Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საოცარი ნაკეთობები, რომელსაც შშმ პირები ჩვენს გვერდით ქმნიან
საოცარი ნაკეთობები, რომელსაც შშმ პირები ჩვენს გვერდით ქმნიან

შე­ნო­ბა­ში შეს­ვლი­თა­ნა­ვე პა­ტა­რა გო­გო­ნამ ხელი ჩამ­კი­და და მე­ო­რე სარ­თულ­ზე ამი­ძღვა.

მე­ო­რე სარ­თულ­ზე უამ­რა­ვი მა­სა­ვით თბი­ლი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი დამ­ხვდა, რომ­ლე­ბიც გა­მორ­ჩე­უ­ლი ყუ­რა­დღე­ბით ნაც­ნო­ბებს ხვდე­ბოდ­ნენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით კი ჩემი თა­ნამ­გზავ­რი, მა­რი­კა დარ­ჩია მო­ი­კი­თხეს.

"იმ­დე­ნად კარ­გად ახ­სოვთ ყვე­ლა, ვი­საც ერთხელ გა­იც­ნო­ბენ, მერე დე­ტა­ლუ­რად ეკი­თხე­ბი­ან ოჯა­ხის წევ­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა თუ მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ", - ღი­მი­ლით გან­მი­მარ­ტა მა­რი­კა დარ­ჩი­ამ.

ეს APNSC- ს ოფის­ში გა­მარ­თუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის გა­მო­ფე­ნა - გა­ყიდ­ვაა. გა­მო­ფე­ნა­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი თე­რა­პი­ის სახ­ლში "კავ­ში­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბულ ზრუნ­ვას რომ სა­ჭი­რო­ე­ბენ" მო­მუ­შა­ვე ნი­ჭი­ე­რი და შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბის შრო­მის შე­დე­გე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი: სა­ა­ხალ­წლო სან­თლე­ბი, ორი­გი­ნა­ლუ­რი რვე­უ­ლე­ბი, სუ­ვე­ნი­რე­ბი და სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი.

ნივ­თე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბა­სა და აქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა­ში ისე ვერ­თვე­ბი, რომ შუმ­ჩნე­ვე­ლი მრჩე­ბა გო­გო­ნას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე შე­მო­მე­გე­ბა და მე­ო­რე სარ­თულ­ზე ამო­მა­ცი­ლა. მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მი­ზეზს მოგ­ვი­ა­ნე­ბით, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან სა­უბ­რის დროს ვხვდე­ბი.

გა­მო­ფე­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ნივ­თის შე­ძე­ნის შემ­დეგ, სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბის და­თავ­ლი­ე­რე­ბა და­ვი­წყეთ. აქ, ბა­ღი­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს ჩათ­ვლით, სულ 8 სა­ხე­ლოს­ნოა: მე­ო­რა­დი გა­და­მუ­შა­ვე­ბის, სან­თლე­ბის, სტამ­ბა, ხე­ლოვ­ნე­ბის, სა­დურ­გლო და საქ­სო­ვი. რიგ­რი­გო­ბით ვათ­ვა­ლი­ე­რებთ სა­ხე­ლოს­ნო­ებს და ნივ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­საც ვეც­ნო­ბით - მე­ო­რა­დი გა­და­მუ­შა­ვე­ბის სა­ხე­ლოს­ნო­ში მათ მიერ დამ­ზა­დე­ბულ მუ­ყა­ოს დე­კო­რა­ტი­ულ მზე­სუმ­ზი­რებს გვჩუქ­ნი­ან და თან დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ზე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან: რო­გორ ჭრი­ან ქა­ღალ­დებს, შემ­დეგ აწე­ბე­ბენ ტი­ლო­ზე, აშ­რო­ბენ და ა.შ. ეს დე­კო­რა­ტი­უ­ლი ყვე­ვი­ლე­ბი ერთ-ერთი შეკ­ვე­თის ფარ­გლებ­შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი. სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სა­დღე­სას­წა­უ­ლო პე­რი­ოდ­ში შეკ­ვე­თებს აძ­ლე­ვენ. ასე­თი შეკ­ვე­თა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სამი-ოთხია.

ერთ-ერთ სა­ხე­ლოს­ნო­ში ბე­ნე­ფი­ცი­არ ელე­ნე შა­ნი­ძეს ვე­სა­უბ­რე­ბი, რო­მე­ლიც აღ­ტა­ცე­ბით მიყ­ვე­ბა, რო­გორ უყ­ვარს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი. ჩემს შე­კი­თხვა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით რო­მე­ლი კერ­ძის გა­კე­თე­ბა მოს­წონს, მპა­სუ­ხობს:

"რა ვიცი, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, ყვე­ლა­ფე­რი გემ­რი­ე­ლად გა­მომ­დის". ელე­ნე უკვე 20 წე­ლია, ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­დის და მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მის­თვის ეს სახ­ლი ყვე­ლა­ფე­რია, რად­გან აქ თავს თა­ვი­სუფ­ლად და ბედ­ნი­ე­რად გრძნობს, რაც მთა­ვა­რია, აქ და­საქ­მე­ბუ­ლია - "გემ­რი­ელ კერ­ძებს" ამ­ზა­დებს.

სა­ხე­ლოს­ნო­ებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თულ­ნი ვტო­ვებთ და ბაღ­ში გავ­დი­ვართ. ბაღ­ში ნე­ბის­მი­ე­რი შემ­ხვედ­რი თბი­ლად გვე­სალ­მე­ბა. "რო­გორ ბრძან­დე­ბით ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­კა" ეკი­თხე­ბი­ან მა­რი­კა დარ­ჩი­ას და ღი­მი­ლით აცი­ლე­ბენ. მე და ჩემს ფო­ტოგ­რაფს კი გვეც­ნო­ბი­ან, ხელს გვარ­თმე­ვენ, გვე­ხუ­ტე­ბი­ან. მალე ოთახ­ში შევ­დი­ვართ, რო­მელ­შიც ამ ყვე­ლაფ­რის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი, მა­რი­ნა ბუ­ლია ამ­ჟა­მად ლექ­ცი­ას ატა­რებს.

ლექ­ცია "ბა­ზი­სუ­რი კურ­სი სო­ცი­ა­ლურ თე­რა­პი­ა­ში" კურ­სის ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა, რო­მე­ლიც 2001 წლი­დან არ­სე­ბობს. კურ­სებ­ზე მოხ­ვედ­რა 21 წლის ასა­კი­დან ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია. მი­ღე­ბა ყო­ველ წელს ცხად­დე­ბა და კურ­სი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. რო­გორც მა­რი­ნა ბუ­ლია ამ­ბობს, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა აქ სას­წავ­ლად მო­სუ­ლე­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რო­მე­ლი­მე სა­ხე­ლოს­ნოს ხელ­მძღვა­ნე­ლად რჩე­ბი­ან.

მა­რი­ნა ბუ­ლია და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ის­ტო­რი­ას გვი­ამ­ბობს: სო­ცი­ა­ლუ­რი თე­რა­პი­ის სახ­ლი "კავ­ში­რი ად­მი­ა­ნე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბულ ზრუნ­ვას რომ სა­ჭი­რო­ე­ბენ" 1990 წელს შე­იქ­მნა. მა­შინ სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბობ­და და 5 თა­ნამ­შრომ­ლი­სა­გან და 5 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის­გან შედ­გე­ბო­და. შე­ნო­ბა­ში, რო­მელ­შიც ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბი­ან, 1998 წელს გად­მო­ვიდ­ნენ. ამ­ჟა­მად, და­ახ­ლო­ე­ბით, 50 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და სა­ხე­ლოს­ნოს 8 ხელ­მძღვა­ნე­ლი ჰყავთ. ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი ყო­ველ დი­ლით, 10 სა­ა­თი­დან და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტრან­სპორ­ტით მო­დი­ან და 5 სა­ა­თამ­დე სა­ხე­ლოს­ნო­ებ­ში საქ­მი­ა­ნო­ბენ. სა­ხე­ლოს­ნო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია:

"ჩვენ­თან გუნ­დუ­რი შრო­მის პრინ­ცი­პია, ჯგუ­ფი ერ­თად ქმნის რა­ღა­ცას. რაც გა­მო­ფე­ნა­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ყვე­ლა ნივ­თი მთლი­ა­ნი ჯგუ­ფის­გან არის გა­კე­თე­ბუ­ლი, თითო ადა­მი­ა­ნი აკე­თებს იმას, რაც შე­უძ­ლია. ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით იქ­მნე­ბა ნივ­თი", - ამ­ბობს მა­რი­ნა ბუ­ლია.

თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, მათ სწო­რედ ეს გა­რე­მო უწყობს ხელს, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ავ­ლი­ნონ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ, რაც კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­მუ­შაო რე­ჟიმს, თბილ, მო­წეს­რი­გე­ბულ გა­რე­მოს და დე­მოკ­რა­ტი­ულ ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"მათ გულ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს მი­აქვთ ბევ­რი ისე­თი გა­რე­მო­ე­ბა, რაც ჩვენ­თვის შე­იძ­ლე­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩეს", - ამ­ბობს მა­რი­ნა ბუ­ლია. მახ­სენ­დე­ბა, რო­გორ გა­ვუშ­ვი ხელი კარ­თან შე­მო­გე­ბე­ბულ გო­გო­ნას კი­ბე­ებ­ზე ას­ვლის დროს და ვხვდე­ბი, რომ ჩემი და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ჟეს­ტით, შე­საძ­ლოა, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შეც­დო­მა და­ვუშ­ვი.

მა­რი­ნა ბუ­ლია ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან გან­სა­კუთ­რე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მოს­მე­ნა ძა­ლი­ან უყ­ვართ, მათი საყ­ვა­რე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნია". "რო­დე­საც უს­მენს, ხე­დავ, რომ სახე ულაგ­დე­ბა, უმ­შვიდ­დე­ბა და აშ­კა­რად კარ­გად გრძნობს თავს ადა­მი­ა­ნი", - ამ­ბობს მა­რი­ნა ბუ­ლია. თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, რთუ­ლია მათი და­ინ­ტე­რე­სე­ბა მდა­რე ხა­რის­ხის ლი­ტე­რა­ტუ­რით: " უკვე გე­მოვ­ნე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ, მდა­რე ხა­რის­ხის ლი­ტე­რა­ტუ­რას არ უს­მე­ნენ",- ამ­ბობს ის.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ამ­ჟა­მად ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ვა­უ­ჩე­რულ დახ­მა­რე­ბას უწევს. თუმ­ცა, მა­რი­ნა ბუ­ლი­ას თქმით, სა­ხელ­მწი­ფო ვა­უ­ჩერს და­ახ­ლო­ე­ბით, 38 ბე­ნე­ფი­ცი­არს აძ­ლევს. და­ნარ­ჩე­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი კი ვა­უ­ჩე­რის გა­რე­შე რჩე­ბა. ფონ­დი "ჩე­ხე­თის დი­ა­კო­ნია" კი, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე აფი­ნან­სებს და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, და­ფი­ნან­სე­ბას 2016 წლი­დან შე­წყვეტს.

"ყო­ველ­თვის ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, ერთი წლის შემ­დეგ რა იქ­ნე­ბა არ ვი­ცით",- ამ­ბობს მა­რი­ნა ბუ­ლია. თუმ­ცა, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რის, თორ­ნი­კე რაზ­მა­ძის თქმით, "კა­ში­რი ადა­მი­ა­ნებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბულ ზრუნ­ვას რომ სა­ჭი­რო­ე­ბენ" ცდი­ლობს აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ი­წყოს სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­თან.

სო­ცი­ა­ლუ­რი თე­რა­პი­ის სახ­ლს ისევ სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბის გავ­ლით ვტო­ვებთ. ყვე­ლა თბი­ლად გვემ­შვი­დო­ბე­ბა. ის გო­გო­ნა კი, რო­მელ­მაც მოს­ვლის დროს ხელი ჩამ­კი­და, შემ­თხვე­ვით კი­ბე­ებ­ზე ისევ მხვდე­ბა, მაგ­რამ აღარ მი­ღი­მის. არც სა­ხელს მე­უბ­ნე­ბა და ვხვდე­ბი, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს ერ­თა­დერ­თი რამ გა­ნას­ხვა­ვებს ჩვენ­გან: გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სენ­სი­ტი­უ­რო­ბა არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნებ­თან, არა­მედ წვრილ­მან მოვ­ლე­ნებ­თან და ნივ­თებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შიც კი.

იხი­ლეთ ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი - თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

ფო­ტო­ე­ბის ავ­ტო­რი - თაკო გო­გა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საოცარი ნაკეთობები, რომელსაც შშმ პირები ჩვენს გვერდით ქმნიან

საოცარი ნაკეთობები, რომელსაც შშმ პირები ჩვენს გვერდით ქმნიან

შენობაში შესვლითანავე პატარა გოგონამ ხელი ჩამკიდა და მეორე სართულზე ამიძღვა.

მეორე სართულზე უამრავი მასავით თბილი და კომუნიკაბელური ადამიანი დამხვდა, რომლებიც გამორჩეული ყურადღებით ნაცნობებს ხვდებოდნენ. განსაკუთრებული სიყვარულით კი ჩემი თანამგზავრი, მარიკა დარჩია მოიკითხეს.

"იმდენად კარგად ახსოვთ ყველა, ვისაც ერთხელ გაიცნობენ, მერე დეტალურად ეკითხებიან ოჯახის წევრების მდგომარეობისა თუ მისი საქმიანობის შესახებ", - ღიმილით განმიმარტა მარიკა დარჩიამ.

ეს APNSC- ს ოფისში გამართული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გამოფენა - გაყიდვაა. გამოფენაზე სოციალური თერაპიის სახლში "კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ" მომუშავე ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანების შრომის შედეგებია წარმოდგენილი: საახალწლო სანთლები, ორიგინალური რვეულები, სუვენირები და სხვადასხვა დანიშნულების მრავალფეროვანი ხელნაკეთი ნივთები.

ნივთების თვალიერებასა და აქ მყოფი ადამიანების გაცნობაში ისე ვერთვები, რომ შუმჩნეველი მრჩება გოგონას გაუჩინარება, რომელიც შემოსვლისთანავე შემომეგება და მეორე სართულზე ამომაცილა. მისი გაუჩინარების მიზეზს მოგვიანებით, დაწესებულების დამფუძნებელთან საუბრის დროს ვხვდები.

გამოფენის დათვალიერებისა და რამდენიმე ნივთის შეძენის შემდეგ, სახელოსნოების დათავლიერება დავიწყეთ. აქ, ბაღისა და სამზარეულოს ჩათვლით, სულ 8 სახელოსნოა: მეორადი გადამუშავების, სანთლების, სტამბა, ხელოვნების, სადურგლო და საქსოვი. რიგრიგობით ვათვალიერებთ სახელოსნოებს და ნივთების დამზადების პროცესსაც ვეცნობით - მეორადი გადამუშავების სახელოსნოში მათ მიერ დამზადებულ მუყაოს დეკორატიულ მზესუმზირებს გვჩუქნიან და თან დამზადების პროცესზე გვესაუბრებიან: როგორ ჭრიან ქაღალდებს, შემდეგ აწებებენ ტილოზე, აშრობენ და ა.შ. ეს დეკორატიული ყვევილები ერთ-ერთი შეკვეთის ფარგლებშია დამზადებული. სხვადასხვა ორგანიზაციები, სადღესასწაულო პერიოდში შეკვეთებს აძლევენ. ასეთი შეკვეთა წლის განმავლობაში სამი-ოთხია.

ერთ-ერთ სახელოსნოში ბენეფიციარ ელენე შანიძეს ვესაუბრები, რომელიც აღტაცებით მიყვება, როგორ უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. ჩემს შეკითხვაზე, განსაკუთრებით რომელი კერძის გაკეთება მოსწონს, მპასუხობს:

"რა ვიცი, ყველაფერს ვაკეთებ, ყველაფერი გემრიელად გამომდის". ელენე უკვე 20 წელია, ამ დაწესებულებაში დადის და მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისთვის ეს სახლი ყველაფერია, რადგან აქ თავს თავისუფლად და ბედნიერად გრძნობს, რაც მთავარია, აქ დასაქმებულია - "გემრიელ კერძებს" ამზადებს.

სახელოსნოებს შთაბეჭდილებებით საკმაოდ დატვირთულნი ვტოვებთ და ბაღში გავდივართ. ბაღში ნებისმიერი შემხვედრი თბილად გვესალმება. "როგორ ბრძანდებით ქალბატონო მარიკა" ეკითხებიან მარიკა დარჩიას და ღიმილით აცილებენ. მე და ჩემს ფოტოგრაფს კი გვეცნობიან, ხელს გვართმევენ, გვეხუტებიან. მალე ოთახში შევდივართ, რომელშიც ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი, მარინა ბულია ამჟამად ლექციას ატარებს.

ლექცია "ბაზისური კურსი სოციალურ თერაპიაში" კურსის ფარგლებში ტარდება, რომელიც 2001 წლიდან არსებობს. კურსებზე მოხვედრა 21 წლის ასაკიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მიღება ყოველ წელს ცხადდება და კურსი 2 წლის განმავლობაში გრძელდება. როგორც მარინა ბულია ამბობს, არის შემთხვევები, როცა აქ სასწავლად მოსულები დაწესებულებაში რომელიმე სახელოსნოს ხელმძღვანელად რჩებიან.

მარინა ბულია დაწესებულების ისტორიას გვიამბობს: სოციალური თერაპიის სახლი "კავშირი ადმიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ" 1990 წელს შეიქმნა. მაშინ სხვა ტერიტორიაზე არსებობდა და 5 თანამშრომლისაგან და 5 ბენეფიციარისგან შედგებოდა. შენობაში, რომელშიც ამჟამად იმყოფებიან, 1998 წელს გადმოვიდნენ. ამჟამად, დაახლოებით, 50 ბენეფიციარი და სახელოსნოს 8 ხელმძღვანელი ჰყავთ. ბენეფიციარები ყოველ დილით, 10 საათიდან დაწესებულების ტრანსპორტით მოდიან და 5 საათამდე სახელოსნოებში საქმიანობენ. სახელოსნოში საქმიანობა მრავალფეროვანი და დემოკრატიულია:

"ჩვენთან გუნდური შრომის პრინციპია, ჯგუფი ერთად ქმნის რაღაცას. რაც გამოფენაზეა წარმოდგენილი, ყველა ნივთი მთლიანი ჯგუფისგან არის გაკეთებული, თითო ადამიანი აკეთებს იმას, რაც შეუძლია. ერთობლივი ძალებით იქმნება ნივთი", - ამბობს მარინა ბულია.

თუმცა, მისივე თქმით, მათ სწორედ ეს გარემო უწყობს ხელს, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. მათ განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ, რაც კარგად ორგანიზებულ სამუშაო რეჟიმს, თბილ, მოწესრიგებულ გარემოს და დემოკრატიულ ურთიერთდამოკიდებულებას გულისხმობს.

"მათ გულთან ძალიან ახლოს მიაქვთ ბევრი ისეთი გარემოება, რაც ჩვენთვის შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს", - ამბობს მარინა ბულია. მახსენდება, როგორ გავუშვი ხელი კართან შემოგებებულ გოგონას კიბეებზე ასვლის დროს და ვხვდები, რომ ჩემი დაუფიქრებელი ჟესტით, შესაძლოა, გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი.

მარინა ბულია ბენეფიციარების ლიტერატურასთან განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მოგვითხრობს და აღნიშნავს, რომ მოსმენა ძალიან უყვართ, მათი საყვარელი ნაწარმოები "ვეფხისტყაოსანია". "როდესაც უსმენს, ხედავ, რომ სახე ულაგდება, უმშვიდდება და აშკარად კარგად გრძნობს თავს ადამიანი", - ამბობს მარინა ბულია. თუმცა, მისივე თქმით, რთულია მათი დაინტერესება მდარე ხარისხის ლიტერატურით: " უკვე გემოვნება ჩამოუყალიბდათ, მდარე ხარისხის ლიტერატურას არ უსმენენ",- ამბობს ის.

დაწესებულებას ამჟამად ჯანდაცვის სამინისტრო ვაუჩერულ დახმარებას უწევს. თუმცა, მარინა ბულიას თქმით, სახელმწიფო ვაუჩერს დაახლოებით, 38 ბენეფიციარს აძლევს. დანარჩენი ბენეფიციარი კი ვაუჩერის გარეშე რჩება. ფონდი "ჩეხეთის დიაკონია" კი, რომელიც ამ ეტაპზე აფინანსებს დაწესებულებას, დაფინანსებას 2016 წლიდან შეწყვეტს.

"ყოველთვის ამ მდგომარეობაში ვართ, ერთი წლის შემდეგ რა იქნება არ ვიცით",- ამბობს მარინა ბულია. თუმცა, დაწესებულების გენერალური მენეჯერის, თორნიკე რაზმაძის თქმით, "კაშირი ადამიანებთან, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ" ცდილობს აქტიური თანამშრომლობა დაიწყოს სახელმწიფო უწყებებთან.

სოციალური თერაპიის სახლს ისევ სახელოსნოების გავლით ვტოვებთ. ყველა თბილად გვემშვიდობება. ის გოგონა კი, რომელმაც მოსვლის დროს ხელი ჩამკიდა, შემთხვევით კიბეებზე ისევ მხვდება, მაგრამ აღარ მიღიმის. არც სახელს მეუბნება და ვხვდები, რომ ამ ადამიანებს ერთადერთი რამ განასხვავებს ჩვენგან: განსაკუთრებული სენსიტიურობა არა მხოლოდ ადამიანებთან, არამედ წვრილმან მოვლენებთან და ნივთებთან დამოკიდებულებაშიც კი.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

სტატიის ავტორი - თამარ კორკოტაშვილი

ფოტოების ავტორი - თაკო გოგაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია