მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
62 დევნილისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსის საძირკველში წყალი გროვდება
62 დევნილისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსის საძირკველში წყალი გროვდება

გორ­ში, ცხინ­ვა­ლის გზატ­კე­ცი­ლის #14-ში მდე­ბა­რე სა­ა­ვად­მყო­ფოს ყო­ფი­ლი შე­ნო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი ჩა­მო­ინ­გრა. ნან­გრე­ვე­ბის სა­ძირ­კველ­თან წყლის და­გუ­ბე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამის გამო ნგრე­ვის მას­შტა­ბე­ბი შე­საძ­ლოა, გა­ი­ზარ­დოს.

შე­ნო­ბა 20 დე­კემ­ბერს გვი­ან სა­ღა­მოს ჩა­მო­ინ­გრა. ობი­ექ­ტზე ბინა 62 დევ­ნილ ოჯახს უნდა მი­ე­ღო. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2014 წლის ზა­ფხულ­ში უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა, დევ­ნილ­თა მი­ნის­ტრის სო­ზარ სუ­ბა­რის გან­ცხა­დე­ბით, მშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა დიდი ხა­ნია "გაქ­ცე­უ­ლია".

სო­ზარ სუ­ბარ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ობი­ექ­ტის შე­სა­ხებ, 2014 წლის 16 დე­კემ­ბერს გორ­ში 2 წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას ისა­უბ­რა. სწო­რედ ამ დროს გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ 2015 წლის იან­ვრი­დან ახა­ლი ტენ­დე­რის პი­რო­ბებ­ში სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბო­და. 4 დღე­ში კი კე­დე­ლი და­ინ­გრა. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­ტენ­დერო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 100 000 ლარი იყო.

გა­მო­იწ­ვია თუ არა ნგრე­ვა არას­წორ­მა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ამ, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, თუმ­ცა შე­ჩე­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო ნა­ლე­ქი სა­ძირ­კველ­ში რომ გროვ­დე­ბა, ეს კარ­გად ჩანს ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას. "ეს შე­ნო­ბა მთლი­ა­ნად წყალ­ზე დგას" - ამ­ბობს ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფოს გვერ­დით მდე­ბა­რე ერთ-ერთ ობი­ექ­ტზე მუ­შა­ობს.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

62 დევნილისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსის საძირკველში წყალი გროვდება

62 დევნილისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსის საძირკველში წყალი გროვდება

გორში, ცხინვალის გზატკეცილის #14-ში მდებარე საავადმყოფოს ყოფილი შენობის ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა. ნანგრევების საძირკველთან წყლის დაგუბების პროცესი მიმდინარეობს. ამის გამო ნგრევის მასშტაბები შესაძლოა, გაიზარდოს.

შენობა 20 დეკემბერს გვიან საღამოს ჩამოინგრა. ობიექტზე ბინა 62 დევნილ ოჯახს უნდა მიეღო. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობა დიდი ხანია "გაქცეულია".

სოზარ სუბარმა აღნიშნული ობიექტის შესახებ, 2014 წლის 16 დეკემბერს გორში 2 წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი, რომ 2015 წლის იანვრიდან ახალი ტენდერის პირობებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდებოდა. 4 დღეში კი კედელი დაინგრა. სარეაბილიტაციო სამუშაოების სატენდერო ღირებულება 1 100 000 ლარი იყო.

გამოიწვია თუ არა ნგრევა არასწორმა რეაბილიტაციამ, ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა შეჩერებული სამუშაოების გამო ნალექი საძირკველში რომ გროვდება, ეს კარგად ჩანს ადგილის დათვალიერებისას. "ეს შენობა მთლიანად წყალზე დგას" - ამბობს ერთ-ერთმა მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოს გვერდით მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე მუშაობს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა