მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აუტისტი ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' - ''ნინო კასრაძე ჩემი კერპია...''
აუტისტი ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' - ''ნინო კასრაძე ჩემი კერპია...''

ფსი­ქო­ლოგ­სა და მსა­ხი­ობ ზუკა გა­ბუ­ნი­ას სა­ხე­ლით თით­ქმის არა­ვინ მი­მარ­თავს, "გა­ბუნ­კას" ეძა­ხი­ან. სკო­ლა ზუგ­დიდ­ში და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა და იქვე თე­ატ­რა­ლურ ცენ­ტრში სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბას რე­ჟი­სორ ოთარ ეგა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­ე­უფ­ლა. 20 წლის იყო, როცა ამე­რი­კელ ეი­ბი­ეი თე­რა­პევ­ტებ­თან და ქარ­თველ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო აუ­ტისტ ბავ­შვებ­თან. იმავდრო­უ­ლად, ზუკა ილი­ა­უ­ნის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს - სე­რი­ალ "ტიფ­ლის­ში" ყა­ჩა­ღის როლ­ში გა­და­ი­ღეს, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" კი აუ­ტისტ, ფო­ტოგ­რა­ფი­ით გა­ტა­ცე­ბულ ირაკ­ლის როლს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს...

- ვერ ვი­ტყვი, რომ რა­ი­მე კონ­კრე­ტულ­მა შემ­თხვე­ვამ ან ზე­გავ­ლე­ნამ გა­და­მა­წყვე­ტი­ნა პრო­ფე­სი­ად ფსი­ქო­ლო­გი­ის არ­ჩე­ვა. ჩემს დამ­რი­გე­ბელს ჰქონ­და შე­ხე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ას­თან, ფი­ლო­სო­ფი­ას­თან და სკო­ლა­ში გახ­სნილ დღის ცენ­ტრში უნარ­შე­ზღუ­დულ ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თობ­და. სულ ეს იყო, მომ­წონ­და ეს საქ­მე და ხში­რად დავ­დი­ო­დი მათ­თან, მაგ­რამ მა­შინ ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მო­მა­ვალ­ში მეც მექ­ნე­ბო­და შე­ხე­ბა რო­მე­ლი­მე ტი­პის დარ­ღვე­ვის მქო­ნე პა­ტა­რებ­თან. რაც შე­ე­ხე­ბა მსა­ხი­ო­ბო­ბას, ეს ყო­ველ­თვის მინ­დო­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს სურ­ვი­ლი ავის­რუ­ლე.

- უწინ იფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო, მშობ­ლე­ბი ვერ ხვდე­ბოდ­ნენ, რომ ბავ­შვი აუ­ტის­ტია, თუ მათ­მა რი­ცხვა იმა­ტა?

- აქ ბევ­რი ფაქ­ტო­რია. ერთი ის, რომ სტა­ტის­ტი­კუ­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში 88 ბავ­შვი­დან ერთი აუ­ტის­ტი იბა­დე­ბა. და ეს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი რი­ცხვია. მე­ო­რე სა­კი­თხია ის, რომ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და ამ თე­მა­ზე. უწინ დი­აგ­ნო­ზიც არ არ­სე­ბობ­და. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ორ ცენ­ტრში სვა­მენ ამ დი­აგ­ნოზს. სხვას არც იუ­რი­დი­უ­ლად აქვს ამის უფ­ლე­ბა და არც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჰყავთ. ამ მხრივ შე­იც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბის წესი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. თუ ასეთ ბავ­შვებს ადრე მა­ლავ­დნენ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში დღეს ასე აღარ ხდე­ბა. კი, ბევ­რს ცენ­ტრში ბავ­შვი ანო­ნი­მუ­რად დაჰ­ყავს და ითხო­ვენ, ვი­ნა­ო­ბა არ გამ­ჟღავ­ნდეს, მაგ­რამ მთა­ვა­რია, აუ­ტისტ ბავ­შვებს ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ. ერთი მე­ზო­ბე­ლი მყავ­და, ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა იყო, ბავ­შვს ყვე­ლა გიჟს ეძახ­და და ახლა რომ მახ­სენ­დე­ბა, ზუს­ტად ვხვდე­ბი, რომ აუ­ტის­ტი იყო. თუმ­ცა, მა­შინ ამას ვე­რა­ვინ ხვდე­ბო­და და არც იცოდ­ნენ რე­ა­ლუ­რი დი­აგ­ნო­ზი.

- რა ასა­კი­დან შე­იძ­ლე­ბა მშო­ბელ­მა შე­ამ­ჩნი­ოს, რომ ბავ­შვი აუ­ტის­ტია?

- და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლი­დან. მშობ­ლე­ბი უმე­ტე­სად მე­ტყვე­ლე­ბის პრობ­ლე­მას ამ­ჩნე­ვენ ბავ­შვს და ამის გამო უჩ­ნდე­ბათ ეჭვი, თუმ­ცა, მა­ნამ­დე ბავ­შვს ქცე­ვის დარ­ღვე­ვაც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს და ეს სა­ყუ­რა­დღე­ბოა. აუ­ტიზ­მი, უხე­შად რომ გან­ვმარ­ტოთ, არის ტვი­ნის ნე­ი­რო­გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღვე­ვა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად სამ რა­მე­ში ვლინ­დე­ბა: მე­ტყვე­ლე­ბის პრობ­ლე­მა, სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ქცე­ვე­ბის დარ­ღვე­ვა. თა­ვის­თა­ვად ეს სამი ნი­შა­ნი კი­დევ "იშ­ლე­ბა" დე­ტა­ლე­ბად: თვა­ლის კონ­ტაქ­ტის პრობ­ლე­მა, ბავ­შვი არ შე­დის დი­ა­ლოგ­ში, ჩა­კე­ტი­ლია, ვერ ცნობს ემო­ცი­ებს და ა.შ. რო­გორც ჩვენ ყვე­ლა გან­ვსხვავ­დე­ბით ერ­თმა­ნე­თის­გან, ისე გან­სხვავ­დე­ბი­ან ეს ბავ­შვე­ბიც თა­ვი­ან­თი თვი­სე­ბე­ბი­თა და პრობ­ლე­მე­ბით.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

აუტისტი ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' - ''ნინო კასრაძე ჩემი კერპია...''

აუტისტი ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' - ''ნინო კასრაძე ჩემი კერპია...''

ფსიქოლოგსა და მსახიობ ზუკა გაბუნიას სახელით თითქმის არავინ მიმართავს, ''გაბუნკას'' ეძახიან. სკოლა ზუგდიდში დაამთავრა, შემდეგ ილიას უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა და იქვე თეატრალურ ცენტრში სამსახიობო ხელოვნებას რეჟისორ ოთარ ეგაძის ხელმძღვანელობით დაეუფლა. 20 წლის იყო, როცა ამერიკელ ეიბიეი თერაპევტებთან და ქართველ სპეციალისტებთან სპეციალური კურსის გავლის შემდეგ, მუშაობა დაიწყო აუტისტ ბავშვებთან. იმავდროულად, ზუკა ილიაუნის თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობს. კამერასთან მუშაობის დიდი გამოცდილება არ აქვს - სერიალ ''ტიფლისში'' ყაჩაღის როლში გადაიღეს, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' კი აუტისტ, ფოტოგრაფიით გატაცებულ ირაკლის როლს განასახიერებს...

- ვერ ვიტყვი, რომ რაიმე კონკრეტულმა შემთხვევამ ან ზეგავლენამ გადამაწყვეტინა პროფესიად ფსიქოლოგიის არჩევა. ჩემს დამრიგებელს ჰქონდა შეხება ფსიქოლოგიასთან, ფილოსოფიასთან და სკოლაში გახსნილ დღის ცენტრში უნარშეზღუდულ ბავშვებთან ურთიერთობდა. სულ ეს იყო, მომწონდა ეს საქმე და ხშირად დავდიოდი მათთან, მაგრამ მაშინ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მომავალში მეც მექნებოდა შეხება რომელიმე ტიპის დარღვევის მქონე პატარებთან. რაც შეეხება მსახიობობას, ეს ყოველთვის მინდოდა და მოგვიანებით ეს სურვილი ავისრულე.

- უწინ იფორმაციის ნაკლებობის გამო, მშობლები ვერ ხვდებოდნენ, რომ ბავშვი აუტისტია, თუ მათმა რიცხვა იმატა?

- აქ ბევრი ფაქტორია. ერთი ის, რომ სტატისტიკურად საქართველოში 88 ბავშვიდან ერთი აუტისტი იბადება. და ეს საკმაოდ მაღალი რიცხვია. მეორე საკითხია ის, რომ ინფორმაცია გავრცელდა ამ თემაზე. უწინ დიაგნოზიც არ არსებობდა. დღეს საქართველოში მხოლოდ ორ ცენტრში სვამენ ამ დიაგნოზს. სხვას არც იურიდიულად აქვს ამის უფლება და არც სპეციალისტები ჰყავთ. ამ მხრივ შეიცვალა ცხოვრების წესი და შეხედულებები. თუ ასეთ ბავშვებს ადრე მალავდნენ, ხშირ შემთხვევაში დღეს ასე აღარ ხდება. კი, ბევრს ცენტრში ბავშვი ანონიმურად დაჰყავს და ითხოვენ, ვინაობა არ გამჟღავნდეს, მაგრამ მთავარია, აუტისტ ბავშვებს ყურადღებას აქცევენ. ერთი მეზობელი მყავდა, ულამაზესი გოგონა იყო, ბავშვს ყველა გიჟს ეძახდა და ახლა რომ მახსენდება, ზუსტად ვხვდები, რომ აუტისტი იყო. თუმცა, მაშინ ამას ვერავინ ხვდებოდა და არც იცოდნენ რეალური დიაგნოზი.

- რა ასაკიდან შეიძლება მშობელმა შეამჩნიოს, რომ ბავშვი აუტისტია?

- დაახლოებით ორი წლიდან. მშობლები უმეტესად მეტყველების პრობლემას ამჩნევენ ბავშვს და ამის გამო უჩნდებათ ეჭვი, თუმცა, მანამდე ბავშვს ქცევის დარღვევაც შეიძლება ჰქონდეს და ეს საყურადღებოა. აუტიზმი, უხეშად რომ განვმარტოთ, არის ტვინის ნეიროგანვითარების დარღვევა, რომელიც ყველაზე მეტად სამ რამეში ვლინდება: მეტყველების პრობლემა, სოციალური ინტეგრაციისა და ქცევების დარღვევა. თავისთავად ეს სამი ნიშანი კიდევ ''იშლება'' დეტალებად: თვალის კონტაქტის პრობლემა, ბავშვი არ შედის დიალოგში, ჩაკეტილია, ვერ ცნობს ემოციებს და ა.შ. როგორც ჩვენ ყველა განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ისე განსხვავდებიან ეს ბავშვებიც თავიანთი თვისებებითა და პრობლემებით.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება