მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელტონ ჯონმა ოფიციალურად იქორწინა
ელტონ ჯონმა ოფიციალურად იქორწინა

დღეს, ელ­ტონ ჯო­ნი­სა და დე­ვიდ ფერ­ნი­შის ქორ­წი­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 67 წლის მომ­ღე­რა­ლი, 2005 წლი­დან იმ­ყო­ფე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში თა­ვის 52 წლის პარტნი­ორ­თან. გარ­და ამი­სა, ისი­ნი 2 ბავ­შვს ზრდი­ან, რომ­ლე­ბიც სუ­რო­გა­ტი დე­დე­ბის­გან ჰყავთ.

ცე­რე­მო­ნი­ამ პრე­სის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა, თუმ­ცა, მომ­ღე­რალ­მა ინ­სტაგ­რამ­ზე რამ­დე­ნი­მე ფოტო გა­ავ­რცე­ლა, რათა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა გა­ე­ზი­რე­ბი­ნა. ცე­რე­მო­ნი­ის სტუმ­რებს შო­რის ჰიუ გრან­ტი, ელი­ზა­ბეტ ჰარ­ლი, ასე­ვე ბექ­ჰე­მე­ბის ოჯა­ხი იყო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მარ­ტში დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც გეი წყვი­ლებს ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრი­რე­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევს. "მე ვფიქ­რობ, ეს ახა­ლი კა­ნო­ნის­გან სარ­გებ­ლის მი­ღე­ბი­სა და დღე­სას­წა­უ­ლის მო­წყო­ბის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ჩვენ ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თლა, ეს ნამ­დვი­ლი გა­მარ­ჯვე­ბაა", - გა­ნა­ცხა­და ელ­ტონ ჯონ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მომ­ღერ­ლის­თვის ეს ქორ­წი­ნე­ბა არ არის პირ­ვე­ლი. 1984 წლის 14 თე­ბერ­ვალს მან რე­ნა­ტე ბლა­უ­ელ­თან იქორ­წი­ნა, თუმ­ცა, ოჯა­ხუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა, წყვი­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 4 წელ­ში და­შორ­და.

ელტონ ჯონმა ოფიციალურად იქორწინა

ელტონ ჯონმა ოფიციალურად იქორწინა

დღეს, ელტონ ჯონისა და დევიდ ფერნიშის ქორწინების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შეგახსენებთ, რომ 67 წლის მომღერალი, 2005 წლიდან იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში თავის 52 წლის პარტნიორთან. გარდა ამისა, ისინი 2 ბავშვს ზრდიან, რომლებიც სუროგატი დედებისგან ჰყავთ.

ცერემონიამ პრესის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა, თუმცა, მომღერალმა ინსტაგრამზე რამდენიმე ფოტო გაავრცელა, რათა თაყვანისმცემლებისთვის საკუთარი ბედნიერება გაეზირებინა. ცერემონიის სტუმრებს შორის ჰიუ გრანტი, ელიზაბეტ ჰარლი, ასევე ბექჰემების ოჯახი იყო.

შეგახსენებთ, რომ მარტში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურად მიიღო კანონი, რომელიც გეი წყვილებს ქორწინების რეგისტრირების უფლებას აძლევს. "მე ვფიქრობ, ეს ახალი კანონისგან სარგებლის მიღებისა და დღესასწაულის მოწყობის კარგი საშუალებაა. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, ეს ნამდვილი გამარჯვებაა", - განაცხადა ელტონ ჯონმა.

აღსანიშნავია, რომ მომღერლისთვის ეს ქორწინება არ არის პირველი. 1984 წლის 14 თებერვალს მან რენატე ბლაუელთან იქორწინა, თუმცა, ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა, წყვილი ქორწინებიდან 4 წელში დაშორდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"