საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუდუ დადიანი: ყველაფერი წარმავალია - გაუხსნელი მკვლელობები
დუდუ დადიანი: ყველაფერი წარმავალია - გაუხსნელი მკვლელობები

კვი­რის პა­ლიტ­რის არ­ქი­ვი­დან

ამო­ნა­რი­დე­ბი:

"ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს ცხოვ­რე­ბა­ში, ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ვა­ლია. ეს ეტა­პიც უნდა დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში... სა­მო­მავ­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი არა მაქვს, ვიცი, ცხოვ­რე­ბა სავ­სეა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით, მათ მზად უნდა შეხ­ვდე, ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, ვმუ­შა­ობ ჩემს თავ­ზე და მთვა­რე­ზე გაფ­რე­ნას სუ­ლაც არ ვა­პი­რებ".

დუდუ და­დი­ა­ნის დღი­უ­რე­ბი­დან

2002 წლის 20 ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს 7 სა­ათ­ზე, კახი ასა­თი­ა­ნის მან­ქა­ნა ვა­კე­ში, ირაკ­ლი აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, პარ­ლა­მენ­ტარ ნანა ბი­ჭი­აშ­ვი­ლის (ასა­თი­ა­ნის ცო­ლის და) სახ­ლთან გა­ჩერ­და. მძღო­ლი მან­ქა­ნი­დან ბი­ჭი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის­თვის მო­საწ­ვე­ვე­ბის გა­და­სა­ცე­მად გა­და­ვი­და, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მან­ქა­ნა­ში დარ­ჩე­ნილ კახი ასა­თი­ანს უც­ნო­ბი ახალ­გაზ­რდა მი­უ­ახ­ლოვ­და და მა­ყუ­ჩი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ცე­ცხლი გა­უხ­სნა. 16 ტყვი­ი­დან მსხვერ­პლს მხო­ლოდ 7 მოხ­ვდა. ასა­თი­ა­ნი მა­შინ­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

მკვლე­ლი აუჩ­ქა­რებ­ლად ჩაჯ­და იქვე მდგო BMW-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და მი­ი­მა­ლა...

მკვლე­ლო­ბას ბევ­რი შე­ეს­წრო - გას­რო­ლამ­დე წუ­თით ადრე გზის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი გა­ჩერ­და, სა­ი­და­ნაც მგზავ­რე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათ­ში შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ავთო ჯორ­ბე­ნა­ძე მი­ვიდ­ნენ. ამ დრო­ის­თვის პო­ლი­ცი­ას უკვე ჰქონ­და მკვლე­ლის აღ­წე­რი­ლო­ბა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მკვლე­ლი ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბის ახალ­გაზ­რდა იყო. დად­გინ­და, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნა, რომ­ლი­თაც მკვლე­ლი მოძ­რა­ობ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო. პო­ლი­ცი­ამ გა­და­კე­ტა თბი­ლი­სი­დან გა­სას­ვლე­ლი გზე­ბი და ავ­ტო­მან­ქა­ნის ძებ­ნა და­ი­წყო, მაგ­რამ ამა­ოდ...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

დუდუ დადიანი: ყველაფერი წარმავალია - გაუხსნელი მკვლელობები

დუდუ დადიანი: ყველაფერი წარმავალია - გაუხსნელი მკვლელობები

კვირის პალიტრის არქივიდან

ამონარიდები:

"ყველაფერს თავისი დრო აქვს ცხოვრებაში, ყველაფერი წარმავალია. ეს ეტაპიც უნდა დამთავრებულიყო ჩემს ცხოვრებაში... სამომავლოდ კონკრეტული გეგმები არა მაქვს, ვიცი, ცხოვრება სავსეა წინააღმდეგობებით, მათ მზად უნდა შეხვდე, ამისთვის ვემზადები, ვმუშაობ ჩემს თავზე და მთვარეზე გაფრენას სულაც არ ვაპირებ".

დუდუ დადიანის დღიურებიდან

2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, კახი ასათიანის მანქანა ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილის (ასათიანის ცოლის და) სახლთან გაჩერდა. მძღოლი მანქანიდან ბიჭიაშვილების ოჯახისთვის მოსაწვევების გადასაცემად გადავიდა, რამდენიმე წუთში მანქანაში დარჩენილ კახი ასათიანს უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა. 16 ტყვიიდან მსხვერპლს მხოლოდ 7 მოხვდა. ასათიანი მაშინვე გარდაიცვალა.

მკვლელი აუჩქარებლად ჩაჯდა იქვე მდგო BMW-ს მარკის ავტომანქანაში და მიიმალა...

მკვლელობას ბევრი შეესწრო - გასროლამდე წუთით ადრე გზის მოპირდაპირე მხარეს სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა, საიდანაც მგზავრები ჩამოვიდნენ.

დაახლოებით ერთ საათში შემთხვევის ადგილზე პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა და სპეცდანიშნულების რაზმი, ასევე სახელმწიფო მინისტრი ავთო ჯორბენაძე მივიდნენ. ამ დროისთვის პოლიციას უკვე ჰქონდა მკვლელის აღწერილობა.

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მკვლელი ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა იყო. დადგინდა, რომ ავტომანქანა, რომლითაც მკვლელი მოძრაობდა, სავარაუდოდ, გატაცებული იყო. პოლიციამ გადაკეტა თბილისიდან გასასვლელი გზები და ავტომანქანის ძებნა დაიწყო, მაგრამ ამაოდ...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ირაკლი მაქაცარია შეყვარებულია - ტელეწამყვანის რჩეული ცნობილი ექიმების ქალიშვილია (ფოტო)

"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა - მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები

"სამწუხაროდ, მეუფე გრიგოლის სიტყვა ზოგიერთისთვის გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა" - რა განცხადებას ავრცელებს  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნო