მსოფლიო
Faceამბები
პოლიტიკა

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნებაში" თავდაცვის მინისტრის გადაყენების საკითხზე პოლიტსაბჭო გაიმართა?
"ოცნებაში" თავდაცვის მინისტრის გადაყენების საკითხზე პოლიტსაბჭო გაიმართა?

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი მი­ნის­ტრ მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძის გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და მი­ნისტრს პოს­ტი არ და­უ­ტო­ვე­ბია.

გარ­და ამი­სა, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს სა­გან­გე­ბო სხდო­მის გა­მარ­თვის და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი, დე­პუ­ტა­ტი გია ვოლ­სკი.

რო­გორც ვოლ­სკიმ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, "არა­ნა­ი­რი პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა არ გა­მარ­თუ­ლა, არც მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მის სა­კი­თხი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი არ ყო­ფი­ლა". "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვა­ზე, გეგ­მავს თუ არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრთან პო­ლიტ­საბ­ჭოს ფორ­მატ­ში შეხ­ვედ­რას, ვოლ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, რომ ასე­თი შეხ­ვედ­რა ამ დრო­ის­თვის და­გეგ­მი­ლი არ არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"ოცნებაში" თავდაცვის მინისტრის გადაყენების საკითხზე პოლიტსაბჭო გაიმართა?

"ოცნებაში" თავდაცვის მინისტრის გადაყენების საკითხზე პოლიტსაბჭო გაიმართა?

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური მინისტრ მინდია ჯანელიძის გადადგომის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მინისტრს პოსტი არ დაუტოვებია.

გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომის გამართვის და თავდაცვის მინისტრის გადაყენების საკითხის განხილვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი გია ვოლსკი.

როგორც ვოლსკიმ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "არანაირი პოლიტსაბჭოს სხდომა არ გამართულა, არც მინისტრის გადადგომის საკითხი განხილვის საგანი არ ყოფილა". "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, გეგმავს თუ არა "ქართული ოცნება" აღნიშნულ თემაზე პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან პოლიტსაბჭოს ფორმატში შეხვედრას, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრა ამ დროისთვის დაგეგმილი არ არის.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა