დავით ზურაბიშვილი - სამარცხვინო, ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება

დავით ზურაბიშვილი - სამარცხვინო, ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება

"სამარცხვინო, ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება", - ასე გამოეხმაურა "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის უწყება ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, პასუხისმგებლობას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აკისრებს.

ზურაბიშვილმა პოზიცია "ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დააფიქსირა. "სამარცხვინო, ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა! P.S. ჩათვალეთ, რომ უკიდურესად ლოიალური და კორექტული ვარ", - წერს დავით ზურაბიშვილი.

თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა