სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი პრინცის დაბადების დღეა" - ირაკლი ალასანია საყვარელი ქალისგან მილოცვას იღებს
"ჩემი პრინცის დაბადების დღეა" - ირაკლი ალასანია საყვარელი ქალისგან მილოცვას იღებს

ყო­ფილ თავ­დაც­ვის მი­ნისტრს, ირაკ­ლი ილა­სა­ნი­ას და­ბა­დე­ბის დღე მე­უღ­ლემ, ნა­თია ფან­ჯი­კი­ძემ ორი­გი­ნა­ლუ­რი ფე­ის­ბუქპოს­ტით მი­უ­ლო­ცა.

"ყვე­ლა თავ­შე­ნა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნი ეს­კა­ლა­ტო­რით მი­ლივ­ლი­ვებს ამ ლა­მაზ გვი­რაბ­ში, - ამან თა­ვის ფე­ხით უნდა გა­ი­ა­როს. ასე­თია, სხვა­ნა­ი­რად არ შე­უძ­ლია. ჩემი პრინ­ცის და­ბა­დე­ბის დღეა.

პ.ს. მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხა­ვის ამ­ბა­ვი ხომ არ მო­გი­კი­თხავთ, პრინცმა რომ კოც­ნით გა­აღ­ვი­ძა, მას მერე მოვ­ლე­ნე­ბი რო­გორ გან­ვი­თარ­და, რო­გორ გრძნობს თავს ნე­ტავ? ისე გული შემ­ტკი­ვა, ვინ იცის, ჩემ­სა­ვით, "მე­ყო­ფა, და­ვი­ღა­ლე, და­მა­ძი­ნე ცოტა ხან­სო" - იხ­ვე­წე­ბა?" - წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე და მე­ო­რე პოსტს კი­დევ ერთ იუ­ბი­ლარს, ბავ­შვი­ბის მე­გო­ბარს უძღვნის.

"დღეს ასე­ვე და­ბა­დე­ბის დღე აქვს ჩემს ბავ­შვო­ბის, პირ­ვე­ლი კლა­სი­დან მე­გო­ბარს, - 21 დე­კემ­ბე­რი ჩემი ბე­დის­წე­რაა.

სუ­რათს არ ვაქ­ვეყ­ნებ, არ გავ­ხვევ შარ­ში, ისე მოვ­ყვე­ბი ამ­ბავს. მე­ა­თე კლას­ში რომ ვი­ყა­ვით, (ზომა-წონა მას მერე დი­დად არ შეგვცვლია,) ერთ დი­ლას სკო­ლა­ში წას­ვლა და­მე­ზა­რა, ბა­ლი­ში კა­რა­და­ში შე­ვი­ტა­ნე და და­ვი­ძი­ნე. მი­რე­კავს, სად იყა­ვიო, - მის გა­რე­შე შა­ტა­ლო­ზეც არ წა­ვი­დო­დი, თა­ვის­თა­ვად ცხა­დი იყო. მო­ვუ­ყე­ვი, მე­ძი­ნა­მეთ­ქი. სას­ტი­კად იწყი­ნა, უჩე­მოდ ეგ რო­გორ იკად­რე, მეც მინ­და კა­რა­და­შიო.

მე­გო­ბარს ასე­თი წვრილ­მა­ნის­თვის გულს ვინ ატ­კენს? გა­ვა­წყვე კა­რა­და ორი ტა­ბუ­რე­ტით, შე­ვა­ცუნ­ცუ­ლე საკ­ვე­ბი, ტან­საც­მე­ლი მე­ო­რე კა­რა­და­ში შევ­ჩურ­თე, სა­კი­დებ­ზე ხი­ლის პარ­კე­ბი დავ­კი­დე და მო­ვი­პა­ტი­ჟე. ვი­ჯე­ქით და ვხორ­ხო­ცებ­დით, ისე გვი­ხა­რო­და, კა­რა­დი­დან ბედ­ნი­ე­რი აუ­რის სხი­ვე­ბი გა­მო­დი­ო­და. ჩე­მებს უც­ნა­უ­რი ხმე­ბი კი ეს­მო­დათ, მაგ­რამ აზ­რად ვის მო­უ­ვი­დო­და, რომ ორი შე­ღე­რე­ბუ­ლი ყმაწ­ვი­ლი ქალი კა­რა­და­ში ხუთ სა­ათ­ზე მეტ­ხანს ვი­ჯე­ქით.

სად იყო და სად არა, ჩემი ნა­თე­სა­ვი ქალი შე­მო­ვი­და, უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი. მარ­ტო­ხე­ლა იყო და თა­ვის თავ­თან ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რაკს მიჩ­ვე­უ­ლი, ხოდა კარ­გა ხანს მოთ­მი­ნე­ბით ვის­მი­ნე, რო­გორ ეჭო­რა­ვე­ბო­და თა­ვის თავს ჩემ­ზე ცუ­დო­ბებს - "ამ­ხე­ლა გო­გომ ლო­გი­ნი და­უ­ლა­გე­ბე­ლი უნდა და­ტო­ვოს?" და ეგე­თე­ბი. ხოდა მა­შინ ასე აბ­რე­შუ­მი­ვით თვი­ნი­ე­რი კი არ ვი­ყა­ვი, ახლა რომ ვარ!? ვე­ღარ ავი­ტა­ნე ამ­დე­ნი და კა­რა­დი­დან ბრო­წე­უ­ლის წვე­ნით და­სის­ხლუ­ლი ხელი გავ­ყა­ვი.

ჰოო.. მერე ცუდი ამ­ბე­ბი მოხ­და. იკივ­ლა და გული წა­უ­ვი­და. შე­მოც­ვივ­დნენ ჩე­მე­ბი, მო­ა­სუ­ლი­ე­რეს, ის კი ამ­ბავს უყ­ვე­ბო­და დრა­მა­ტუ­ლად, - მე­გო­ნა ვი­ღა­ცამ მოკ­ლა და კა­რა­და­ში და­მა­ლაო (სა­სა­მარ­თლო­ში მუ­შა­ობ­და წლე­ბი და პრო­ფე­სი­უ­ლი ტრავ­მის შე­დე­გი იყო ეს ფან­ტა­ზია, რო­გორც ჩანს). მოკ­ლედ, გა­მოგ­ვათ­რი­ეს და შეგ­ვაჩ­ვე­ნეს.

ვუ­ლო­ცავ მე ჩემს მსუ­ქან ადა­მი­ანს და­ბა­დე­ბის­დღეს, ძა­ლი­ან კარ­გად მო­ი­ქე­ცი ეკა შენ, რომ და­ი­ბა­დე, ჩემო უძ­ვირ­ფა­სეს­თა შო­რის უძ­ვირ­ფა­სე­სო".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ჩემი პრინცის დაბადების დღეა" - ირაკლი ალასანია საყვარელი ქალისგან მილოცვას იღებს

"ჩემი პრინცის დაბადების დღეა" - ირაკლი ალასანია საყვარელი ქალისგან მილოცვას იღებს

ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ილასანიას დაბადების დღე მეუღლემ, ნათია ფანჯიკიძემ ორიგინალური ფეისბუქპოსტით მიულოცა.

"ყველა თავშენახული ადამიანი ესკალატორით მილივლივებს ამ ლამაზ გვირაბში, - ამან თავის ფეხით უნდა გაიაროს. ასეთია, სხვანაირად არ შეუძლია. ჩემი პრინცის დაბადების დღეა.

პ.ს. მძინარე მზეთუნახავის ამბავი ხომ არ მოგიკითხავთ, პრინცმა რომ კოცნით გააღვიძა, მას მერე მოვლენები როგორ განვითარდა, როგორ გრძნობს თავს ნეტავ? ისე გული შემტკივა, ვინ იცის, ჩემსავით, "მეყოფა, დავიღალე, დამაძინე ცოტა ხანსო" - იხვეწება?" - წერს ნათია ფანჯიკიძე და მეორე პოსტს კიდევ ერთ იუბილარს, ბავშვიბის მეგობარს უძღვნის.

"დღეს ასევე დაბადების დღე აქვს ჩემს ბავშვობის, პირველი კლასიდან მეგობარს, - 21 დეკემბერი ჩემი ბედისწერაა.

სურათს არ ვაქვეყნებ, არ გავხვევ შარში, ისე მოვყვები ამბავს. მეათე კლასში რომ ვიყავით, (ზომა-წონა მას მერე დიდად არ შეგვცვლია,) ერთ დილას სკოლაში წასვლა დამეზარა, ბალიში კარადაში შევიტანე და დავიძინე. მირეკავს, სად იყავიო, - მის გარეშე შატალოზეც არ წავიდოდი, თავისთავად ცხადი იყო. მოვუყევი, მეძინამეთქი. სასტიკად იწყინა, უჩემოდ ეგ როგორ იკადრე, მეც მინდა კარადაშიო.

მეგობარს ასეთი წვრილმანისთვის გულს ვინ ატკენს? გავაწყვე კარადა ორი ტაბურეტით, შევაცუნცულე საკვები, ტანსაცმელი მეორე კარადაში შევჩურთე, საკიდებზე ხილის პარკები დავკიდე და მოვიპატიჟე. ვიჯექით და ვხორხოცებდით, ისე გვიხაროდა, კარადიდან ბედნიერი აურის სხივები გამოდიოდა. ჩემებს უცნაური ხმები კი ესმოდათ, მაგრამ აზრად ვის მოუვიდოდა, რომ ორი შეღერებული ყმაწვილი ქალი კარადაში ხუთ საათზე მეტხანს ვიჯექით.

სად იყო და სად არა, ჩემი ნათესავი ქალი შემოვიდა, უსაყვარლესი ადამიანი. მარტოხელა იყო და თავის თავთან ხმამაღლა ლაპარაკს მიჩვეული, ხოდა კარგა ხანს მოთმინებით ვისმინე, როგორ ეჭორავებოდა თავის თავს ჩემზე ცუდობებს - "ამხელა გოგომ ლოგინი დაულაგებელი უნდა დატოვოს?" და ეგეთები. ხოდა მაშინ ასე აბრეშუმივით თვინიერი კი არ ვიყავი, ახლა რომ ვარ!? ვეღარ ავიტანე ამდენი და კარადიდან ბროწეულის წვენით დასისხლული ხელი გავყავი.

ჰოო.. მერე ცუდი ამბები მოხდა. იკივლა და გული წაუვიდა. შემოცვივდნენ ჩემები, მოასულიერეს, ის კი ამბავს უყვებოდა დრამატულად, - მეგონა ვიღაცამ მოკლა და კარადაში დამალაო (სასამართლოში მუშაობდა წლები და პროფესიული ტრავმის შედეგი იყო ეს ფანტაზია, როგორც ჩანს). მოკლედ, გამოგვათრიეს და შეგვაჩვენეს.

ვულოცავ მე ჩემს მსუქან ადამიანს დაბადებისდღეს, ძალიან კარგად მოიქეცი ეკა შენ, რომ დაიბადე, ჩემო უძვირფასესთა შორის უძვირფასესო".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს