პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიოლოგებმა თევზის ახალი ჯიში რეკორდულ სიღრმეში აღმოაჩინეს
ბიოლოგებმა თევზის ახალი ჯიში რეკორდულ სიღრმეში აღმოაჩინეს

მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს თევ­ზის ახა­ლი ჯიში, რო­მე­ლიც ოკე­ა­ნის სიღ­რმე­ებ­ში ბი­ნად­რობს. წყნარ ოკე­ა­ნე­ში ახა­ლი ექ­სპე­დი­ცი­ის დროს უც­ნო­ბი სა­ხე­ო­ბის თევ­ზი შე­ნიშ­ნეს, რო­მე­ლიც ფსკერ­ზე ცუ­რავ­და რე­კორ­დულ სიღ­რმე­ში, 8 143 მეტ­რის დო­ნე­ზე.

თევ­ზის სხე­უ­ლის ფორ­მა აქამ­დე ცნო­ბი­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბა: მას ფარ­თო და ნა­ხევ­რად­გამ­ჭირ­ვა­ლე ფარ­ფლე­ბი აქვს. "ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ თევ­ზი, რო­მე­ლიც 8 000 მეტ­რის სიღ­რმე­ზე წყნა­რად და­ცუ­რავ­და. ის არის ახა­ლი ჯი­შის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მეც­ნი­ე­რე­ბა ამ სა­ხე­ო­ბას აქამ­დე არ შეხ­ვედ­რია. ის ძა­ლი­ან მო­წყვლა­დია და უც­ნა­უ­რი გა­რეგ­ნო­ბა აქვს, თით­ქოს ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მის პერ­სო­ნაჟ ძაღლს წა­ა­გავს" - გა­ნა­ცხა­და აბერ­დი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­მა ალან ჯე­იმ­სონ­მა.

ახა­ლი სა­ხე­ო­ბის კლა­სი­ფი­ცი­რე­ბის­თვის მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია თევ­ზის და­ჭე­რა და გა­მოკ­ვლე­ვა, რაც ვერ მო­ა­ხერ­ხეს. აქამ­დე ყვე­ლა­ზე ღრმა წყლებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი თევ­ზი იყო პი ამ­ბლის­ტო­მოფ­სი­სი, რო­მე­ლიც 7 703 მეტრზე ცუ­რავ­და. გა­მოთ­ვლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ 8 200 მეტრზე ღრმად თევ­ზებს არ შე­უძ­ლი­ათ არ­სე­ბო­ბა, თუმ­ცა ამ ახალ­მა აღ­მო­ჩე­ნამ შე­საძ­ლოა, ეს დას­კვნა ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნოს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია topnews.ru-ს მი­ხედ­ვით.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ბიოლოგებმა თევზის ახალი ჯიში რეკორდულ სიღრმეში აღმოაჩინეს

ბიოლოგებმა თევზის ახალი ჯიში რეკორდულ სიღრმეში აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს თევზის ახალი ჯიში, რომელიც ოკეანის სიღრმეებში ბინადრობს. წყნარ ოკეანეში ახალი ექსპედიციის დროს უცნობი სახეობის თევზი შენიშნეს, რომელიც ფსკერზე ცურავდა რეკორდულ სიღრმეში, 8 143 მეტრის დონეზე.

თევზის სხეულის ფორმა აქამდე ცნობილი სახეობებისგან განსხვავდება: მას ფართო და ნახევრადგამჭირვალე ფარფლები აქვს. ”ჩვენ დავინახეთ თევზი, რომელიც 8 000 მეტრის სიღრმეზე წყნარად დაცურავდა. ის არის ახალი ჯიშის წარმომადგენელი, მეცნიერება ამ სახეობას აქამდე არ შეხვედრია. ის ძალიან მოწყვლადია და უცნაური გარეგნობა აქვს, თითქოს ანიმაციური ფილმის პერსონაჟ ძაღლს წააგავს” - განაცხადა აბერდინის უნივერსიტეტის მკვლევარმა ალან ჯეიმსონმა.

ახალი სახეობის კლასიფიცირებისთვის მეცნიერებისთვის აუცილებელია თევზის დაჭერა და გამოკვლევა, რაც ვერ მოახერხეს. აქამდე ყველაზე ღრმა წყლებში აღმოჩენილი თევზი იყო პი ამბლისტომოფსისი, რომელიც 7 703 მეტრზე ცურავდა. გამოთვლების მეშვეობით დამტკიცებულია, რომ 8 200 მეტრზე ღრმად თევზებს არ შეუძლიათ არსებობა, თუმცა ამ ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა, ეს დასკვნა ეჭვქვეშ დააყენოს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს