კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სხვა შეფასება გარდა პოლიტიკური ნაძირლობისა არ მახსენდება - გიგა ბოკერია
სხვა შეფასება გარდა პოლიტიკური ნაძირლობისა არ მახსენდება - გიგა ბოკერია

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" აცხა­დე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ქვეყ­ნის მთა­ვა­რი მტრის მო­ნაა. რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გოკა გა­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სა­მარ­ცხვი­ნოა.

"და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, არ მახ­სენ­დე­ბა არც ერთი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც ხელს მო­ა­წერ­და ასეთ უსინ­დი­სო გან­ცხა­დე­ბას. მე არ მახ­სენ­დე­ბა არც ერთი მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ასე ღიად გა­მო­ხა­ტავ­და სა­ქარ­თვე­ლოს მტრე­ბის ინ­ტე­რესს და რო­მე­ლიც ასე ღიად ფეხს და­ა­ბი­ჯებ­და ყვე­ლა ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტის გრძნო­ბას, მათ შო­რის ფეხს და­ა­ბი­ჯებ­და ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ოფიც­რის და რი­გი­თის ემო­ცი­ას, რო­მე­ლიც ქარ­თველ პატ­რი­ო­ტებს აქვთ სის­ხლში. დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰყავს თა­ვის მთავ­რო­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა არის მონა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი მტრის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის", - გა­ნა­ცხა­და გოკა გა­ბაშ­ვილ­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგა ბო­კე­რი­ამ კი მი­უ­სამ­ძირ­მა უკ­რა­ი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდის ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებს და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ადა­მი­ან­მა თავი შე­წი­რა უკ­რა­ი­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას.

"რაც შე­ე­ხე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბას, მე მრცხვე­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ასე­თი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ყავს, უფრო სწო­რად ჩვენ დღეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად გა­ვი­გეთ, რომ არ გვყავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და ის სხვა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს გა­მო­ხა­ტავს. მე, სხვა შე­ფა­სე­ბა გარ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ძირ­ლო­ბი­სა არ მახ­სენ­დე­ბა ამ გან­ცხა­დე­ბის წა­კი­თხვის შემ­დეგ", - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ დღეს უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის გამო გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ღრმა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა და და­ღუ­პუ­ლის ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რა.

"გვინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის გამო, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან არა­ერ­თხელ აღი­ნიშ­ნა, რომ მსგავ­სი მო­წო­დე­ბე­ბი არის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, არ აყ­ვეს პრო­ვო­კა­ცი­ას და სხვა­დას­ხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბის სა­ნაც­ვლოდ არ ჩა­იგ­დოს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­ში.

აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლი, 2007-2008 წლებ­ში მსა­ხუ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. 2008 წლის დე­კემ­ბრი­დან, კონ­ტრაქ­ტის შე­წყვე­ტის სა­ფუძ­ველ­ზე და­თხოვ­ნილ იქნა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან", - აღ­ნიშ­ნუ­ლია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

სხვა შეფასება გარდა პოლიტიკური ნაძირლობისა არ მახსენდება - გიგა ბოკერია

სხვა შეფასება გარდა პოლიტიკური ნაძირლობისა არ მახსენდება - გიგა ბოკერია

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის მთავარი მტრის მონაა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული განცხადება სამარცხვინოა.

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არ მახსენდება არც ერთი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ხელს მოაწერდა ასეთ უსინდისო განცხადებას. მე არ მახსენდება არც ერთი მთავრობა, რომელიც ასე ღიად გამოხატავდა საქართველოს მტრების ინტერესს და რომელიც ასე ღიად ფეხს დააბიჯებდა ყველა ქართველი პატრიოტის გრძნობას, მათ შორის ფეხს დააბიჯებდა ყველა ქართველი ოფიცრის და რიგითის ემოციას, რომელიც ქართველ პატრიოტებს აქვთ სისხლში. დღევანდელი განცხადება აჩვენებს, რომ საქართველოს არ ჰყავს თავის მთავრობა და საქართველოს მთავრობა არის მონა საქართველოს მთავარი მტრის, ვლადიმერ პუტინის", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ კი მიუსამძირმა უკრაინაში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს და აღნიშნა, რომ ამ ადამიანმა თავი შეწირა უკრაინის და საქართველოს დამოუკიდებლობას.

"რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, მე მრცხვენია, რომ საქართველოს ასეთი თავდაცვის მინისტრი ყავს, უფრო სწორად ჩვენ დღეს დადასტურებულად გავიგეთ, რომ არ გვყავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და ის სხვა ქვეყნის ინტერესებს გამოხატავს. მე, სხვა შეფასება გარდა პოლიტიკური ნაძირლობისა არ მახსენდება ამ განცხადების წაკითხვის შემდეგ", - განაცხადა ბოკერიამ.

თავდაცვის სამინისტრომ დღეს უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ღრმა მწუხარება გამოთქვა და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა