სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდაცვის მე-16 მინისტრი - ღარიბაშვილის პროტეჟე, რომელსაც გვერდიდან არ იშორებს
თავდაცვის მე-16 მინისტრი - ღარიბაშვილის პროტეჟე, რომელსაც გვერდიდან არ იშორებს

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ჰყავს _ ირაკ­ლი ალა­სა­ნია მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძემ შეც­ვა­ლა. ეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრინ­ცი­პულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, რად­გან ერ­თი­ან სამ­თავ­რო­ბო გუნდში "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი~ აღარ სხდე­ბოდ­ნენ, არა­და, პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის ერ­თი­ა­ნო­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს, რათა ამ გუნ­დმა წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სი­ხა­რუ­ლიც ერ­თად გა­ი­ზი­ა­როს და ერ­თად აგოს პა­სუ­ხი ქვეყ­ნის მარ­თვა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც.

36 წლის თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კი მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს მე-16 თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრია (აქამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოს­ტე­ბი ეკა­ვათ: ჯონი ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილს (1991 წლის 15 სექ­ტემ­ბრი­დან 1992 წლის 2 იან­ვრამ­დე), ლე­ვან შა­რა­შე­ნი­ძეს (1992 წლის 7 იან­ვრი­დან 1992 წლის 8 მა­ი­სამ­დე), თენ­გიზ კი­ტო­ვანს (1992 წლის 9 მა­ი­სი­დან 1993 წლის 5 მა­ი­სამ­დე), გია ყარ­ყა­რაშ­ვილს (1993 წლის 6 მა­ი­სი­დან 1994 წლის 12 თე­ბერ­ვლამ­დე), ვარ­დი­კო ნა­დი­ბა­ი­ძეს (1994 წლის 26 აპ­რი­ლი­დან 1998 წლის 27 აპ­რი­ლამ­დე), და­ვით თევ­ზა­ძეს (1998 წლის 28 აპ­რი­ლი­დან 2004 წლის 17 თე­ბერ­ვლამ­დე), გელა ბეჟუ­აშ­ვილს (2004 წლის 17 თე­ბერ­ვლი­დან 2004 წლის 10 ივ­ნი­სამ­დე), გია ბა­რა­მი­ძეს (2004 წლის 10 ივ­ნი­სი­დან _ 2004 წლის 17 დე­კემ­ბრამ­დე), ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს (2004 წლის 17 დე­კემ­ბრი­დან 2006 წლის 10 ნო­ემ­ბრამ­დე), და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს (2006 წლის 10 ნო­ემ­ბრი­დან 2008 წლის 9 დე­კემ­ბრამ­დე), და­ვით სი­ხა­რუ­ლი­ძეს (2008 წლის 9 დე­კემ­ბრი­დან 2009 წლის 27 აგ­ვის­ტომ­დე), ბაჩო ახა­ლა­ი­ას (2009 წლის 27 აგ­ვის­ტო­დან 2013 წლის 4 ივ­ლი­სამ­დე), დი­მიტ­რი შაშ­კინს (2012 წლის 4 ივ­ლი­სი­დან 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბრამ­დე) და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას (2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბრი­დან 2014 წლის 4 ნო­ემ­ბრამ­დე). 1994 წლის 14 თე­ბერ­ვლი­დან 1994 წლის 25 აპ­რი­ლამ­დე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოს­ტი შე­თავ­სე­ბით ეკა­ვა სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს.

მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე არც ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრია (მისი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის­გან რამ­დე­ნი­მეს, თით­ქმის ყმაწ­ვი­ლებს, ან­დვეს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ძალ­ზე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პოს­ტი და რა გა­მო­ვი­და აქე­დან, ჯარ­მაც და მთელ­მა ქვე­ყა­ნამ თა­ვის თავ­ზე გა­მო­ცა­და) და არც გა­მო­უც­დე­ლი, რად­გან ბოლო 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სფე­რო­ში მუ­შა­ობ­და, ორი წელი ქვეყ­ნის კონ­ტრდაზ­ვერ­ვა­საც ედგა სა­თა­ვე­ში, ხოლო თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნამ­დე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის ახალ­შექ­მნი­ლი საბ­ჭოს მდი­ვა­ნიც გახ­ლდათ.

უდა­ვოა, რომ ახა­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრო­ტეჟეა და მისი დიდი ნდო­ბით სარ­გებ­ლობს. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძეს გვერ­დი­დან არ იშო­რებს. 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის~ და­მარ­ცხე­ბი­სა და ქვეყ­ნის მარ­თვის სა­თა­ვე­ში "ოც­ნე­ბის~ მოს­ვლის­თა­ნა­ვე შს მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნულ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე, რო­მელ­საც იმ დროს დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რა­ტის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა, შსს-ში, თა­ვის­თან გა­და­იყ­ვა­ნა და კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რო­ბა ჩა­ა­ბა­რა. ხოლო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ვარ­ძლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჯა­ნე­ლი­ძე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში თა­ვის თა­ნა­შემ­წედ და­ნიშ­ნა.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თავდაცვის მე-16 მინისტრი - ღარიბაშვილის პროტეჟე, რომელსაც გვერდიდან არ იშორებს

თავდაცვის მე-16 მინისტრი - ღარიბაშვილის პროტეჟე, რომელსაც გვერდიდან არ იშორებს

თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს _ ირაკლი ალასანია მინდია ჯანელიძემ შეცვალა. ეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრინციპულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა, რადგან ერთიან სამთავრობო გუნდში `თავისუფალი დემოკრატები~ აღარ სხდებოდნენ, არადა, პოლიტიკური გუნდის ერთიანობა შენარჩუნებული უნდა იყოს, რათა ამ გუნდმა წარმატებული რეფორმებით გაძლიერებული ქვეყნის სიხარულიც ერთად გაიზიაროს და ერთად აგოს პასუხი ქვეყნის მართვაში დაშვებული შეცდომების შემთხვევაშიც.

36 წლის თადარიგის პოლკოვნიკი მინდია ჯანელიძე საქართველოს მე-16 თავდაცვის მინისტრია (აქამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტები ეკავათ: ჯონი ფირცხალაიშვილს (1991 წლის 15 სექტემბრიდან 1992 წლის 2 იანვრამდე), ლევან შარაშენიძეს (1992 წლის 7 იანვრიდან 1992 წლის 8 მაისამდე), თენგიზ კიტოვანს (1992 წლის 9 მაისიდან 1993 წლის 5 მაისამდე), გია ყარყარაშვილს (1993 წლის 6 მაისიდან 1994 წლის 12 თებერვლამდე), ვარდიკო ნადიბაიძეს (1994 წლის 26 აპრილიდან 1998 წლის 27 აპრილამდე), დავით თევზაძეს (1998 წლის 28 აპრილიდან 2004 წლის 17 თებერვლამდე), გელა ბეჟუაშვილს (2004 წლის 17 თებერვლიდან 2004 წლის 10 ივნისამდე), გია ბარამიძეს (2004 წლის 10 ივნისიდან _ 2004 წლის 17 დეკემბრამდე), ირაკლი ოქრუაშვილს (2004 წლის 17 დეკემბრიდან 2006 წლის 10 ნოემბრამდე), დავით კეზერაშვილს (2006 წლის 10 ნოემბრიდან 2008 წლის 9 დეკემბრამდე), დავით სიხარულიძეს (2008 წლის 9 დეკემბრიდან 2009 წლის 27 აგვისტომდე), ბაჩო ახალაიას (2009 წლის 27 აგვისტოდან 2013 წლის 4 ივლისამდე), დიმიტრი შაშკინს (2012 წლის 4 ივლისიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე) და ირაკლი ალასანიას (2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე). 1994 წლის 14 თებერვლიდან 1994 წლის 25 აპრილამდე თავდაცვის მინისტრის პოსტი შეთავსებით ეკავა სახელმწიფოს მეთაურ ედუარდ შევარდნაძეს.

მინდია ჯანელიძე არც ყველაზე ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრია (მისი წინამორბედებისგან რამდენიმეს, თითქმის ყმაწვილებს, ანდვეს თავდაცვის მინისტრის ძალზე საპასუხისმგებლო პოსტი და რა გამოვიდა აქედან, ჯარმაც და მთელმა ქვეყანამ თავის თავზე გამოცადა) და არც გამოუცდელი, რადგან ბოლო 14 წლის განმავლობაში საგარეო დაზვერვის სფეროში მუშაობდა, ორი წელი ქვეყნის კონტრდაზვერვასაც ედგა სათავეში, ხოლო თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის ახალშექმნილი საბჭოს მდივანიც გახლდათ.

უდავოა, რომ ახალი თავდაცვის მინისტრი პრემიერ-მინისტრის პროტეჟეა და მისი დიდი ნდობით სარგებლობს. ამაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მინდია ჯანელიძეს გვერდიდან არ იშორებს. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში `ნაციონალების~ დამარცხებისა და ქვეყნის მართვის სათავეში `ოცნების~ მოსვლისთანავე შს მინისტრად დანიშნულმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინდია ჯანელიძე, რომელსაც იმ დროს დაზვერვის სამსახურში ინფორმაციული დირექტორატის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა, შსს-ში, თავისთან გადაიყვანა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორობა ჩააბარა. ხოლო პრემიერ-მინისტრის სავარძლის დაკავების შემდეგ ღარიბაშვილმა ჯანელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში თავის თანაშემწედ დანიშნა.

იხილეთ სტატია სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა