პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს განცხადებით აღშფოთებულია: "იმედია ვინმემ თქვა, ჩვენ არა, დააჰაკერეს გვერდიო"
თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს განცხადებით აღშფოთებულია: "იმედია ვინმემ თქვა, ჩვენ არა, დააჰაკერეს გვერდიო"

იმე­დია ვინ­მემ თქვა, მა­გა­ლი­თად ასე­თი - ჩვენ არა, და­ა­ჰა­კე­რეს გვერ­დიო, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი თინა ხი­და­შე­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის თა­ო­ბა­ზე.

ხი­და­შე­ლი, რო­მე­ლიც ტუ­ნის­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ვა­პი­რებ­დი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ტუ­ნი­სი­დან ამ­ბა­ვი მო­მე­ყო­ლა, თუმ­ცა შე­მო­ვე­დი Facebook-ზე და რამ შე­მო­მა­ხე­და აქ?! იმე­დია, ვინ­მემ რამე თქვა, მა­გა­ლი­თად ასე­თი - ჩვენ არა, და­ა­ჰა­კე­რეს გვერ­დიო", - წერს ხი­და­შე­ლი.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბას ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე.

"არც ვა­მე­ტებ და არც იმ უსა­ფუძ­ვლო სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი წარ­მოდ­გე­ნის გამ­ყა­რე­ბა მინ­და, თით­ქოს ჩვენ ყვე­ლა­ზე უკეთ ვი­ცით ყვე­ლა­ფე­რი და კრი­ტი­კის გა­რე­შე არ შეგ­ვიძ­ლია, მაგ­რამ უნდა ვთქვა - დიახ, ჩვენ ბევრ დროს ვუთ­მობთ და უდი­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ და ვფიქ­რობთ თი­თო­ე­ულ სი­ტყვა­ზე და გან­ცხა­დე­ბა­ზე, რო­მელ­ზეც ვმუ­შა­ობთ, ვმსჯე­ლობთ და გი­ზი­ა­რებთ. ხოდა, მო­რი­გი ასე­თი "რეს­პუბ­ლი­კუ­რი" დღის ბო­ლოს, ახა­ლი ამ­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ზე­დი­ზედ სამ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბას რომ ხე­დავ პო­ლი­ტი­კუ­რი პარტნი­ო­რი(ები)სგან, მარ­თლა ძა­ლი­ან მძი­მეა", - წერს სამ­ნი­ძე.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის გამო ღრმა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა და მის ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რა. ამავდრო­უ­ლად თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უკ­რა­ი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ჯა­რის­კა­ცის გამო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ა­კის­რა.

"გვინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის გამო, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან არა­ერ­თხელ აღი­ნიშ­ნა, რომ მსგავ­სი მო­წო­დე­ბე­ბი არის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, არ აყ­ვეს პრო­ვო­კა­ცი­ას და სხვა­დას­ხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბის სა­ნაც­ვლოდ არ ჩა­იგ­დოს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­ში.

აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლი, 2007-2008 წლებ­ში მსა­ხუ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. 2008 წლის დე­კემ­ბრი­დან, კონ­ტრაქ­ტის შე­წყვე­ტის სა­ფუძ­ველ­ზე და­თხოვ­ნილ იქნა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან", - აღ­ნიშ­ნუ­ლია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა

თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს განცხადებით აღშფოთებულია: "იმედია ვინმემ თქვა, ჩვენ არა, დააჰაკერეს გვერდიო"

თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს განცხადებით აღშფოთებულია: "იმედია ვინმემ თქვა, ჩვენ არა, დააჰაკერეს გვერდიო"

იმედია ვინმემ თქვა, მაგალითად ასეთი - ჩვენ არა, დააჰაკერეს გვერდიო, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უკრაინაში ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის თაობაზე.

ხიდაშელი, რომელიც ტუნისში იმყოფება, სამინისტროს განცხადებას სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება.

"ვაპირებდი წინასაარჩევნო ტუნისიდან ამბავი მომეყოლა, თუმცა შემოვედი Facebook-ზე და რამ შემომახედა აქ?! იმედია, ვინმემ რამე თქვა, მაგალითად ასეთი - ჩვენ არა, დააჰაკერეს გვერდიო", - წერს ხიდაშელი.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ასევე სოციალურ ქსელში ეხმაურება "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

"არც ვამეტებ და არც იმ უსაფუძვლო სტერეოტიპული წარმოდგენის გამყარება მინდა, თითქოს ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით ყველაფერი და კრიტიკის გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ უნდა ვთქვა - დიახ, ჩვენ ბევრ დროს ვუთმობთ და უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვფიქრობთ თითოეულ სიტყვაზე და განცხადებაზე, რომელზეც ვმუშაობთ, ვმსჯელობთ და გიზიარებთ. ხოდა, მორიგი ასეთი "რესპუბლიკური" დღის ბოლოს, ახალი ამბების დათვალიერებისას ზედიზედ სამ უპასუხისმგებლო განცხადებას რომ ხედავ პოლიტიკური პარტნიორი(ები)სგან, მართლა ძალიან მძიმეა", - წერს სამნიძე.

თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა