კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მოდელობა ''გრეხია''და თუ ჩემი მოდელობით კაკო ვაშალომიძეს სახელს ვუტეხ, მათთან საერთო არაფერი მექნება"
"თუ მოდელობა ''გრეხია''და თუ ჩემი მოდელობით კაკო ვაშალომიძეს სახელს ვუტეხ, მათთან საერთო არაფერი მექნება"

გა­სულ კვი­რას მო­დე­ლი თა­მუ­ნა ვა­შა­ლო­მი­ძე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, თა­მუ­ნა პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნაა, რო­მელ­საც რუ­სულ "პლე­ი­ბო­ი­ში"გა­და­ი­ღე­ბენ. თა­მუ­ნა "კო­მე­დი შოუს"სე­რი­ალ­ში თა­მა­შობს და ცოტა ხნის წინ "მა­რაო რუს­თა­ვი 2"-ში "ერ­თგუ­ლე­ბის ტეს­ტში"მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. "და­ა­ვა­ლეს"და­ვით ქა­ცა­რა­ვას ცდუ­ნე­ბა, თუმ­ცა რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, და­ვით ქა­ცა­რა­ვას, რო­მე­ლიც დღის უმე­ტეს ნა­წილს ვარ­ჯიშ­ში ატა­რებს, არ გაჰ­კვირ­ვე­ბია სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში მისი გა­მო­ჩე­ნა.

- ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და შენ შე­სა­ხებ...

- ვარ 23 წლის. ამ­ჟა­მად პი­არ­მე­ნე­ჯე­რად ვმუ­შა­ობ ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ა­ში. გარ­და ამი­სა, ვარ მო­დე­ლი, რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სში მაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ერთ-ერთ კონ­კურ­სზე, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ვი­ყა­ვი, "მის პრე­სა"გავ­ხდი. "კო­მე­დი არხზე"სე­რი­ალ "სი­ცი­ლის ზო­ნა­ში"ვთა­მა­შობ. მოხ­და ისე, რომ "იმე­დის კვი­რამ"ჩემ­ზე მო­ამ­ზა­და სი­უ­ჟე­ტი, სა­დაც ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი გა­მო­ვე­დი ეკ­რან­ზე. სი­უ­ჟეტ­ში ნახ­სე­ნე­ბი იყო მა­მი­ნაც­ვლის სა­ხე­ლი და გვა­რი. აქამ­დე ვი­ცო­დი, რომ ის ჩემი მამა იყო. ცხრა წლის ასაკ­ში გა­ვი­გე, რომ მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ერთ ოჯახ­ში ვიზ­რდე­ბო­დით და რო­მე­ლი ინ­ტერ­ვი­უც არ უნდა წა­ი­კი­თხოთ, კაკო ვა­შა­ლო­მი­ძე ყველ­გან ამ­ბობს, რომ ჰყავს ოთხი შვი­ლი: თა­მუ­ნა და შაკო, მა­ი­კო და სა­ლო­მე ვა­შა­ლო­მი­ძე­ე­ბი. მა­ი­კო და სა­ლო­მე პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. შაკო დე­და­ჩე­მის და კა­კოს შვი­ლია. ოჯა­ხი­დან წლე­ბის წინ წა­მო­ვე­დი. კარ­გად არ დავ­შორ­დით. მას შემ­დეგ მისი სა­ხე­ლი არ მიხ­სე­ნე­ბია.

- რა­ტომ წა­მოხ­ვე­დი ოჯა­ხი­დან?

- ამას ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვის ვე­უბ­ნე­ბი. ამ ყვე­ლა­ფერ­საც არ ვი­ტყო­დი, დე­და­ჩე­მის ინ­ტერ­ვიუ რომ არ წა­მე­კი­თხა და რომ არ ეთ­ქვა, ან­ტიქ­რის­ტე გა­ვა­ჩი­ნეო. რო­დე­საც სახ­ლი­დან წა­მო­ვე­დი, ვთქვი, რომ ჩემ თავს თა­ვად მივ­ხე­დავ­დი. მინ­და, ყვე­ლას და­ვუმ­ტკი­ცო, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­მიძ­ლია ჩემი ცხოვ­რე­ბის წარ­მარ­თვა. თუ მო­დე­ლო­ბა "გრე­ხია"და თუ ჩემი მო­დე­ლო­ბით კაკო ვა­შა­ლო­მი­ძეს სა­ხელს ვუ­ტეხ, მათ­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი მექ­ნე­ბა. შვი­დი წლის ვი­ყა­ვი, კაკო ვა­შა­ლო­მი­ძე რომ გა­ვი­ცა­ნი და ვი­ცო­დი, რომ მამა იყო.

მერე კი გა­ვი­გე, რომ მა­მი­ნაც­ვა­ლი იყო. არ მი­თხო­ვია, გვა­რი თვი­თონ მომ­ცა.

- რა გვა­რი გქონ­და?

- ესი­ტაშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი. 13 წლი­დან ვა­შა­ლო­მი­ძე კა­კოს ასუ­ლი გავ­ხდი. ახლა ამ­ბობს, რომ ჩემი რცხვე­ნია. თუ ჩემი რცხვე­ნია, მე უკვე ად­ვო­კა­ტი მყავს აყ­ვა­ნი­ლი და მომ­დევ­ნო კვი­რა­ში ვა­პი­რებ, სარ­ჩე­ლი შე­ვი­ტა­ნო და მა­მო­ბის უფ­ლე­ბა წა­ვარ­თვა.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, დე­დის რე­აქ­ცია არ გამ­კვირ­ვე­ბია. ვფიქ­რობ­დი, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რო­დის­მე ძა­ლი­ან ცუ­დად გა­მოჩ­ნდე­ბო­და. არ მაქვს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა. ცი­ხე­ში ჩემ გამო მოხ­ვდა. დე­და­მისს აყე­ნებ­და ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას და ანა­ლო­გი­ურს ცდი­ლობ­და ჩემ მი­მარ­თაც. სა­სა­მარ­თლომ გა­აფრ­თხი­ლა, მაგ­რამ გაფრ­თხი­ლე­ბა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და ამის გამო 12-დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

დე­და­ჩე­მი აყ­ვა­ნი­ლია, ბე­ბი­ამ და ბა­ბუ­ამ აიყ­ვა­ნეს და გა­ზარ­დეს. მერე მე გამ­ზარ­დეს. მე დე­დის ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი ვარ. თა­ვი­დან ბე­ბია მზრდი­და. მახ­სოვს, დედა რომ გა­ვი­ცა­ნი, ოთხი წლის ვი­ყა­ვი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბე­ბია მყავს. ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ყვე­ლა­ფერ­ში გვერ­დით მიდ­გას. ბოლო დღე­ე­ბის სკან­დალ­ზე არა­ფე­რი მით­ქვამს, რომ არ ინერ­ვი­უ­ლოს.

- ახლა ბე­ბია ვის­თა­ნაა?

- სახ­ლში ვერ დავ­ტო­ვებ­დი. ბე­ბია მომ­ვლელ­თან მყავს. სახ­ლში რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ისევ კონ­ფლიქ­ტი მოხ­დე­ბო­და.

- დედა მას რის გამო სცემ­და?

- არ ვიცი. მი­ზეზს ყო­ველ­თვის პო­უ­ლობ­და. კა­კოს რომ და­შორ­და, ბე­ბი­ას არ მო­ე­წო­ნა. რად­გან კაკო და დე­და­ჩე­მი თვრა­მე­ტი წელი იყ­ვნენ ერ­თად და მერე, სხვა კაცი რომ ჰყავ­და, ამის გამო კა­მა­თობ­დნენ. კი­დევ არის რა­ღაც მი­ზე­ზი, რის გა­მოც დე­დას "ეკე­ტე­ბო­და".

- რამ­დე­ნი ხა­ნია, დედა არ გი­ნა­ხავს?

- ოთხი თუ ხუთი თვის წინ იყო სა­სა­მარ­თლო და მას შემ­დეგ არ მი­ნა­ხავს. ჩვიდ­მე­ტი წლის ასაკ­ში წა­მო­ვე­დი სახ­ლი­დან და არა­ვის­თვის მი­თხო­ვია დახ­მა­რე­ბა. მხო­ლოდ ტან­საც­მე­ლი და მე­და­ვით­ნის წიგ­ნე­ბი ნუს­ხუ­რად, წა­მო­ვი­ღე. არას­დროს გა­მო­მი­ყე­ნე­ბია კაკო ვა­შა­ლო­მი­ძის სა­ხე­ლი. ერთი პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი. ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა მქონ­და, ფე­ხე­ბი მტკი­ო­და. მი­თხრეს, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, ეტ­ლიც დამ­ჭირ­ვე­ბო­და.

- ავა­რი­ა­ში მო­ყე­ვი?

- არა. ძა­ლი­ან სუს­ტი ფე­ხე­ბი მაქვს. სამი წლის წინ მიმ­ტა­ნად ვმუ­შა­ობ­დი და ფე­ხე­ბი ძა­ლი­ან და­მი­ზი­ან­და. მერე გა­და­ვე­დი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რად, მერე - მე­ნე­ჯე­რად. ერთი პე­რი­ო­დი სულ ბო­ტა­სე­ბით დავ­დი­ო­დი. სუ­პი­ნა­ტო­რე­ბი უნდა მცმო­და. ახ­ლაც პრობ­ლე­მე­ბი მაქვს, მაგ­რამ მე რომ ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თო, სამი თვე ვერ გა­ვივ­ლი და წო­ლი­თი რე­ჟი­მი უნდა მქონ­დეს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თუ მოდელობა ''გრეხია''და თუ ჩემი მოდელობით კაკო ვაშალომიძეს სახელს ვუტეხ, მათთან საერთო არაფერი მექნება"

"თუ მოდელობა ''გრეხია''და თუ ჩემი მოდელობით კაკო ვაშალომიძეს სახელს ვუტეხ, მათთან საერთო არაფერი მექნება"

გასულ კვირას მოდელი თამუნა ვაშალომიძე ძალიან პოპულარული გახდა. როგორც ამბობენ, თამუნა პირველი ქართველი გოგონაა, რომელსაც რუსულ ''პლეიბოიში''გადაიღებენ. თამუნა ''კომედი შოუს''სერიალში თამაშობს და ცოტა ხნის წინ ''მარაო რუსთავი 2''-ში ''ერთგულების ტესტში''მიიღო მონაწილეობა. ''დაავალეს''დავით ქაცარავას ცდუნება, თუმცა როგორც თავად ამბობს, დავით ქაცარავას, რომელიც დღის უმეტეს ნაწილს ვარჯიშში ატარებს, არ გაჰკვირვებია სპორტულ დარბაზში მისი გამოჩენა.

- ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა შენ შესახებ...

- ვარ 23 წლის. ამჟამად პიარმენეჯერად ვმუშაობ ტურისტულ კომპანიაში. გარდა ამისა, ვარ მოდელი, რამდენიმე კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ერთ-ერთ კონკურსზე, სადაც საქართველოს სახელით ვიყავი, ''მის პრესა''გავხდი. ''კომედი არხზე''სერიალ ''სიცილის ზონაში''ვთამაშობ. მოხდა ისე, რომ ''იმედის კვირამ''ჩემზე მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნახევრად შიშველი გამოვედი ეკრანზე. სიუჟეტში ნახსენები იყო მამინაცვლის სახელი და გვარი. აქამდე ვიცოდი, რომ ის ჩემი მამა იყო. ცხრა წლის ასაკში გავიგე, რომ მისი ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი, მაგრამ ერთ ოჯახში ვიზრდებოდით და რომელი ინტერვიუც არ უნდა წაიკითხოთ, კაკო ვაშალომიძე ყველგან ამბობს, რომ ჰყავს ოთხი შვილი: თამუნა და შაკო, მაიკო და სალომე ვაშალომიძეები. მაიკო და სალომე პირველი ქორწინებიდან ჰყავს. შაკო დედაჩემის და კაკოს შვილია. ოჯახიდან წლების წინ წამოვედი. კარგად არ დავშორდით. მას შემდეგ მისი სახელი არ მიხსენებია.

- რატომ წამოხვედი ოჯახიდან?

- ამას ჯერჯერობით არავის ვეუბნები. ამ ყველაფერსაც არ ვიტყოდი, დედაჩემის ინტერვიუ რომ არ წამეკითხა და რომ არ ეთქვა, ანტიქრისტე გავაჩინეო. როდესაც სახლიდან წამოვედი, ვთქვი, რომ ჩემ თავს თავად მივხედავდი. მინდა, ყველას დავუმტკიცო, რომ დამოუკიდებლად შემიძლია ჩემი ცხოვრების წარმართვა. თუ მოდელობა ''გრეხია''და თუ ჩემი მოდელობით კაკო ვაშალომიძეს სახელს ვუტეხ, მათთან საერთო არაფერი მექნება. შვიდი წლის ვიყავი, კაკო ვაშალომიძე რომ გავიცანი და ვიცოდი, რომ მამა იყო.

მერე კი გავიგე, რომ მამინაცვალი იყო. არ მითხოვია, გვარი თვითონ მომცა.

- რა გვარი გქონდა?

- ესიტაშვილი ვიყავი. 13 წლიდან ვაშალომიძე კაკოს ასული გავხდი. ახლა ამბობს, რომ ჩემი რცხვენია. თუ ჩემი რცხვენია, მე უკვე ადვოკატი მყავს აყვანილი და მომდევნო კვირაში ვაპირებ, სარჩელი შევიტანო და მამობის უფლება წავართვა.

სიმართლე გითხრათ, დედის რეაქცია არ გამკვირვებია. ვფიქრობდი, ჩემს ცხოვრებაში როდისმე ძალიან ცუდად გამოჩნდებოდა. არ მაქვს კარგი ურთიერთობა. ციხეში ჩემ გამო მოხვდა. დედამისს აყენებდა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ანალოგიურს ცდილობდა ჩემ მიმართაც. სასამართლომ გააფრთხილა, მაგრამ გაფრთხილება არ გაითვალისწინა და ამის გამო 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

დედაჩემი აყვანილია, ბებიამ და ბაბუამ აიყვანეს და გაზარდეს. მერე მე გამზარდეს. მე დედის ბიოლოგიური შვილი ვარ. თავიდან ბებია მზრდიდა. მახსოვს, დედა რომ გავიცანი, ოთხი წლის ვიყავი. არაჩვეულებრივი ბებია მყავს. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ყველაფერში გვერდით მიდგას. ბოლო დღეების სკანდალზე არაფერი მითქვამს, რომ არ ინერვიულოს.

- ახლა ბებია ვისთანაა?

- სახლში ვერ დავტოვებდი. ბებია მომვლელთან მყავს. სახლში რომ დარჩენილიყო, ისევ კონფლიქტი მოხდებოდა.

- დედა მას რის გამო სცემდა?

- არ ვიცი. მიზეზს ყოველთვის პოულობდა. კაკოს რომ დაშორდა, ბებიას არ მოეწონა. რადგან კაკო და დედაჩემი თვრამეტი წელი იყვნენ ერთად და მერე, სხვა კაცი რომ ჰყავდა, ამის გამო კამათობდნენ. კიდევ არის რაღაც მიზეზი, რის გამოც დედას ''ეკეტებოდა''.

- რამდენი ხანია, დედა არ გინახავს?

- ოთხი თუ ხუთი თვის წინ იყო სასამართლო და მას შემდეგ არ მინახავს. ჩვიდმეტი წლის ასაკში წამოვედი სახლიდან და არავისთვის მითხოვია დახმარება. მხოლოდ ტანსაცმელი და მედავითნის წიგნები ნუსხურად, წამოვიღე. არასდროს გამომიყენებია კაკო ვაშალომიძის სახელი. ერთი პერიოდი ძალიან ცუდად ვიყავი. ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, ფეხები მტკიოდა. მითხრეს, რომ შეიძლებოდა, ეტლიც დამჭირვებოდა.

- ავარიაში მოყევი?

- არა. ძალიან სუსტი ფეხები მაქვს. სამი წლის წინ მიმტანად ვმუშაობდი და ფეხები ძალიან დამიზიანდა. მერე გადავედი ადმინისტრატორად, მერე - მენეჯერად. ერთი პერიოდი სულ ბოტასებით დავდიოდი. სუპინატორები უნდა მცმოდა. ახლაც პრობლემები მაქვს, მაგრამ მე რომ ოპერაცია გავიკეთო, სამი თვე ვერ გავივლი და წოლითი რეჟიმი უნდა მქონდეს.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება