მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''მკიდია, ჩემზე რომ ამბობენ, ვერ გავიგეთ ქალია თუ კაციო''
''მკიდია, ჩემზე რომ ამბობენ, ვერ გავიგეთ ქალია თუ კაციო''

ტე­ლე­წამ­ყვან გია ჯა­ჯა­ნი­ძეს უხერ­ხუ­ლი კი­თხვე­ბის რუბ­რი­კა­ში ჩა­სა­წე­რად შევ­ხვდით, მაგ­რამ ინ­ტერ­ვი­უს ბო­ლოს გვი­საყ­ვე­დუ­რა, ეს რა უხერ­ხუ­ლი შე­კი­თხვე­ბი იყოო.

- გია, შენი პი­როვ­ნე­ბის სხვა რა­კურ­სი თუ არ­სე­ბობს?

- გულ­წრფე­ლად გე­ტყვი, ზოგ­ჯერ მგო­ნია, რომ თა­ვად არ ვიც­ნობ სა­კუ­თარ თავს. ხვალ შე­იძ­ლე­ბა, ისე­თი რამ გა­ვა­კე­თო, რაც არ და­მი­გეგ­მავს და აზ­რა­დაც არ მომ­სვლია. ჩემი პრო­ტეს­ტის გრძნო­ბას პი­ლი­ტი­კი­სად­მი, ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი, უც­ნა­უ­რად გა­მოვ­ხა­ტავ. ერთხელ უცხო­ე­თი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვარ, ჩა­მო­ტა­ნი­ლი მაქვს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი თეთ­რი სა­მო­სი, მივ­დი­ვარ "პერო" სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. შიგ­ნი­დან ჩა­ვიც­ვი შავი სპორ­ტუ­ლი სა­მო­სი და ზე­მო­დან ეს ჩემი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი თეთ­რი ტან­საც­მე­ლი გა­და­ვიც­ვი, თან სა­გულ­და­გუ­ლოდ დავფლი­თე. ყვე­ლას ეგო­ნა, რომ ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რად მეც­ვა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს იყო ჩემი პრო­ტეს­ტი "პერო" სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ.

- თუ აღ­მო­ჩე­ნილ­ხარ უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სწო­რედ ტა­ნი­სა­მო­სის გამო?

- ნე­ბის­მი­ე­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უს­თვის, სა­დაც მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, სპე­ცი­ა­ლუ­რად ვი­კე­რავ ტა­ნი­სა­მოსს. არ მიყ­ვარს ჩაც­მა-გახ­დის პრო­ცე­სი და სახ­ლი­დან ყო­ველ­თვის ჩაც­მუ­ლი გა­მოვ­დი­ვარ. უხერ­ხუ­ლო­ბას ვგრძნობ სახ­ლი­დან მან­ქა­ნამ­დე გა­სავ­ლელ გზა­ზე. ზოგ­ჯერ ხე­ლიც კი ამი­ფა­რე­ბია სა­ხე­ზე, თით­ქოს ისე ვერ მიც­ნობ­დნენ (იცი­ნის). ამ დროს სი­რაქ­ლე­მას პი­ზი­ცი­ა­ში ვარ, მგო­ნია, ვერ მხე­და­ვენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა მცნობს - ასე გი­ჟი­ვით ჩაც­მუ­ლი და­დის მარ­ტო ჯა­ჯა­ნი­ძე.

- რომ არ იყო გია ჯა­ჯა­ნი­ძე, ქუ­ჩა­ში შენ­ნა­ირ ჩაც­მულს ყუ­რა­დღე­ბას არ მი­აქ­ცევ­დი?

- რო­გორ არა. ერთხელ, ამე­რი­კა­ში შუქ­ნი­შან­ზე ვნა­ხე სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი კაცი, რო­მელ­საც ეცვა წინ­დე­ბი, ფეხ­საც­მე­ლე­ბი, ეკე­თა ქა­მა­რი, ჰალ­სტუ­ხი, ეფა­რა შლა­პა და ხელ­ში ეკა­ვა დიპ­ლო­მა­ტი. დავ­დე­ქი და გაშ­ტე­რე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი. არც იმ­ჩნევ­და, ისე­თი თა­ვა­წე­უ­ლი გა­და­დი­ო­და შუქ­ნი­შან­ზე. მგო­ნი, მარ­ტო ვი­ყა­ვი ასე­თი პირ­და­ღე­ბუ­ლი, არა­ვინ უყუ­რებ­და. წარ­მო­იდ­გი­ნე, მე რომ აქ ასე ჩა­ვიც­ვა, რა მოხ­დე­ბა.

- ჩაც­მის ეგ სტი­ლი დაგ­რჩა აუთ­ვი­სე­ბე­ლი...

- ვერ გავ­შიშ­ვლდე­ბი, ასა­კი და ტანი არ მი­წყობს ხელს, დავ­ბერ­დი. ასე უნდა გა­მო­ე­წყოს მა­ღა­ლი, ათ­ლე­ტუ­რი გა­რეგ­ნო­ბის ახალ­გაზ­რდა კაცი.

- როცა შენ­ზე ამ­ბო­ბენ, ვერ გა­ვი­გეთ, ქა­ლია თუ კა­ციო, გწყინს?

- ერთხელ მქონ­და ასე­თი შემ­თხვე­ვა. 15 წლის ვი­ყა­ვი, ერთი გოგო მიყ­ვარ­და. ვუ­თხა­რი, მომ­წონ­ხარ-მეთ­ქი. გა­ო­ცე­ბულ­მა შე­მომ­ხე­და, შენ ბიჭი ხარო? ისე­თი ლა­მა­ზი ვი­ყა­ვი, ვერ გა­ერ­კვა ბავ­შვი. ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, ვტი­რო­დი, რა­ტომ ვარ ასე­თი ლა­მა­ზი-მეთ­ქი. დღი­ურ­ში ვწერ­დი, ღმერ­თო, რა­ტომ დამ­სა­ჯე ასე­თი სი­ლა­მა­ზით-მეთ­ქი. თუ გინ­და, კაცი გა­ა­ფუ­ჭო, სამი რამ უნდა და­აბ­რა­ლო: რომ არის გეი, ნარ­კო­მა­ნი ან ჩამ­შვე­ბი. იცი, რო­დის დავ­მშვიდ­დი? როცა მივ­ხვდი, რომ ყო­ვე­ლი დღე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მაქვს. ეს ვერ მა­პა­ტი­ეს. ერთხელ, ერ­თმა ადა­მი­ან­მა მკი­თხა, რო­გორ ხარო? ბედ­ნი­ე­რი ვარ-მეთ­ქი, ვუ­პა­სუ­ხე. უი, რო­გო­რი დეპ­რე­სია გქო­ნი­აო, შე­ვე­ცო­დე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

''მკიდია, ჩემზე რომ ამბობენ, ვერ გავიგეთ ქალია თუ კაციო''

''მკიდია, ჩემზე რომ ამბობენ, ვერ გავიგეთ ქალია თუ კაციო''

ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს უხერხული კითხვების რუბრიკაში ჩასაწერად შევხვდით, მაგრამ ინტერვიუს ბოლოს გვისაყვედურა, ეს რა უხერხული შეკითხვები იყოო.

- გია, შენი პიროვნების სხვა რაკურსი თუ არსებობს?

- გულწრფელად გეტყვი, ზოგჯერ მგონია, რომ თავად არ ვიცნობ საკუთარ თავს. ხვალ შეიძლება, ისეთი რამ გავაკეთო, რაც არ დამიგეგმავს და აზრადაც არ მომსვლია. ჩემი პროტესტის გრძნობას პილიტიკისადმი, ადამიანებისადმი, უცნაურად გამოვხატავ. ერთხელ უცხოეთიდან ახალი ჩამოსული ვარ, ჩამოტანილი მაქვს ძალიან ლამაზი თეთრი სამოსი, მივდივარ ''პერო'' სიტუაციაში. შიგნიდან ჩავიცვი შავი სპორტული სამოსი და ზემოდან ეს ჩემი ძვირად ღირებული თეთრი ტანსაცმელი გადავიცვი, თან საგულდაგულოდ დავფლითე. ყველას ეგონა, რომ ექსტრავაგანტურად მეცვა, სინამდვილეში ეს იყო ჩემი პროტესტი ''პერო'' საზოგადოების მიმართ.

- თუ აღმოჩენილხარ უხერხულ სიტუაციაში სწორედ ტანისამოსის გამო?

- ნებისმიერი სატელევიზიო შოუსთვის, სადაც მეპატიჟებიან, სპეციალურად ვიკერავ ტანისამოსს. არ მიყვარს ჩაცმა-გახდის პროცესი და სახლიდან ყოველთვის ჩაცმული გამოვდივარ. უხერხულობას ვგრძნობ სახლიდან მანქანამდე გასავლელ გზაზე. ზოგჯერ ხელიც კი ამიფარებია სახეზე, თითქოს ისე ვერ მიცნობდნენ (იცინის). ამ დროს სირაქლემას პიზიციაში ვარ, მგონია, ვერ მხედავენ, სინამდვილეში ყველა მცნობს - ასე გიჟივით ჩაცმული დადის მარტო ჯაჯანიძე.

- რომ არ იყო გია ჯაჯანიძე, ქუჩაში შენნაირ ჩაცმულს ყურადღებას არ მიაქცევდი?

- როგორ არა. ერთხელ, ამერიკაში შუქნიშანზე ვნახე სრულიად შიშველი კაცი, რომელსაც ეცვა წინდები, ფეხსაცმელები, ეკეთა ქამარი, ჰალსტუხი, ეფარა შლაპა და ხელში ეკავა დიპლომატი. დავდექი და გაშტერებული ვუყურებდი. არც იმჩნევდა, ისეთი თავაწეული გადადიოდა შუქნიშანზე. მგონი, მარტო ვიყავი ასეთი პირდაღებული, არავინ უყურებდა. წარმოიდგინე, მე რომ აქ ასე ჩავიცვა, რა მოხდება.

- ჩაცმის ეგ სტილი დაგრჩა აუთვისებელი...

- ვერ გავშიშვლდები, ასაკი და ტანი არ მიწყობს ხელს, დავბერდი. ასე უნდა გამოეწყოს მაღალი, ათლეტური გარეგნობის ახალგაზრდა კაცი.

- როცა შენზე ამბობენ, ვერ გავიგეთ, ქალია თუ კაციო, გწყინს?

- ერთხელ მქონდა ასეთი შემთხვევა. 15 წლის ვიყავი, ერთი გოგო მიყვარდა. ვუთხარი, მომწონხარ-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა, შენ ბიჭი ხარო? ისეთი ლამაზი ვიყავი, ვერ გაერკვა ბავშვი. ძალიან ვინერვიულე, ვტიროდი, რატომ ვარ ასეთი ლამაზი-მეთქი. დღიურში ვწერდი, ღმერთო, რატომ დამსაჯე ასეთი სილამაზით-მეთქი. თუ გინდა, კაცი გააფუჭო, სამი რამ უნდა დააბრალო: რომ არის გეი, ნარკომანი ან ჩამშვები. იცი, როდის დავმშვიდდი? როცა მივხვდი, რომ ყოველი დღე წარმატებული მაქვს. ეს ვერ მაპატიეს. ერთხელ, ერთმა ადამიანმა მკითხა, როგორ ხარო? ბედნიერი ვარ-მეთქი, ვუპასუხე. უი, როგორი დეპრესია გქონიაო, შევეცოდე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება