პოლიტიკა
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინაში გარდაცვლილი ალექსანდრე გრიგოლაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში გარდაცვლილი ალექსანდრე გრიგოლაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკ­რა­ი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლი სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნეს. თვითმფრი­ნა­ვი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში 08:30 სა­ათ­ზე და­ეშ­ვა. გარ­დაც­ვლი­ლი სამ­შობ­ლო­ში მის­მა ორმა უკ­რა­ი­ნელ­მა თა­ნა­მებ­რძოლ­მა ჩა­მო­ა­ცი­ლა.

აე­რო­პორ­ტში ჩა­მოს­ვე­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვლა­დი­მერ გურ­გე­ნი­ძე და უკ­რა­ი­ნის კონ­სუ­ლი და­ეს­წრნენ. აე­რო­პორ­ტში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი. გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი­დან პირ­და­პირ ქუ­თა­ის­ში, მის სა­კუ­თარ სახ­ლში გა­და­ას­ვე­ნეს.

უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლი ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვე­ნე­ბა გუ­შინ უა­მინ­დო­ბის გამო გა­და­ი­დო. ძლი­ე­რი ნის­ლის გამო, თვითმფრი­ნა­ვი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის ნაც­ვლად ერევ­ნის აე­რო­პორ­ტში და­ეშ­ვა.

ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც "აი­დარ­ში" იბ­რძო­და, 18 დე­კემ­ბერს და­ი­ღუ­პა. იგი 32 წლის იყო. გრი­გო­ლაშ­ვი­ლი 2007-2008 წლებ­ში მსა­ხუ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში.

ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

უკრაინაში გარდაცვლილი ალექსანდრე გრიგოლაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში გარდაცვლილი ალექსანდრე გრიგოლაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო ალექსანდრე გრიგოლაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 08:30 საათზე დაეშვა. გარდაცვლილი სამშობლოში მისმა ორმა უკრაინელმა თანამებრძოლმა ჩამოაცილა.

აეროპორტში ჩამოსვენების ცერემონიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე და უკრაინის კონსული დაესწრნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები. გარდაცვლილის ცხედარი თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ ქუთაისში, მის საკუთარ სახლში გადაასვენეს.

უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის საქართველოში ჩამოსვენება გუშინ უამინდობის გამო გადაიდო. ძლიერი ნისლის გამო, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ერევნის აეროპორტში დაეშვა.

ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც "აიდარში" იბრძოდა, 18 დეკემბერს დაიღუპა. იგი 32 წლის იყო. გრიგოლაშვილი 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია