სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული რუბლის დამღუპველი გავლენა ქართულ ბიზნესზე - "ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდით!"
რუსული რუბლის დამღუპველი გავლენა ქართულ ბიზნესზე - "ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდით!"

რუ­სეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­მა უკვე სის­ტე­მუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის სახე მი­ი­ღო - და­სავ­ლე­თის მიერ და­წე­სე­ბულ­მა სან­ქცი­ებ­მა რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კის ზრდის შე­ჩე­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და, სა­მა­გი­ე­როდ, გა­ი­ზარ­და ინფლა­ცი­ის დონე, რუ­სუ­ლი რუბ­ლი 1998 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ასეთ და­ბალ ზღვარ­ზე არ ყო­ფი­ლა. მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ნავ­თო­ბის ფა­სის ვარ­დნამ დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა რუ­სულ ფულს, რაც შე­ე­ხე­ბა სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ ზი­ანს, ეს რუ­სეთს მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რი უჯ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ეს კრი­ზი­სი ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ზეც ახ­დენს გავ­ლე­ნას და უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა იმ კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში ექ­სპორ­ტს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. პირ­ველ რიგ­ში, ეს ღვი­ნის კომ­პა­ნი­ებს ეხე­ბა.

რო­გორც "დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნი­ის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ზაზა დუ­გ­ლა­ძე ამ­ბობს, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ინ­დუსტრი­ა­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა.

ზაზა დუ­გ­ლა­ძე: ძა­ლი­ან რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს: რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე იმის მე­ო­თხე­დი პრო­დუქ­ცია ძლივს გა­დის, რაც ამ ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­დი­ო­და. რუ­სეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის მსყიდ­ვე­ლო­ბი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბაც შემ­ცირ­და და რუბ­ლის კურ­სიც იმ­დე­ნად გა­უ­ფა­სურ­და, რომ მო­გე­ბა­ზე ლა­პა­რა­კიც კი ზედ­მე­ტია. სა­ერ­თოდ, ბიზ­ნე­სი იმი­ტომ არ­სე­ბობს, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას­თან და­ამ­ყა­როს ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ რუ­სულ ბა­ზარს ჩვენს სფე­რო­ში ძა­ლი­ან დიდი ად­გი­ლი უკა­ვია, რად­გან რუ­სე­თი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ძი­რი­თა­დი მომ­ხმა­რე­ბე­ლია. თა­ნაც, ეს ქვე­ყა­ნა ახ­ლო­საა და იქ პრო­დუქ­ცი­ის გა­ტა­ნაც იაფი გვიჯ­დე­ბა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბაც და სხვა ხარ­ჯე­ბიც. ახლა ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ბაზ­რებ­ზე, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბას თვა­ლებ­ში უნდა შევ­ხე­დოთ - ევ­რო­პუ­ლი ბა­ზა­რი უკვე და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია, ავი­ღოთ თუნ­დაც ავ­სტრა­ლია, რო­მელ­საც ერთ-ერთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვად გა­ნი­ხი­ლა­ვენ: ეს ღვი­ნის ქვე­ყა­ნაა, ავ­სტრა­ლი­ე­ლე­ბი ღვი­ნით მთელ მსოფ­ლი­ოს ამა­რა­გე­ბენ და რო­გორ გინ­და იქ ქარ­თუ­ლი ღვი­ნო გა­ყი­დო? რე­ა­ლო­ბა ესაა, თო­რემ ღვი­ნოს 12 ქვე­ყა­ნა­ში მეც ვყი­დი, მაგ­რამ ეს ჩემი ბიზ­ნე­სის 12 პრო­ცენ­ტია, და­ნარ­ჩენ 82 პრო­ცენტს რა ვუშ­ვე­ლოთ? ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის მარ­კე­ტინ­გი მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს იმა­ზე, რომ სა­ექ­სპორ­ტო არე­ა­ლი გა­ფარ­თოვ­დეს, ამ მხრივ ჩი­ნე­თია სა­ინ­ტე­რე­სო ქვე­ყა­ნა, ინ­დო­ეთ­ზეც სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა მი­დის, მაგ­რამ ეს სა­ერ­თო სუ­რათს ვერ ცვლის.

ზაზა დუ­გ­ლა­ძის თქმით, შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნი­ას უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­დეს, მაგ­რამ ამ სფე­რო­ში მა­ინც რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა...

სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რუსული რუბლის დამღუპველი გავლენა ქართულ ბიზნესზე - "ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდით!"

რუსული რუბლის დამღუპველი გავლენა ქართულ ბიზნესზე - "ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდით!"

რუსეთში მიმდინარე მოვლენებმა უკვე სისტემური ეკონომიკური კრიზისის სახე მიიღო - დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკის ზრდის შეჩერება გამოიწვია, ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობა შემცირდა, სამაგიეროდ, გაიზარდა ინფლაციის დონე, რუსული რუბლი 1998 წლიდან მოყოლებული, ასეთ დაბალ ზღვარზე არ ყოფილა. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნამ დიდი დარტყმა მიაყენა რუსულ ფულს, რაც შეეხება სანქციების შედეგად მიღებულ ზიანს, ეს რუსეთს მილიარდობით დოლარი უჯდება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კრიზისი ჩვენს ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას და უარყოფითად აისახება იმ კომპანიების საქმიანობაზე, რომლებიც რუსეთში ექსპორტს ახორციელებენ. პირველ რიგში, ეს ღვინის კომპანიებს ეხება.

როგორც "დუგლაძეების ღვინის კომპანიის" გენერალური დირექტორი ზაზა დუგლაძე ამბობს, ქართული ღვინის ინდუსტრიაში საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნა.

ზაზა დუგლაძე: ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს: რუსეთის ბაზარზე იმის მეოთხედი პროდუქცია ძლივს გადის, რაც ამ ცოტა ხნის წინ საქართველოდან გადიოდა. რუსეთში მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობაც შემცირდა და რუბლის კურსიც იმდენად გაუფასურდა, რომ მოგებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. საერთოდ, ბიზნესი იმიტომ არსებობს, რომ ყველა ქვეყანასთან დაამყაროს ურთიერთობა, მაგრამ რუსულ ბაზარს ჩვენს სფეროში ძალიან დიდი ადგილი უკავია, რადგან რუსეთი ქართული ღვინის ძირითადი მომხმარებელია. თანაც, ეს ქვეყანა ახლოსაა და იქ პროდუქციის გატანაც იაფი გვიჯდება, ტრანსპორტირებაც და სხვა ხარჯებიც. ახლა ბევრს საუბრობენ ალტერნატიულ ბაზრებზე, მაგრამ რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ - ევროპული ბაზარი უკვე დანაწილებულია, ავიღოთ თუნდაც ავსტრალია, რომელსაც ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილავენ: ეს ღვინის ქვეყანაა, ავსტრალიელები ღვინით მთელ მსოფლიოს ამარაგებენ და როგორ გინდა იქ ქართული ღვინო გაყიდო? რეალობა ესაა, თორემ ღვინოს 12 ქვეყანაში მეც ვყიდი, მაგრამ ეს ჩემი ბიზნესის 12 პროცენტია, დანარჩენ 82 პროცენტს რა ვუშველოთ? ჩვენი კომპანიის მარკეტინგი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ საექსპორტო არეალი გაფართოვდეს, ამ მხრივ ჩინეთია საინტერესო ქვეყანა, ინდოეთზეც სერიოზული მუშაობა მიდის, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ ცვლის.

ზაზა დუგლაძის თქმით, შეიძლება რომელიმე კომპანიას უკეთესი მდგომარეობა ჰქონდეს, მაგრამ ამ სფეროში მაინც რთული სიტუაციაა...

სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია