"მიხეილ ხუბუტიას რუსეთში ბიზნესის კეთებაში ხელს არაფერი უშლის: მისთვის ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსნების კაბინეტების კარი მუდამ ღიაა"
ბიზნესზე არასდროს ლაპარაკობს, ცდილობს გავლენიანი პოლიტიკური ფიგურის როლი მოირგოს და როგორც ქართველთა კავშირის პრეზიდენტი რუსეთში, ბევრს საუბრობს რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, ორი ქვეყნის ხალხთა მრავალსაუკუნოვან ძმობაზე, კულტურულ კავშირებზე და ამის დასამტკიცებლად ხშირად ჩაჰყავს მოსკოვში ქართული ესტრადის ვარსკვლავები.
საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებაში საკუთარი წვლილის შეტანის გარდა, მიხეილ ხუბუტია 1999 წლიდან მოყოლებული რუსეთში უძრავი ქონების ბიზნესით არის დაკავებული, მაგრამ ქართველი ბიზნესმენი ერთხელაც არ დასახელებულა დეველოპერთა რომელიმე რეიტინგში. მეტიც, რუსეთში ის ერთ-ერთია იმ მილიონერ ბიზნესმენთა შორის, რომელმაც იცის, როდის უნდა გადაკვეთოს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის გაბმული წვრილი ხაზი.
მიხეილ ხუბუტია ერთ-ერთია იმ არცთუ მრავალ ქართველ ბიზნესმენს შორისაც, ვინც ძალიან უყვართ კრემლის კარზე და როგორც ამბობენ, მჭიდრო ურთიერთობები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ქართველი ბიზნესმენი საკუთარი ბიოგრაფიის მოყოლას ტრადიციულად ასე იწყებს ხოლმე - დავიბადე და გავიზარდე როგორც ქართველი, მაგრამ რუსეთში გავრუსდი: საუზმეზე შვრიის ფაფას მივირთმევ, ღვინო კი წვენებმა შეცვალაო. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ქართულ ღვინოს იტალიურს ამჯობინებს. "სულის სიღრმეში რუსი ვარ და ქართული მენტალიტეტის უკვე აღარაფერი გამეგება. ყველა მეგობარი აქ მყავს", - "გამოტყდა" ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბრისას ხუბუტია.
იხილეთ გაგრძელება