პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უჯდებათ ქართველ ქალებს მკერდის გადიდება
 რა უჯდებათ ქართველ ქალებს მკერდის გადიდება

მკერ­დის გა­ლა­მა­ზე­ბა­ზე თით­ქმის ყვე­ლა ქალი ზრუ­ნავს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რი­ნოპ­ლას­ტი­კის (ცხვი­რის ოპე­რა­ცია) შემ­დეგ, მან­დი­ლოს­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რად მკერ­დის პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ას იკე­თებს. რა ღირს სა­ქარ­თვე­ლო­ში მკერ­დის გა­დი­დე­ბა, და­პა­ტა­რა­ვე­ბა, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი გუგა კუ­ზა­ნო­ვი ესა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო გუგა, ხში­რად იკე­თე­ბენ მან­დი­ლოს­ნე­ბი მკერ­დის გა­დი­დე­ბის ოპე­რა­ცი­ას?

- ძა­ლი­ან ბევრ გო­გო­ნას აქვს მკერ­დის გაზ­რდის სურ­ვი­ლი. კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე უფრო ბევ­რი მან­დი­ლო­სა­ნი მო­დის, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად იკე­თებს ოპე­რა­ცი­ას, რად­გან მკერ­დის გა­დი­დე­ბა დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- კონ­კრე­ტუ­ლად გვი­თხა­რით, რა ღირს მკერ­დის გა­დი­დე­ბა?

- მკერ­დის გა­დი­დე­ბა თა­ვი­სი იმპლან­ტე­ბით 5500 ლარი ღირს. მკერ­დზე და­ახ­ლო­ე­ბით 20 სხვა­დას­ხვა ტი­პის ოპე­რა­ცია კეთ­დე­ბა - და­პა­ტა­რა­ვე­ბა, აწე­ვა, მას­ტო­პექ­სია, მკერ­დის და­მაგ­რე­ბა, გა­დი­დე­ბა აწე­ვით და ა.შ.

- მკერ­დის აწე­ვა რა ღირს?

- გა­აჩ­ნია ოპე­რა­ცია. 1500 ლა­რიც ღირს აწე­ვა და უფრო მე­ტიც. მკერ­დის და­პა­ტა­რა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­აც ტარ­დე­ბა, თუ გი­გან­ტო­მას­ტია აქვს ქალს, ანუ ძა­ლი­ან დიდი ზო­მის მკერ­დი აქვს, მისი და­პა­ტა­რა­ვე­ბა 4 000 ლარი ჯდე­ბა.

- რამ­დე­ნი ხანი ტარ­დე­ბა მკერ­დის ოპე­რა­ცია?

- 40 წუთი სჭირ­დე­ბა თვი­თონ ოპე­რა­ცი­ას, ეს არ არის რთუ­ლი ოპე­რა­ცია. პა­ცი­ენ­ტი ერთი დღით რჩე­ბა კლი­ნი­კა­ში და მე­ო­რე დღეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ბან­და­ჟით ხდე­ბა მისი გა­წე­რა სახ­ლში.

- არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ მკერ­დის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია იწ­ვევს მკერ­დის სიმ­სივ­ნეს და ბევ­რი სწო­რედ ამის გამო იკა­ვებს თავს მკერ­დის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის­გან...

- ამა­ზე აღარ ლა­პა­რა­კობს მსოფ­ლიო უკვე 15 წე­ლია. ეს შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში თქვან. ბო­ლოს ეს პრო­ცე­სი 1996 წელს იყო. არც ერთი იმპლან­ტი ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნეს და სხვა და­ა­ვა­დე­ბას არ იწ­ვევს. ამა­ზე უამ­რა­ვი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია და­ხარ­ჯუ­ლია. 1965 წლი­დან 1996 წლამ­დე ხდე­ბო­და ამის გა­მოკ­ვლე­ვა. ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე თუ უნდა გაჩ­ნდეს, ისე­დაც გაჩ­ნდე­ბა. არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის ეს ერ­თმა­ნეთ­თან.

- ცნო­ბი­ლია, რომ მა­მა­კა­ცე­ბიც ხში­რად მი­მარ­თა­ვენ პლას­ტი­კურ ქი­რურგს მკერ­დის და­პა­ტა­რა­ვე­ბის მიზ­ნით… რა შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა ეს?

- ეს არის გი­ნე­კო­მას­ტია. ქალს ხომ აქვს სარ­ჯე­ვე ჯირ­კვა­ლი, რო­მე­ლიც ლაქ­ტა­ცი­ის დროს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს რძეს? ასე­ვე აქვს სარ­ძე­ვე ჯირ­კვა­ლი მა­მა­კაც­საც, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა ამ ჯირ­კვლის, ანუ დიდ­დე­ბა ზო­მა­ში, ამ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოპე­რა­ცია და სარ­ძე­ვე ჯირ­კავ­ლი უნდა ამო­ი­ღო, რად­გან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ეს გა­და­დის ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნე­ში. ასეთ ოპე­რა­ცი­ებს მარ­ტო ჩვენ არ ვა­კე­თებთ, ვი­ძა­ხებთ მა­მო­ლო­გებს, რო­მე­ლიც მკერდს მკურ­ნა­ლობს. ის იღებს სარ­ძე­ვე ჯირ­კვალს და ჩვენ ზე­მო­დან ვა­კე­თებთ პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ას. მკერ­დი ზო­მა­ში რომ მა­ტუ­ლობს და ამას შე­ამ­ჩნევ, უნდა მიხ­ვი­დე ექიმ­თან.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

რა უჯდებათ ქართველ ქალებს მკერდის გადიდება

 რა უჯდებათ ქართველ ქალებს მკერდის გადიდება

მკერდის გალამაზებაზე თითქმის ყველა ქალი ზრუნავს. გავრცელებული ინფორმაციით, რინოპლასტიკის (ცხვირის ოპერაცია) შემდეგ, მანდილოსნების უმეტესობა ყველაზე ხშირად მკერდის პლასტიკურ ოპერაციას იკეთებს. რა ღირს საქართველოში მკერდის გადიდება, დაპატარავება, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი ესაუბრება.

- ბატონო გუგა, ხშირად იკეთებენ მანდილოსნები მკერდის გადიდების ოპერაციას?

- ძალიან ბევრ გოგონას აქვს მკერდის გაზრდის სურვილი. კონსულტაციაზე უფრო ბევრი მანდილოსანი მოდის, ვიდრე რეალურად იკეთებს ოპერაციას, რადგან მკერდის გადიდება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

- კონკრეტულად გვითხარით, რა ღირს მკერდის გადიდება?

- მკერდის გადიდება თავისი იმპლანტებით 5500 ლარი ღირს. მკერდზე დაახლოებით 20 სხვადასხვა ტიპის ოპერაცია კეთდება - დაპატარავება, აწევა, მასტოპექსია, მკერდის დამაგრება, გადიდება აწევით და ა.შ.

- მკერდის აწევა რა ღირს?

- გააჩნია ოპერაცია. 1500 ლარიც ღირს აწევა და უფრო მეტიც. მკერდის დაპატარავების ოპერაციაც ტარდება, თუ გიგანტომასტია აქვს ქალს, ანუ ძალიან დიდი ზომის მკერდი აქვს, მისი დაპატარავება 4 000 ლარი ჯდება.

- რამდენი ხანი ტარდება მკერდის ოპერაცია?

- 40 წუთი სჭირდება თვითონ ოპერაციას, ეს არ არის რთული ოპერაცია. პაციენტი ერთი დღით რჩება კლინიკაში და მეორე დღეს სპეციალური ბანდაჟით ხდება მისი გაწერა სახლში.

- არსებობს მოსაზრება, რომ მკერდის პლასტიკური ოპერაცია იწვევს მკერდის სიმსივნეს და ბევრი სწორედ ამის გამო იკავებს თავს მკერდის პლასტიკური ოპერაციისგან...

- ამაზე აღარ ლაპარაკობს მსოფლიო უკვე 15 წელია. ეს შეიძლება საქართველოში თქვან. ბოლოს ეს პროცესი 1996 წელს იყო. არც ერთი იმპლანტი ავთვისებიან სიმსივნეს და სხვა დაავადებას არ იწვევს. ამაზე უამრავი მილიარდი დოლარია დახარჯულია. 1965 წლიდან 1996 წლამდე ხდებოდა ამის გამოკვლევა. ავთვისებიანი სიმსივნე თუ უნდა გაჩნდეს, ისედაც გაჩნდება. არანაირ კავშირში არ არის ეს ერთმანეთთან.

- ცნობილია, რომ მამაკაცებიც ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგს მკერდის დაპატარავების მიზნით… რა შემთხვევაში ხდება ეს?

- ეს არის გინეკომასტია. ქალს ხომ აქვს სარჯევე ჯირკვალი, რომელიც ლაქტაციის დროს გამოიმუშავებს რძეს? ასევე აქვს სარძევე ჯირკვალი მამაკაცსაც, ზოგ შემთხვევაში ხდება განვითარება ამ ჯირკვლის, ანუ დიდდება ზომაში, ამ შემთხვევაში აუცილებელია ოპერაცია და სარძევე ჯირკავლი უნდა ამოიღო, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს გადადის ავთვისებიან სიმსივნეში. ასეთ ოპერაციებს მარტო ჩვენ არ ვაკეთებთ, ვიძახებთ მამოლოგებს, რომელიც მკერდს მკურნალობს. ის იღებს სარძევე ჯირკვალს და ჩვენ ზემოდან ვაკეთებთ პლასტიკურ ოპერაციას. მკერდი ზომაში რომ მატულობს და ამას შეამჩნევ, უნდა მიხვიდე ექიმთან.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია