პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აზრზე მოდით, სანამ დროა!" - თვადაცვის სამინისტროს განცხადებაზე გამოხმაურებები გრძელდება
"აზრზე მოდით, სანამ დროა!" - თვადაცვის სამინისტროს განცხადებაზე გამოხმაურებები გრძელდება

უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცის ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა.

ინგა გრი­გო­ლია, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

"ანუ, უკ­რა­ი­ნა­ში თუ იბ­რძო­და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, გმი­რი არ არის???((((((.... და ასე ვას­წავ­ლით გმი­რო­ბას ჩვენს შვი­ლებს? რას ვას­წავ­ლით, რომ იმ ქვეყ­ნის მე­ო­მა­რი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა და­ბომ­ბა 2008 წელს, რად­გან უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­ღუ­პა, გმი­რი არ არის??? და ასე ვა­ფა­სებთ და­ღუ­პულ ქარ­თველ მებ­რძოლს ????....?!!!!!!!!!... სა­ში­ნე­ლი რე­აქ­ცია მქონ­და, როცა დღეს, ძა­ლი­ან დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვე­ცა­ნი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბას.... 08.08.08.......(((((( !!!!!!მი­ნისტრს შევ­თა­ვა­ზეთ ხვალ "იმე­დის კვი­რა­ში" გან­მარ­ტოს, რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ეს გან­ცხა­დე­ბა. ვნა­ხოთ დაგ­ვთან­ხმდე­ბა თუ არა".

გივი თარ­გა­მა­ძე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წვე­რი:

"ყვე­ლა­ფე­რი გა­ცხად­და. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ღიად ას­რუ­ლებს ორი დღის წინ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პუ­წი­ნის მიერ გა­ცე­მულ და­ვა­ლე­ბას. მან თქვა - სა­ა­კაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დევ­ნის, მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარ. იგუ­ლის­ხმე­ბო­და, გა­ა­კე­თეთ ამის დე­მონ­სტრი­რე­ბა. და აგერ დე­მონ­სტრი­რე­ბაც, მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის. დღეს რუ­სებ­მა მო­კი­თხეს - ეს რა ხდე­ბა, რა ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში? ამათ უთხრეს, ჩვენ არა­ფერ შუ­ა­ში ვარ­თო. მა­შინ, გა­ა­კე­თეთ ამის დე­მონ­სტრი­რე­ბა. და აგერ დე­მონ­სტრი­რე­ბაც. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სი. პუ­წი­ნის მო­ნე­ბის მთავ­რო­ბა. მხდა­ლი არამ­ზა­და, რო­მე­ლიც შუ­შის სახ­ლში აზის მი­ლი­არ­დებს, ისე­თი­ვე მა­რი­ო­ნე­ტია პუ­წი­ნის, რო­გორც ეს მხდა­ლი არამ­ზა­დე­ბი არი­ან მისი მა­რი­ო­ნე­ტე­ბი. და ამ ყვე­ლაფ­რის შემ­ხედ­ვა­რეს მიჩ­ნდე­ბა ლე­გი­ტი­მუ­რი კი­თხვა: ნუთუ ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, პატ­რი­ოტს, არ მაქვს სრუ­ლი უფ­ლე­ბა, ამ, რუ­სე­თის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მომ­ძღო­ლებს, კი­დევ ერთხელ შევ­ძა­ხო - სულს ამოგხდით, თქვე ნა­ძირ­ლე­ბო!".

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი:

"პან­კი­სის ოპე­რა­ცი­ი­სას ია­პო­ნი­ის სა­ელ­ჩომ ირაკ­ლის სთხო­ვა, აღ­მო­ე­ჩი­ნა და გა­და­ე­ცა მათ­თვის მათი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც გა­უ­ჩი­ნარ­და და ეძებ­და ოჯა­ხი. ჰქონ­დათ ეჭვი, რომ ჩეჩ­ნე­ბის სა­ო­მარ რაზმთან ერ­თად იბ­რძო­და. ასეც აღ­მოჩ­ნდა. ირაკ­ლიმ იპო­ვა ია­პო­ნე­ლი და სა­ნამ სა­ელ­ჩოს გა­დას­ცემ­და, ცხა­დია, ჰკი­თხა, აქ რა გინ­დაო. სა­მუ­რა­ე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი ვარ, ბა­ბუ­ა­ჩე­მი, იმის მამა, მა­მა­ჩე­მი რუ­სებს ებ­რძოდ­ნენ, ეს ჩემი ვალი და ტრა­დი­ცი­ა­აო. მოკ­ლედ, ჩა­ა­ბა­რეს სა­მუ­რაი პატ­რონს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვის მერე ირაკ­ლიმ ისევ მი­ი­ღო იგი­ვე თხოვ­ნა, - ისევ გა­უ­ჩი­ნარ­დაო... ვე­ღარ იპო­ვეს.

ირაკ­ლის ეჭვი აქვს, რომ სა­მუ­რაი და­ი­ღუ­პა ჩეჩ­ნე­ბის რაზმთან ერ­თად, რო­მელ­თაც რუ­სე­ბის კო­რი­დო­რის გარ­ღვე­ვა სცა­დეს.

მე­ომ­რის რომ გა­ი­გო, მე­ო­მა­რი უნდა იყო ალ­ბათ.

სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის რე­აქ­ცი­ამ იმე­დით ამავ­სო, რომ ფა­რა­სა­ვით მორ­ჩი­ლად თავ­დახ­რილს ვერ შეგ­ვრე­კა­ვენ ვერ­სად. დიდი ძალა გვაქვს ქარ­თვე­ლებს. დიდი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი, თით­ქოს მთვლე­მა­რე, ოღონდ მტერს ჩვე­ნი გა­მოღ­ვი­ძე­ბა , ვგიჟ­დე­ბი მე ჩემს ამაყ ქვე­ყა­ნა­ზე".

ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე, ექ­სპერ­ტი:

"ამათ იმედ­ზეა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა???? ამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ახალ­შო­ბილ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ენა­ზე ვინ ექა­ჩე­ბო­და: რის­კენ მო­უ­წო­დებს ყო­ფი­ლი მთა­ვარ­სარ­და­ლი ქარ­თველ ოფიც­რებს ეს სხვა საქ­მეა, მაგ­რამ როცა ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი შენი მოძ­მე და შენს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ერის მთლი­ა­ნო­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში იღუ­პე­ბა, თუ ამით ია­მა­ყო არ შე­გიძ­ლია, შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ინც ნუ მი­ა­ყე­ნებ. ესე­ნი იმ­დენს იზა­მენ, და­სავ­ლე­თის რის­ხვას გა­ი­ჩა­ლი­ჩე­ბენ...".

ლე­ვან რა­მიშ­ვი­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი:

"სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ფე­რი უზ­ნეო და ან­ტი­ქარ­თუ­ლი ამ გან­ცხა­დე­ბა­ში არაა. პი­რი­ქით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გვე­უბ­ნე­ბა, რომ რუ­სეთ­თან ომი უკ­რა­ი­ნა­ში წა­უს­ვლე­ლა­დაა სა­ჭი­რო. ფრონ­ტის ხაზი აქვე სო­ლო­ლაკ­ში გა­დის.

ჩემო კა­ლა­მო, ჩემო კარ­გო, რად გვინ­და ტაში?

რა­საც ვმსა­ხუ­რებთ, მას ერ­თგუ­ლად კვლავ ვემ­სა­ხუ­როთ,

ჩვენ წმინ­და სი­ტყვა უში­შა­რად მოვ­ფი­ნოთ ხალ­ხში

ბო­როტთ საკ­ლა­ვად, - მათ სულთ-ხდო­მის სე­ირს ვუ­ყუ­როთ.

თუ კაც­მა ვერ სცნო ჩვე­ნი გული, ხომ იცის ღმერ­თმა,

რომ წმინ­და არის გან­ზრახ­ვა და სურ­ვი­ლი ჩვე­ნი:

აგ­ვი­ყო­ლია სიყრმი­დან­ვე ჩვენ ქარ­თვლის ბედ­მა

და დაე გვძრა­ხონ, - ჩვენ მის ძებ­ნით დავ­ლი­ოთ დღე­ნი.

ჩემ­ზედ ამ­ბო­ბენ: "ის სი­ა­ვეს ქარ­თვლი­სას ამ­ბობს,

ჩვენს ცუდს არ მა­ლავს, ეგ ხომ ცხა­დი სი­ძულ­ვი­ლია!"

ბრიყ­ვნი ამ­ბო­ბენ, კარ­გი გული კი მა­შინ­ვე სცნობს -

ამ სი­ძულ­ვილ­ში რა­ო­დე­ნიც სიყ­ვა­რუ­ლია!".

ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თვი­თონ იღებს... ქარ­თვე­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მტერს, რუ­სეთს ებ­რძვი­ან თა­ვად მი­ი­ღეს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა! თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო კი გონს მო­ე­გოს! ყვე­ლაფ­რის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გან­ხილ­ვა და გა­მო­ყე­ნე­ბა მა­რაზ­მია!!! ცნო­ბის­თვის უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რეს იბ­რძოდ­ნენ აფხა­ზეთ­შიც და ცხინ­ვალ­შიც!!!! აზ­რზე მო­დით სა­ნამ დროა! ჯა­რის­კა­ცე­ბი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ არი­ან და ნურ­ცერ­თი მხა­რე ამ ბი­ჭებს ბინ­ძურ პო­ლი­ტი­კურ თა­მა­შებ­ში ნუ გა­რევთ!".

შე­გახ­სე­ნებთ, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­ა­კის­რა.

"გვინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის გამო, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან არა­ერ­თხელ აღი­ნიშ­ნა, რომ მსგავ­სი მო­წო­დე­ბე­ბი არის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, არ აყ­ვეს პრო­ვო­კა­ცი­ას და სხვა­დას­ხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბის სა­ნაც­ვლოდ არ ჩა­იგ­დოს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­ში.

აქვე ავღ­ნიშ­ნავთ, რომ ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლი, 2007-2008 წლებ­ში მსა­ხუ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. 2008 წლის დე­კემ­ბრი­დან, კონ­ტრაქ­ტის შე­წყვე­ტის სა­ფუძ­ველ­ზე და­თხოვ­ნილ იქნა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან", - აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე: "თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი კი არა მთხლეი ხარ!" - პრო­ტეს­ტი თვა­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"აზრზე მოდით, სანამ დროა!" - თვადაცვის სამინისტროს განცხადებაზე გამოხმაურებები გრძელდება

"აზრზე მოდით, სანამ დროა!" - თვადაცვის სამინისტროს განცხადებაზე გამოხმაურებები გრძელდება

უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის ალექსანდრე გრიგოლაშვილის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე სოციალურ ქსელში გამოხმაურებები გრძელდება.

ინგა გრიგოლია, ტელეწამყვანი:

"ანუ, უკრაინაში თუ იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, გმირი არ არის???((((((.... და ასე ვასწავლით გმირობას ჩვენს შვილებს? რას ვასწავლით, რომ იმ ქვეყნის მეომარი, რომელიც რუსეთმა დაბომბა 2008 წელს, რადგან უკრაინაში დაიღუპა, გმირი არ არის??? და ასე ვაფასებთ დაღუპულ ქართველ მებრძოლს ????....?!!!!!!!!!... საშინელი რეაქცია მქონდა, როცა დღეს, ძალიან დაგვიანებით გავეცანი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას.... 08.08.08.......(((((( !!!!!!მინისტრს შევთავაზეთ ხვალ ,,იმედის კვირაში,, განმარტოს, რას ემსახურებოდა ეს განცხადება. ვნახოთ დაგვთანხმდება თუ არა".

გივი თარგამაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წვერი:

"ყველაფერი გაცხადდა. პირველად საქართველოს მთავრობა ღიად ასრულებს ორი დღის წინ პრესკონფერენციაზე პუწინის მიერ გაცემულ დავალებას. მან თქვა - სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლება დევნის, მე არაფერ შუაში ვარ. იგულისხმებოდა, გააკეთეთ ამის დემონსტრირება. და აგერ დემონსტრირებაც, მთავრობის ხელმძღვანელის. დღეს რუსებმა მოკითხეს - ეს რა ხდება, რა ქართველი მეომრები უკრაინაში? ამათ უთხრეს, ჩვენ არაფერ შუაში ვართო. მაშინ, გააკეთეთ ამის დემონსტრირება. და აგერ დემონსტრირებაც. თავდაცვის სამინისტროსი. პუწინის მონების მთავრობა. მხდალი არამზადა, რომელიც შუშის სახლში აზის მილიარდებს, ისეთივე მარიონეტია პუწინის, როგორც ეს მხდალი არამზადები არიან მისი მარიონეტები. და ამ ყველაფრის შემხედვარეს მიჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ნუთუ ამ ქვეყნის მოქალაქეს, პატრიოტს, არ მაქვს სრული უფლება, ამ, რუსეთის საქართველოში შემომძღოლებს, კიდევ ერთხელ შევძახო - სულს ამოგხდით, თქვე ნაძირლებო!".

ნათია ფანჯიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი:

"პანკისის ოპერაციისას იაპონიის საელჩომ ირაკლის სთხოვა, აღმოეჩინა და გადაეცა მათთვის მათი მოქალაქე, რომელიც გაუჩინარდა და ეძებდა ოჯახი. ჰქონდათ ეჭვი, რომ ჩეჩნების საომარ რაზმთან ერთად იბრძოდა. ასეც აღმოჩნდა. ირაკლიმ იპოვა იაპონელი და სანამ საელჩოს გადასცემდა, ცხადია, ჰკითხა, აქ რა გინდაო. სამურაების შთამომავალი ვარ, ბაბუაჩემი, იმის მამა, მამაჩემი რუსებს ებრძოდნენ, ეს ჩემი ვალი და ტრადიციააო. მოკლედ, ჩააბარეს სამურაი პატრონს, მაგრამ რამდენიმე თვის მერე ირაკლიმ ისევ მიიღო იგივე თხოვნა, - ისევ გაუჩინარდაო... ვეღარ იპოვეს.

ირაკლის ეჭვი აქვს, რომ სამურაი დაიღუპა ჩეჩნების რაზმთან ერთად, რომელთაც რუსების კორიდორის გარღვევა სცადეს.

მეომრის რომ გაიგო, მეომარი უნდა იყო ალბათ.

სამინისტროს განცხადებაზე ადამიანების რეაქციამ იმედით ამავსო, რომ ფარასავით მორჩილად თავდახრილს ვერ შეგვრეკავენ ვერსად. დიდი ძალა გვაქვს ქართველებს. დიდი და მოულოდნელი, თითქოს მთვლემარე, ოღონდ მტერს ჩვენი გამოღვიძება , ვგიჟდები მე ჩემს ამაყ ქვეყანაზე".

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი:

"ამათ იმედზეა საქართველოს დამოუკიდებლობა???? ამ თავდაცვის სამინისტროს ახალშობილ ხელმძღვანელობას ენაზე ვინ ექაჩებოდა: რისკენ მოუწოდებს ყოფილი მთავარსარდალი ქართველ ოფიცრებს ეს სხვა საქმეა, მაგრამ როცა ქართველი ჯარისკაცი შენი მოძმე და შენს მდგომარეობაში მყოფი ერის მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში იღუპება, თუ ამით იამაყო არ შეგიძლია, შეურაცხყოფას მაინც ნუ მიაყენებ. ესენი იმდენს იზამენ, დასავლეთის რისხვას გაიჩალიჩებენ...".

ლევან რამიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი:

"სინამდვილეში არაფერი უზნეო და ანტიქართული ამ განცხადებაში არაა. პირიქით, თავდაცვის სამინისტრო გვეუბნება, რომ რუსეთთან ომი უკრაინაში წაუსვლელადაა საჭირო. ფრონტის ხაზი აქვე სოლოლაკში გადის.

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?

რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,

ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში

ბოროტთ საკლავად, - მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.

თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,

რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:

აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა

და დაე გვძრახონ, - ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.

ჩემზედ ამბობენ: "ის სიავეს ქართვლისას ამბობს,

ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!"

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს -

ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!".

ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი:

"ნებისმიერი ადამიანი გადაწყვეტილებას თვითონ იღებს... ქართველებმა, რომლებიც უკრაინაში საქართველოს მტერს, რუსეთს ებრძვიან თავად მიიღეს ეს გადაწყვეტილება! თავდაცვის სამინისტრო კი გონს მოეგოს! ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა და გამოყენება მარაზმია!!! ცნობისთვის უკრაინელები საქართველოს მხარეს იბრძოდნენ აფხაზეთშიც და ცხინვალშიც!!!! აზრზე მოდით სანამ დროა! ჯარისკაცები პოლიტიკოსები არ არიან და ნურცერთი მხარე ამ ბიჭებს ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში ნუ გარევთ!".

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან", - აღნიშნული იყო თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ ასევე: "თავდაცვის მინისტრი კი არა მთხლეი ხარ!" - პროტესტი თვადაცვის სამინისტროს განცხადებაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს