პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მდგომარეობაში არიან მალაიზიაში დატუსაღებული ქართველი ქალები
რა მდგომარეობაში არიან მალაიზიაში დატუსაღებული ქართველი ქალები

მა­ლა­ი­ზი­ის ცი­ხე­ში მყო­ფი უზ­ბე­კე­თის სამი მო­ქა­ლა­ქე დღე-დღე­ზე სიკ­ვდი­ლით დას­ჯას ელო­დე­ბა. ისი­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ტა­ნის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და სა­სა­მარ­თლომ სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მა­ლა­ი­ზი­ა­ში ტაშ­კენ­ტი­დან 10 კი­ლოგ­რა­მი მე­ტამ­ფე­ტა­მი­ნი შე­ი­ტა­ნეს. უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს არ გა­უ­მარ­თლათ, გან­სხვა­ვე­ბით 2010 წელს იმა­ვე ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან, რო­მელ­თაც ქვე­ყა­ნა­ში ასე­ვე 10 კი­ლოგ­რა­მამ­დე მე­ტამ­ფე­ტა­მი­ნის შე­ტა­ნას ედა­ვე­ბოდ­ნენ.

მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებ, რომ მა­ლა­ი­ზი­ა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი - ბა­ბუ­ცა გორ­და­ძე და და­რე­ჯან კოხ­ტაშ­ვი­ლი, სახ­რჩო­ბე­ლას მას შემ­დეგ გა­და­ურჩნენ, რაც ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ნე­ბით ჩაჰ­ბარ­და ბა­ბუ­ცა გორ­და­ძის მე­უღ­ლე ელ­დარ (გი­ორ­გი) და­ვი­თი­ა­ნი და ნარ­კოტ­რა­ფი­კის ბრალ­დე­ბა თა­ვის თავ­ზე აიღო. ამის შემ­დეგ ბა­ბუ­ცა გორ­და­ძე­სა და და­რე­ჯან კოხ­ტაშ­ვილს სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი პა­ტიმ­რო­ბით შე­ეც­ვა­ლათ, ელ­დარ და­ვი­თი­ანს კი ქარ­თულ­მა სა­სა­მარ­თლომ 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და.

"კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ცოტა ხნის წინ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ნარ­კოტ­რა­ფი­კის საქ­მე­ზე მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი ელ­დარ და­ვი­თი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, მას პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი სა­ყო­ველ­თაო ამ­ნის­ტი­ის აქ­ტით სას­ჯე­ლის დიდი ნა­წი­ლი შე­უმ­ცირ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ელ­დარ და­ვი­თი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ გვი­დას­ტუ­რებს ბა­ბუ­ცა გორ­და­ძის დედა, ნელი გორ­და­ძეც: - დიახ, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ჩვენ მას­თან არა გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. ბავ­შვს ურე­კავ­და ხან­და­ხან, რამ­დე­ნი ხა­ნია აღარ და­უ­რე­კავს.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ბუ­ცას სას­ჯე­ლის ვადა ერთ წელ­ში ეწუ­რე­ბა, რის შემ­დე­გაც სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას შეძ­ლებს. ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის გამო თა­ვი­დან ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას ვერ ახერ­ხებ­დნენ, თუმ­ცა, ახლა სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა და პი­რი­ქით, 4-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, ქარ­თულ ენა­ზე ლა­პა­რა­კი უჭირთ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რა მდგომარეობაში არიან მალაიზიაში დატუსაღებული ქართველი ქალები

რა მდგომარეობაში არიან მალაიზიაში დატუსაღებული ქართველი ქალები

მალაიზიის ციხეში მყოფი უზბეკეთის სამი მოქალაქე დღე-დღეზე სიკვდილით დასჯას ელოდება. ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე ნარკოტიკების შეტანის ბრალდებით დააკავეს და სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. გამოძიების ინფორმაციით, უზბეკეთის მოქალაქეებმა მალაიზიაში ტაშკენტიდან 10 კილოგრამი მეტამფეტამინი შეიტანეს. უზბეკეთის მოქალაქეებს არ გაუმართლათ, განსხვავებით 2010 წელს იმავე ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეებისგან, რომელთაც ქვეყანაში ასევე 10 კილოგრამამდე მეტამფეტამინის შეტანას ედავებოდნენ.

მკითხველს შევახსენებ, რომ მალაიზიაში დაკავებული ქართველები - ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი, სახრჩობელას მას შემდეგ გადაურჩნენ, რაც ქართველ სამართალდამცველებს ნებით ჩაჰბარდა ბაბუცა გორდაძის მეუღლე ელდარ (გიორგი) დავითიანი და ნარკოტრაფიკის ბრალდება თავის თავზე აიღო. ამის შემდეგ ბაბუცა გორდაძესა და დარეჯან კოხტაშვილს სასიკვდილო განაჩენი პატიმრობით შეეცვალათ, ელდარ დავითიანს კი ქართულმა სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ გახმაურებული ნარკოტრაფიკის საქმეზე მსჯავრდადებული ელდარ დავითიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა. როგორც გავარკვიეთ, მას პარლამენტის მიერ მიღებული საყოველთაო ამნისტიის აქტით სასჯელის დიდი ნაწილი შეუმცირდა. ინფორმაციას ელდარ დავითიანის გათავისუფლების შესახებ გვიდასტურებს ბაბუცა გორდაძის დედა, ნელი გორდაძეც: - დიახ, გაათავისუფლეს. ჩვენ მასთან არა გვაქვს ურთიერთობა. ბავშვს ურეკავდა ხანდახან, რამდენი ხანია აღარ დაურეკავს.

მისივე ინფორმაციით, ბაბუცას სასჯელის ვადა ერთ წელში ეწურება, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს. ენობრივი ბარიერის გამო თავიდან ქართველი ქალები საკუთარი ინტერესების დაცვას ვერ ახერხებდნენ, თუმცა, ახლა სიტუაცია შეიცვალა და პირიქით, 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ქართულ ენაზე ლაპარაკი უჭირთ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ