პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება" - პრეზიდენტის სპეციალური განცხადება საყდრისთან დაკავშირებით
"დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება" - პრეზიდენტის სპეციალური განცხადება საყდრისთან დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი საყ­დრის­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "იმ გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ საყ­დრი­სის ოქ­როს მა­ღა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია, სა­ჭი­როდ მი­მაჩ­ნია, გა­მოვ­ხა­ტო სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია.

უპირ­ვე­ლე­სად, უნდა ით­ქვას, რომ თი­თო­ე­უ­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა ვალ­დე­ბუ­ლია, მო­უ­ა­როს სა­კუ­თარ კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას. ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ობი­ექ­ტებს შო­რის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი სწო­რედ საყ­დრი­სის ოქ­როს მა­ღა­როა. ჩვენ უნდა და­ვიც­ვათ ჩვე­ნი იდენ­ტო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი თი­თო­ე­უ­ლი ნი­მუ­ში და ამით და­ვიც­ვათ სა­კუ­თა­რი იდენ­ტუ­რო­ბა.

საყ­დრი­სის მა­ღა­როს საქ­მე­ზე დავა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­სა­მარ­თლო­ში. ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, და­ე­ლო­დოს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბას და შემ­დეგ აღას­რუ­ლოს სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მა­ნამ­დე კი, და­უშ­ვე­ბე­ლია ობი­ექ­ტზე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა.

ამას გარ­და, მი­მაჩ­ნია, რომ ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფომ უნდა იმოქ­მე­დოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, უზ­რუნ­ველ­ყოს პრო­ცე­სის გამჭვირ­ვა­ლედ წარ­მარ­თვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით", - ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღეს პრე­ზი­დენ­ტი საყ­დრი­სის გა­დარ­ჩე­ნის კო­მი­ტე­ტის წევ­რებს შეხ­ვდა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება" - პრეზიდენტის სპეციალური განცხადება საყდრისთან დაკავშირებით

"დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება" - პრეზიდენტის სპეციალური განცხადება საყდრისთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საყდრისთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. "ინტერპრესნიუსი" პრეზიდენტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საყდრისის ოქროს მაღაროსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია, საჭიროდ მიმაჩნია, გამოვხატო საკუთარი პოზიცია.

უპირველესად, უნდა ითქვას, რომ თითოეული ცივილიზებული ქვეყანა ვალდებულია, მოუაროს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს შორის ერთ-ერთი უძველესი სწორედ საყდრისის ოქროს მაღაროა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი იდენტობის გამომხატველი თითოეული ნიმუში და ამით დავიცვათ საკუთარი იდენტურობა.

საყდრისის მაღაროს საქმეზე დავა მიმდინარეობს სასამართლოში. ყველა ვალდებულია, დაელოდოს სასამართლო პროცესის დასრულებას და შემდეგ აღასრულოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, მანამდე კი, დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება.

ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

დღეს პრეზიდენტი საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა