საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაიდანზე, უკრაინაში მებრძოლი გმირების გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთის იმპერია ამ ყველაფრისთვის აუცილებლად აგებს პასუხს.
"უკრაინელმა ხალხმა განსაკუთრებული პატივი მიაგო საერთო თავისუფლებისთვის მებრძოლ, ქართველ ჯარისკაცს ალექსანდრე გრიგოლაშვილს, რომელსაც სამშობლოში ხვალ გადაასვენებენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი განცხადებას "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს.
მიხეილ საკაშვილი მაიდანზე პარლამენტის წევრ გიორგი ბარამიძესთან ერთად იმყოფებოდა.