ევროპის საბჭომ და ევროკავშირის კომისიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.
ევროპის საბჭოს ინფორმაციით, შეთანხმება საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასთვის, ბელორუსისთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის 2015-2017 წლებში 33,8 მილიონი ევროს გამოყოფას და ამ ქვეყნებში ერთობლივი პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს. შეთანხმებას ბრიუსელში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ და ევროკომისიის სამეზობლო საკითხების დირექტორატის ხელმღვანელმა მიკაელ კიოჰლერმა მოაწერეს ხელი.