პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ხდებიან თბილისელი ბავშვები სააფთიაქო ნარკომანიის მსხვერპლი - "ათასგვარ საზიზღრობას უპრობლემოდ აძლევენ"
როგორ ხდებიან თბილისელი ბავშვები სააფთიაქო ნარკომანიის მსხვერპლი - "ათასგვარ საზიზღრობას უპრობლემოდ აძლევენ"

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ურე­ცეპ­ტოდ გა­ცე­მა­ზე საკ­მა­ოდ მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­ა­წე­სა, თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე უბან­ში მათი შე­ძე­ნა ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. კერ­ძოდ კი დი­დუ­ბი­სა და სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნებ­ში, სა­დაც აღ­ნიშ­ნულ წამ­ლებს არას­რულ­წლოვ­ნებ­ზეც კი გას­ცე­მენ.

ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რომ აფ­თი­ა­ქე­ბის შე­მოწ­მე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბი მა­ინც ხში­რია.

სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ერთ-ერთი კორ­პუ­სის ქვე­მოთ გახ­სნი­ლი აფ­თი­ა­ქის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ხურ­ვას მო­ი­თხო­ვენ. მათი თქმით, აფ­თი­აქთან ყო­ველ სა­ღა­მოს ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუ­ფი მა­ტუ­ლობს, ვი­ნა­ი­დან აქ ურე­ცეპ­ტოდ ნე­ბის­მი­ე­რი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტის შე­ძე­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ფაქ­ტის და­დას­ტუ­რე­ბის მიზ­ნით, ჩვენ აფ­თი­აქ­ში ერთ-ერთი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის შე­ძე­ნა ვცა­დეთ და უპ­რობ­ლე­მო­დაც მი­ვი­ღეთ. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე აბი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი წამ­ლის ყიდ­ვა ჩვენ­თან ერ­თად არას­რულ­წლო­ვან­მაც ყო­ველ­გვა­რი პრობ­ლე­მის გა­რე­შე შეძ­ლო.

რო­გორც "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას ამ უბან­ში მცხოვ­რე­ბი ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნი ამ­ბობს, ფსი­ქოტ­რო­პულ აფ­თი­აქთან დაბ­ნე­ლე­ბის­თა­ნა­ვე რიგი დგე­ბა. ასე კი მას შემ­დეგ ხდე­ბა, რაც ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ურე­ცეპ­ტოდ გა­ყიდ­ვა აიკ­რძა­ლა.

მი­სი­ვე თქმით, თავ­დაც­ვის მიზ­ნით აფ­თი­აქ­ში ახალ­გაზ­რდე­ბი ხში­რად ბავ­შვებს გზავ­ნი­ან, რაც და­უშ­ვებ­ლად მი­აჩ­ნია. ქალ­ბა­ტონ­მა ჩვენ­თვის ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა სწო­რედ ამ ახალ­გაზ­რდე­ბის ში­შით არ ისურ­ვა.

"რო­გორც კი და­ბინ­დდე­ბა, აფ­თი­ა­ქის შო­რი­ახ­ლოს რი­გებს შე­ამ­ჩნევთ, ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. ზოგი კორ­პუს­თან დგას, ზოგი მან­ქა­ნი­დან ზვე­რავს სი­ტუ­ა­ცი­ას - არა­ვინ დაგ­ვი­ნა­ხო­სო. უკვე ყვე­ლამ იცის, რომ ამ აფ­თი­აქ­ში ფსი­ქოტ­რო­პულ წამ­ლებს ურე­ცეპ­ტოდ გას­ცე­მენ და ყვე­ლა­ზე დიდი და­ნა­შა­უ­ლი ისაა, რომ ათას­გვარ სა­ზი­ზღრო­ბას ბავ­შვებ­საც უპ­რობ­ლე­მოდ აძ­ლე­ვენ.

"ჩემი შვი­ლი მო­ზარ­დია. ძა­ლი­ან მე­ში­ნია, უბ­ნის ბი­ჭებს არ აჰ­ყვეს. ახლა რომ ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი გი­თხრათ, მერე სულ იმის შიში უნდა მქონ­დეს, ამ ნარ­კო­მა­ნებ­მა ჩემი ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რს რამე არ და­მათ­რონ. ამი­ტომ ჯო­ბია, თავი შე­ვი­კა­ვო.

"აქ ნარ­კო­მა­ნე­ბის ნამ­დვი­ლი ბუ­დეა. ბავ­შვე­ბი თავს იღუ­პა­ვენ და სხვა­საც მა­გა­ლითს აძ­ლე­ვენ, აფ­თი­ა­ქი სას­წრა­ფოდ უნდა და­ი­ხუ­როს, ან და­ჯა­რიმ­დეს მა­ინც", - გვი­თხრა რეს­პონ­დენ­ტმა. რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და­ვით მა­ჭა­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ურე­ცეპ­ტოდ გა­ცე­მა მრა­ვალ­წლი­ან პრობ­ლე­მას უკავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც ამ ჯგუ­ფის წამ­ლე­ბის იმ­პორ­ტი 70%-ით შემ­ცირ­და, მათი გა­ცე­მაც მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ურე­ცეპ­ტოდ გა­ცე­მუ­ლი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, მა­ჭა­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 2014 წელს 131 ასე­თი შემ­თხვე­ვა აღ­მო­ა­ჩი­ნეს და მათ შო­რის სა­ბურ­თა­ლო­ზეც.

"ეს არ არის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვის ან კვი­რის პრობ­ლე­მა, ეს 10-12 წლის პრობ­ლე­მას უკავ­შირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ებს, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ უკა­ნას­კნეი 2 წლის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა იქნა გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით დარ­ღვე­ვე­ბი გა­ი­ზარ­და, უწინ მეტი იყო, მაგ­რამ მისი გა­მოვ­ლე­ნა იშ­ვი­ა­თად ხდე­ობ­და.

"სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ "კრა­კა­დი­ლის", "ვინ­ტი­სა" და "ჯე­ფის" პრობ­ლე­მა მოხ­სნი­ლია, ვი­ნა­ი­დან მარ­ტის თვი­დან აფ­თი­ა­ქებ­ში კო­დე­ი­ნის შემ­ცვე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის ურე­ცეპ­ტოდ გა­ცე­მის ფაქ­ტე­ბი აღარ გვაქვს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, მათი მოხ­მა­რე­ბა მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი.

"10 აფ­თი­აქს სამ­ჯერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე ნე­ბარ­თვა უკვე გა­ვუ­უქ­მეთ. პირ­ველ დარ­ღვე­ვა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლით აფ­თი­ა­ქი 6000 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბა, გან­მე­ო­რე­ბით შემ­თხვე­ვა­ში - 12 000 ლა­რით, ხოლო მე­სა­მე­ზე ლი­ცენ­ზი­ის გა­უქ­მე­ბა ხდე­ბა.

"ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად, აფ­თი­ა­ქე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი სის­ტე­მა­ტუ­რად ხდე­ბა, თუმ­ცა, ამ პრობ­ლე­მას ასე მარ­ტი­ვად ვერ გა­ვუმკლავ­დე­ბით. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია - მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ხში­რად გვაწ­ვდი­ან, რა­საც რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ ვტო­ვებთ", - გან­მარ­ტავს "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას მა­ჭა­რაშ­ვი­ლი.

სა­ლო­მე სა­რიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

როგორ ხდებიან თბილისელი ბავშვები სააფთიაქო ნარკომანიის მსხვერპლი - "ათასგვარ საზიზღრობას უპრობლემოდ აძლევენ"

როგორ ხდებიან თბილისელი ბავშვები სააფთიაქო ნარკომანიის მსხვერპლი - "ათასგვარ საზიზღრობას უპრობლემოდ აძლევენ"

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე საკმაოდ მკაცრი რეგულაციები დააწესა, თბილისის რამდენიმე უბანში მათი შეძენა ექიმის დანიშნულების გარეშეცაა შესაძლებელი. კერძოდ კი დიდუბისა და საბურთალოს რაიონებში, სადაც აღნიშნულ წამლებს არასრულწლოვნებზეც კი გასცემენ.

ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ აფთიაქების შემოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თითქმის ყოველდღიურად ხდება, თუმცა, მიუხედავად ამისა სამართალდარღვევები მაინც ხშირია.

საბურთალოს რაიონში მოქალაქეები ერთ-ერთი კორპუსის ქვემოთ გახსნილი აფთიაქის დაუყოვნებლივ დახურვას მოითხოვენ. მათი თქმით, აფთიაქთან ყოველ საღამოს ახალგაზრდების ჯგუფი მატულობს, ვინაიდან აქ ურეცეპტოდ ნებისმიერი ფსიქოტროპული პრეპარატის შეძენაა შესაძლებელი. ფაქტის დადასტურების მიზნით, ჩვენ აფთიაქში ერთ-ერთი ფსიქოტროპული მედიკამენტის შეძენა ვცადეთ და უპრობლემოდაც მივიღეთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე აბი ფსიქოტროპული წამლის ყიდვა ჩვენთან ერთად არასრულწლოვანმაც ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეძლო.

როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას ამ უბანში მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონი ამბობს, ფსიქოტროპულ აფთიაქთან დაბნელებისთანავე რიგი დგება. ასე კი მას შემდეგ ხდება, რაც ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვა აიკრძალა.

მისივე თქმით, თავდაცვის მიზნით აფთიაქში ახალგაზრდები ხშირად ბავშვებს გზავნიან, რაც დაუშვებლად მიაჩნია. ქალბატონმა ჩვენთვის ვინაობის გამხელა სწორედ ამ ახალგაზრდების შიშით არ ისურვა.

"როგორც კი დაბინდდება, აფთიაქის შორიახლოს რიგებს შეამჩნევთ, ძირითადად ახალგაზრდები არიან. ზოგი კორპუსთან დგას, ზოგი მანქანიდან ზვერავს სიტუაციას - არავინ დაგვინახოსო. უკვე ყველამ იცის, რომ ამ აფთიაქში ფსიქოტროპულ წამლებს ურეცეპტოდ გასცემენ და ყველაზე დიდი დანაშაული ისაა, რომ ათასგვარ საზიზღრობას ბავშვებსაც უპრობლემოდ აძლევენ.

"ჩემი შვილი მოზარდია. ძალიან მეშინია, უბნის ბიჭებს არ აჰყვეს. ახლა რომ ჩემი სახელი და გვარი გითხრათ, მერე სულ იმის შიში უნდა მქონდეს, ამ ნარკომანებმა ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს რამე არ დამათრონ. ამიტომ ჯობია, თავი შევიკავო.

"აქ ნარკომანების ნამდვილი ბუდეა. ბავშვები თავს იღუპავენ და სხვასაც მაგალითს აძლევენ, აფთიაქი სასწრაფოდ უნდა დაიხუროს, ან დაჯარიმდეს მაინც", - გვითხრა რესპონდენტმა. რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა მრავალწლიან პრობლემას უკავშირდება, თუმცა, მას შემდეგ, რაც ამ ჯგუფის წამლების იმპორტი 70%-ით შემცირდა, მათი გაცემაც მინიმუმამდეა დაყვანილი.

რაც შეეხება ურეცეპტოდ გაცემული ფსიქოტროპული მედიკამენტების რაოდენობას, მაჭარაშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა 2014 წელს 131 ასეთი შემთხვევა აღმოაჩინეს და მათ შორის საბურთალოზეც.

"ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე თვის ან კვირის პრობლემა, ეს 10-12 წლის პრობლემას უკავშირდება. რაც შეეხება რეგულაციებს, კანონმდებლობით ადმინისტრაციული ღონისძიებებია გათვალისწინებული და უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნეი 2 წლის მანძილზე ძალიან ბევრი სამართალდარღვევა იქნა გამოვლენილი.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით დარღვევები გაიზარდა, უწინ მეტი იყო, მაგრამ მისი გამოვლენა იშვიათად ხდეობდა.

"საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მოგეხსენებათ, რომ "კრაკადილის", "ვინტისა" და "ჯეფის" პრობლემა მოხსნილია, ვინაიდან მარტის თვიდან აფთიაქებში კოდეინის შემცველი პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები აღარ გვაქვს. სამართალდამცველი ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მათი მოხმარება მინიმუმამდეა დაყვანილი.

"10 აფთიაქს სამჯერ გამოვლენილი სამართალდარღვევის საფუძველზე ნებართვა უკვე გავუუქმეთ. პირველ დარღვევაზე ადმინისტრაციული სასჯელით აფთიაქი 6000 ლარით ჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში - 12 000 ლარით, ხოლო მესამეზე ლიცენზიის გაუქმება ხდება.

"ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, აფთიაქების მონიტორინგი სისტემატურად ხდება, თუმცა, ამ პრობლემას ასე მარტივად ვერ გავუმკლავდებით. საგულისხმოა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების ჩართულობა საკმაოდ მაღალია - მოქალაქეები დარღვევების შესახებ ინფორმაციას ხშირად გვაწვდიან, რასაც რეაგირების გარეშე არ ვტოვებთ", - განმარტავს "მთელ კვირასთან" საუბრისას მაჭარაშვილი.

სალომე სარიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია