პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ ხუბუტიას ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - რას ყვებიან რესტორნის თანამშრომლები
მიხეილ ხუბუტიას ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - რას ყვებიან რესტორნის თანამშრომლები

მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტი­ას ცე­მის დე­ტა­ლებს რეს­ტო­რან "თა­ვა­დუ­რის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ყვე­ბი­ან. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბა ბიზ­ნეს­მენ­სა და რეს­ტორ­ნის დაც­ვის წევ­რს შო­რის გუ­შინ სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მოხ­და. თუ რა იყო და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი, "თა­ვა­დუ­რის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ, თუმ­ცა ყვე­ბი­ან, რომ ის რეს­ტო­რან­ში 5-6 პირ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე არც ერთ პირს არ მი­უ­ღია. მა­თი­ვე თქმით, ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად რეს­ტო­რან­ში არა­ფე­რი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა.

ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ რეს­ტო­რან "თა­ვა­დურ­ში" ბიზ­ნეს­მე­ნი მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია სცე­მეს, გუ­შინ სა­ღა­მოს გავ­რცელ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შს სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 125-ე მუხ­ლით, ცე­მის ფაქ­ტზე და­ი­წყო. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მიხეილ ხუბუტიას ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - რას ყვებიან რესტორნის თანამშრომლები

მიხეილ ხუბუტიას ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - რას ყვებიან რესტორნის თანამშრომლები

მიხეილ ხუბუტიას ცემის დეტალებს რესტორან "თავადურის" თანამშრომლები ყვებიან. მათი ინფორმაციით, დაპირისპირება ბიზნესმენსა და რესტორნის დაცვის წევრს შორის გუშინ საღამოს საათებში მოხდა. თუ რა იყო დაპირისპირების მიზეზი, "თავადურის" თანამშრომლები ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ყვებიან, რომ ის რესტორანში 5-6 პირთან ერთად იმყოფებოდა.

თანამშრომლების ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად სხეულის მძიმე დაზიანებები ინციდენტში მონაწილე არც ერთ პირს არ მიუღია. მათივე თქმით, ინციდენტის შედეგად რესტორანში არაფერი დაზიანებულა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რესტორან "თავადურში" ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია სცემეს, გუშინ საღამოს გავრცელდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ