მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ დაალურჯა ''ფსიქოპატთა თამაშების'' მსახიობი ანი ბებია
ვინ დაალურჯა ''ფსიქოპატთა თამაშების'' მსახიობი ანი ბებია

წლის მსა­ხი­ობ­მა ანი ბე­ბი­ამ თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი წელს და­ამ­თავ­რა, მა­ყუ­რე­ბელ­მა კი ის სე­რი­ალ "ფსი­ქო­პათ­თა თა­მა­შე­ბი­დან" გა­იც­ნო, სა­დაც ჟურ­ნა­ლისტს ასა­ხი­ე­რებს. ეს მისი პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი რო­ლია, მა­ნამ­დე მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მებ­სა და სტუ­დენ­ტურ ნა­მუ­შევ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ამ პრო­ფე­სი­ის გარ­და, სხვა­გან სა­კუ­თარ თავს ვერ ხე­დავს.

- ბავ­შვო­ბი­დან მომ­წონ­და მსა­ხი­ო­ბო­ბა, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლად ამ პრო­ფე­სი­ა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ვა­პი­რებ­დი ჩა­ბა­რე­ბას. მი­სა­ღებ გა­მოც­დე­ბამ­დე ორი თვით ადრე თავ­ში რა­ღაც გა­და­მიტ­რი­ალ­და, მო­ვემ­ზა­დე და თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ვა­ბა­რე, სახ­ლში არა­ვის არ ჰქონ­და იმე­დი. მა­ნამ­დე არც არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და, ორი თვით ადრე გან­ვა­ცხა­დე, რომ სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე მინ­დო­და სწავ­ლა. ვერ ვი­ტყვი, რა­ტომ შე­ვიც­ვა­ლე აზრი, ეტყო­ბა დავ­ფიქ­რდი და გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა უფრო მინ­დო­და. რაც მთა­ვა­რია, დღეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი იმას უნდა აკე­თებ­დეს, რაც მას უნდა, გა­მო­უ­ვა თუ არა, ეს ცალ­კე თე­მაა, მაგ­რამ უნდა სცა­დოს, რომ სა­ნა­ნებ­ლად არ დარ­ჩეს.

- ახლა ის გვი­თხა­რი, სე­რი­ალ­ში რო­გორ მოხ­ვდი?

- სე­რი­ალ­ში კას­ტინ­გის მეშ­ვე­ო­ბით მოვ­ხვდი, რო­მე­ლიც ბა­ტონ­მა ოთარ შა­მა­თა­ვამ ჩა­ა­ტა­რა. ვი­ცო­დი, რო­გო­რი და რა ჟან­რის უნდა ყო­ფი­ლი­ყო სე­რი­ა­ლი, ასე­ვე გა­ვე­ცა­ნი ჩემს გმირს და მას შემ­დეგ დავ­თან­ხმდი. ეს ჩემ­თვის პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი რო­ლია, აქამ­დე მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მებ­სა და სტუ­დენ­ტურ ნა­მუ­შევ­რებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. "ფსი­ქო­პათ­თა თა­მა­შე­ბი" ჩემ­თვის პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი გახ­ლავთ.

- რაც შე­ე­ხე­ბა შენს გმირს...

- ჩემი გმი­რი თა­ვი­სე­ბუ­რი, თით­ქოს მარ­ტო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ცოტა "ვერ არის", მთლად და­ლა­გე­ბუ­ლი არაა. ჰყავ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც და­ი­ღუ­პა და ეს გო­გო­ნა მის სახ­ლში ცხოვ­რობს, რაც ერ­თგვა­რი სი­გი­ჟეა. იყო წა­სუ­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ, შე­ეძ­ლო, იქ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა კა­რი­ე­რა, მაგ­რამ მა­ინც სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. ჩემი გმი­რი მე იმით მგავს, რომ აკე­თებს იმას, რაც უნდა. არის პირ­და­პი­რი, ჩუმ-ჩუ­მად არ მოქ­მე­დებს. შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცას გული პირ­და­პი­რო­ბით ატ­კი­ნოს, მაგ­რამ თა­ვი­სი მა­ინც ბო­ლომ­დე გა­აქვს.

- ჟურ­ნა­ლის­ტო­ბას აპი­რებ­დი, გახ­დი მსა­ხი­ო­ბი, სე­რი­ალ­ში კი ჟურ­ნა­ლისტს თა­მა­შობ.

- ნა­წი­ლობ­რივ ახდა ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი, რა­ღაც­ნა­ი­რი დამ­თხვე­ვაა.

- სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა მსა­ხი­ო­ბებს მა­ნამ­დე იც­ნობ­დი? მა­გა­ლი­თად, დათო ქა­ცა­რა­ვას, შენს უშუ­ა­ლო პარტნი­ორს.

- დათო ქა­ცა­რა­ვა გა­და­ღე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას გა­ვი­ცა­ნი, მშვე­ნი­ე­რი პარტნი­ო­რია. ყვე­ლა­ზე მე­ტად ვღე­ლავ­დი მა­შინ, როცა უხუ­ცეს მსა­ხი­ობ­თან, თა­მარ სხირტლა­ძეს­თან ერ­თად მქონ­და გა­და­ღე­ბა, მე­ში­ნო­და, რამე არას­წო­რად არ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რომ მას არ ეფიქ­რა, ეს რა თა­ო­ბა მო­დი­სო. გარ­და ამი­სა, ვღე­ლავ­დი იმა­ზე, თუ რო­გორ და­ვი­მახ­სოვ­რებ­დი ტექ­სტებს, მაგ­რამ გა­და­ღე­ბის და­წყე­ბი­დან ერთი-ორი კვი­რის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი წყა­ლი­ვით წა­ვი­და (იცი­ნის)….

- დათო ქა­ცა­რა­ვას გმირ­თან აბამ ფლირტს, გაქვთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო, მაგ­რამ არა ინ­ტი­მუ­რი სცე­ნე­ბი. ეს დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბის­თვის რთუ­ლი არ იყო?

- არა, ვერ ვი­ტყვი, რომ რამე გა­მი­ჭირ­და, ერ­თა­დერ­თი ის მიქ­მნის დის­კომ­ფორ­ტს, რომ გა­და­ღე­ბე­ბი ზა­ფხულ­ში და­ი­წყო, ახლა კი უკვე ძა­ლი­ან ცივა და გარე გა­და­ღე­ბებ­ზე ვი­ყი­ნე­ბი, ტვი­ნიც მე­თი­შე­ბა და ვე­ღარ ვაზ­როვ­ნებ. სხვა­თა შო­რის, მე­ო­თხე სე­რი­ა­ში მი­რი­ან ჯე­ჯე­ლა­ვას­თან ერ­თად მქონ­და სცე­ნა, სა­დაც მისი გმი­რი ჩემს მოკ­ვლას ცდი­ლობს. ბევ­რი დუბ­ლი გა­და­ვი­ღეთ, შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რჯერ მო­მი­წია და­ცე­მამ, რის გა­მოც და­ლურ­ჯე­ბუ­ლი დავ­დი­ო­დი. მე­ო­რე დღეს სხვა გა­და­ღე­ბა­ზე მივ­დი­ო­დი და იმა­ზეც ვღე­ლავ­დი, რომ ეს სი­ლურ­ჯე­ე­ბი არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო და ჩემ­თვის საყ­ვე­დუ­რი არ ეთ­ქვათ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ვინ დაალურჯა ''ფსიქოპატთა თამაშების'' მსახიობი ანი ბებია

ვინ დაალურჯა ''ფსიქოპატთა თამაშების'' მსახიობი ანი ბებია

წლის მსახიობმა ანი ბებიამ თეატრალური უნივერსიტეტი წელს დაამთავრა, მაყურებელმა კი ის სერიალ ''ფსიქოპათთა თამაშებიდან'' გაიცნო, სადაც ჟურნალისტს ასახიერებს. ეს მისი პირველი სერიოზული როლია, მანამდე მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და სტუდენტურ ნამუშევრებში მონაწილეობდა. ჩვენი რესპონდენტი ამ პროფესიის გარდა, სხვაგან საკუთარ თავს ვერ ხედავს.

- ბავშვობიდან მომწონდა მსახიობობა, მაგრამ სერიოზულად ამ პროფესიაზე არასდროს მიფიქრია, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვაპირებდი ჩაბარებას. მისაღებ გამოცდებამდე ორი თვით ადრე თავში რაღაც გადამიტრიალდა, მოვემზადე და თეატრალურში ჩავაბარე, სახლში არავის არ ჰქონდა იმედი. მანამდე არც არავინ არაფერი იცოდა, ორი თვით ადრე განვაცხადე, რომ სამსახიობოზე მინდოდა სწავლა. ვერ ვიტყვი, რატომ შევიცვალე აზრი, ეტყობა დავფიქრდი და გავაცნობიერე, რომ მსახიობობა უფრო მინდოდა. რაც მთავარია, დღეს ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ. ყველა ადამიანი იმას უნდა აკეთებდეს, რაც მას უნდა, გამოუვა თუ არა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ უნდა სცადოს, რომ სანანებლად არ დარჩეს.

- ახლა ის გვითხარი, სერიალში როგორ მოხვდი?

- სერიალში კასტინგის მეშვეობით მოვხვდი, რომელიც ბატონმა ოთარ შამათავამ ჩაატარა. ვიცოდი, როგორი და რა ჟანრის უნდა ყოფილიყო სერიალი, ასევე გავეცანი ჩემს გმირს და მას შემდეგ დავთანხმდი. ეს ჩემთვის პირველი სერიოზული როლია, აქამდე მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და სტუდენტურ ნამუშევრებში ვმონაწილეობდი. ''ფსიქოპათთა თამაშები'' ჩემთვის პირველი სერიოზული ნაბიჯი გახლავთ.

- რაც შეეხება შენს გმირს...

- ჩემი გმირი თავისებური, თითქოს მარტოსული ადამიანია, რომელიც ცოტა ''ვერ არის'', მთლად დალაგებული არაა. ჰყავდა შეყვარებული, რომელიც დაიღუპა და ეს გოგონა მის სახლში ცხოვრობს, რაც ერთგვარი სიგიჟეა. იყო წასული საზღვარგარეთ, შეეძლო, იქ გაეგრძელებინა კარიერა, მაგრამ მაინც საქართველოში დაბრუნდა. ჩემი გმირი მე იმით მგავს, რომ აკეთებს იმას, რაც უნდა. არის პირდაპირი, ჩუმ-ჩუმად არ მოქმედებს. შეიძლება, ვიღაცას გული პირდაპირობით ატკინოს, მაგრამ თავისი მაინც ბოლომდე გააქვს.

- ჟურნალისტობას აპირებდი, გახდი მსახიობი, სერიალში კი ჟურნალისტს თამაშობ.

- ნაწილობრივ ახდა ცხოვრების მიზანი, რაღაცნაირი დამთხვევაა.

- სერიალში მონაწილე სხვა მსახიობებს მანამდე იცნობდი? მაგალითად, დათო ქაცარავას, შენს უშუალო პარტნიორს.

- დათო ქაცარავა გადაღების მსვლელობისას გავიცანი, მშვენიერი პარტნიორია. ყველაზე მეტად ვღელავდი მაშინ, როცა უხუცეს მსახიობთან, თამარ სხირტლაძესთან ერთად მქონდა გადაღება, მეშინოდა, რამე არასწორად არ გამეკეთებინა, რომ მას არ ეფიქრა, ეს რა თაობა მოდისო. გარდა ამისა, ვღელავდი იმაზე, თუ როგორ დავიმახსოვრებდი ტექსტებს, მაგრამ გადაღების დაწყებიდან ერთი-ორი კვირის შემდეგ ყველაფერი წყალივით წავიდა (იცინის)….

- დათო ქაცარავას გმირთან აბამ ფლირტს, გაქვთ სასიყვარულო, მაგრამ არა ინტიმური სცენები. ეს დამწყები მსახიობისთვის რთული არ იყო?

- არა, ვერ ვიტყვი, რომ რამე გამიჭირდა, ერთადერთი ის მიქმნის დისკომფორტს, რომ გადაღებები ზაფხულში დაიწყო, ახლა კი უკვე ძალიან ცივა და გარე გადაღებებზე ვიყინები, ტვინიც მეთიშება და ვეღარ ვაზროვნებ. სხვათა შორის, მეოთხე სერიაში მირიან ჯეჯელავასთან ერთად მქონდა სცენა, სადაც მისი გმირი ჩემს მოკვლას ცდილობს. ბევრი დუბლი გადავიღეთ, შესაბამისად, ბევრჯერ მომიწია დაცემამ, რის გამოც დალურჯებული დავდიოდი. მეორე დღეს სხვა გადაღებაზე მივდიოდი და იმაზეც ვღელავდი, რომ ეს სილურჯეები არ გამოჩენილიყო და ჩემთვის საყვედური არ ეთქვათ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება