ანდაზები ქოცური მენტალობისა და კულტურული ქოცობის შესახებ:
აბაზის საქმეზე მანეთის მაღარიჩი (შდრ. პრემიები მთავრობაში). ადე, დაბრუნდი, წისქვილო, დასჯერდი შენს ქონებასო! ავადმყოფი რომ მორჩება, ექიმი შესძულდებაო. ავაფურთხე - ულვაშს მოხვდა, დავაფურთხე - წვერებსაო. არ ვარგა ენა საქმეზე გრძელი. ანაღვლე ბეღელსაო, მზე რომ ქარს მიაქვს და პური მოვალესაო. არ გაიხარა გაუხარელმა. აქლემის კუნტრუში აღმართში გამოჩნდებაო. აქლემს არაბული ცხენი უჩვენეს, - როგორიაო? კუზი რომ ჰქონდეს, უკეთესი იქნებოდაო. ბაყაყს გადაჭიმული ზღვისა აბა რა ეცოდინება? გაგრძელება ალბათ იქნება.
გუშინ ვიყავი ილიაუნის თეატრის სპექტაკლზე "ბრიყვთა ვახშამი". სამეგობროდან ყოველ ოთხშაბათს ირჩევენ ვიღაც ბრიყვს, მასთან ერთად ვახშმობენ და დასცინიან. ბრიყვს თითოეული მეგობარი მორიგეობით ირჩევს და სხვა მეგობრებთან ერთად იკრიბებიან სავახშმოდ. ეს არის სამოქმედო ფონი პერსონაჟებისთვის. რატომ გამახსენდა ეხლა: ბიძინა ივანიშვილს ვუყურებ ოლგა ბაბლუანის გარემოცვაში.
***
საკვანძო ფრაზა თქვა ბიძინამ, მთელი მისი მსოფლმხედველობის გასაღები:
"არანაკლებ დიდი უბედურება იყო, ჩვენთვის, რომ გაიხსნა საზღვრები. ყველა გადის გარეთ და ხედავს, როგორ ცხოვრობენ სხვები და ამან ჩვენი უბედურება გააღრმავა. ჩვენ რომ ვნახეთ, სად ვცხოვრობთ ჩვენ, როგორ ვცხოვრობთ და ცხოვრობენ სხვები, კიდევ უფრო გავუბედურდით, რომ დავინახეთ, რამდენად უფრო უკეთესად შეიძლება ცხოვრება".
აი, ამ ავადმყოფის ზმანებაში ვცხოვრობთ ახლა ჩვენ", - წერს დათო პაიჭაძე.