"მადლობა ღმერთს, პოლიციამ იპოვა ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ მცემენ წაქცეულს!" - მიხეილ ხუბუტია

"მადლობა ღმერთს, პოლიციამ იპოვა ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ მცემენ წაქცეულს!" - მიხეილ ხუბუტია

ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია გუშინ მისი ცემის ფაქტს მიზანმიმართულ და სპონტანურ პროვოკაციას უწოდებს. ამის შესახებ ხუბუტია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"საქართველოში, კანონით, ადამიანზე ხელის აწევა არ შეიძლება! რესტორანში დაცვის გარეშე ვიყავი! აღმასრულებელმა დირექტორმა დაცვასთან ერთად დაიწყო ჩემი და ვ.ვ. პუტინის დედის გინება, ასევე აგინებდნენ რუსეთსაც! ოთხმა კაცმა მცემა, შემდეგ წამაქციეს და წაქცეულს დამიწყეს ცემა! მადლობა ღმერთს, პოლიციამ იპოვა ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ მცემენ წაქცეულს! სირცხვილი!!! არავითარი კაცობა!!! ამ ფაქტზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ასეთივე არაადამიანების კომენტარები! დაცვის სამსახური "ალგენიც" (თუ არ ვცდები) სარკაზმით იქცეოდა! აი, რა მოიტანა საქართველოსთვის გლობალიზაციამ! მადლობა ყველას, ვინც დილამდე ჩემთან იყო და განიცდის ასეთ უკანონობას! დარწმუნებული ვარ, დამნაშავეებს კანონის მიხედვით დასჯიან!", - წერს ხუბუტია სოციალურ ქსელში.

მიხეილ ხუბუტია რესტორან "თავადურში" წუხელ სცემეს. საქმე 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ