ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ნაგვით გადავსებული სანაგვე ყუთებია გამოსახული. ფოტოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. თემა მართლაც აქტუალურია.
ინტერნეტ-მომხმარებლების ნაწილი პრობლემის არსებობაში მერიასა და დასუფთავების სამსახურს ადანაშაულებს, ზოგი - თავად ხალხს. ზოგი მათგანი აღნიშნავს, რომ მსგავსი სურათი არაერთხელ უნახავს საქართველოს სხვა ქალაქებში და შესაბამის ფოტომასალასაც აქვეყნებს. ზოგი დასუფთავების სამსახურის მუშაობის საათებს აკრიტიკებს, ზოგიც კი წერს, რომ ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში არ ხდება - იგივე ვითარებაა საფრანგეთის, აშშ-ის, ესპანეთის, საბერძნეთის, რუმინეთისა თუ იტალიის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, ყველგან, სადაც მრავალრიცხოვანი მოსახლეობისა და მჭიდროდ დასახლებული უბნების პრობლემაა...
იხილეთ ფოტოგალერეა