მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებას - რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში
კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებას - რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექსტს აქ­ვეყ­ნებს.

რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა რამ­დე­ნი­მე შეს­წო­რე­ბით და­ამ­ტკი­ცა. რე­ზო­ლუ­ცი­ას მხა­რი და­უ­ჭი­რა 491-მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა, წი­ნა­აღ­მდე­გი იყო 84, ხმის მი­ცე­მის­გან თავი შე­ი­კა­ვა 63-მა.

რო­გორც რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტშია ნათ­ქვა­მი, რუ­სე­თი აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს კუთ­ვნი­ლი აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბის ოკუ­პი­რე­ბას ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნორ­მე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის პრინ­ცი­პე­ბის დარ­ღვე­ვით.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლომ მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს მი­აღ­წია რე­ფორ­მე­ბის კუ­თხით და გა­აძ­ლი­ე­რა ურ­თი­ერ­თო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან.

"ევ­რო­კავ­ში­რი ასე­ვე ხაზს უს­ვამს სა­ქარ­თვე­ლოს უფ­ლე­ბას, შე­უ­ერ­თდეს ნე­ბის­მი­ერ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ან ალი­ანსს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მით და კი­დევ ერთხელ გა­მო­ხა­ტავს რწმე­ნას, რომ არც ერთ მე­სა­მე ქვე­ყა­ნას არ აქვს ვეტო და­ა­დოს სხვა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას", - ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ასე­ვე სრულ მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტავს სა­ქარ­თვე­ლოს ვიზა ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­მართ, რო­გორც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ნი­შანს ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და პირ­და­პირ ბე­ნე­ფიტს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის.

"ევ­რო­კავ­ში­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის 49-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფოს, აქვს ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა და უფ­ლე­ბა - გა­ა­კე­თოს გა­ნა­ცხა­დი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე, და­ი­ცავს რა დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პებს, პა­ტივს სცემს ფუნ­და­მენ­ტურ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნი­სა და უმ­ცი­რე­სო­ბა­თა უფ­ლე­ბებს, უზ­რუნ­ველ­ყოფს კა­ნო­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას", - ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ასე­ვე ხაზს უს­ვამს, რომ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბულ მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვრცელ­დე­ბა და ბე­ნე­ფი­ტია ქვეყ­ნის მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის.

რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტის თა­ნახ­მად, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ხაზს უს­ვამს სა­ქარ­თვე­ლო­ში პარ­ტი­ებს შო­რის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გის მნიშ­ვნე­ლო­ბას ძი­რი­თა­დი რე­ფორ­მე­ბის მი­ღე­ბი­სა და იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის, რო­მელ­საც ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა გუ­ლის­ხმობს.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, თავი აა­რი­დოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას "ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­ჯვე­ბულს", რო­მე­ლიც ახა­სი­ა­თებ­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რათა გა­და­ლა­ხოს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხან­გრძლი­ვი პო­ლა­რი­ზე­ბა.

რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტის მი­ხედ­ვით, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რას.

"ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი მო­უ­წო­დებს რუ­სეთს, სრუ­ლად სცეს პა­ტი­ვი სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, გა­ა­უქ­მოს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის/სამ­ხრეთ ოსე­თის გა­მო­ყო­ფა და შე­წყვი­ტოს მისი ოკუ­პა­ცია. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი გმობს რუ­სეთ­სა და აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას შო­რის "მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და და მას რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თის სრუ­ლი ანექ­სი­ის­კენ გა­დად­გმულ კი­დევ ერთ ნა­ბი­ჯად მი­იჩ­ნევს. გა­მო­ხა­ტავს შეშ­ფო­თე­ბას, რომ მსგავ­სი "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა" შე­საძ­ლოა, გა­ფორმ­დეს ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­თა­ნაც და ამ კუ­თხით, მო­უ­წო­დებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას ე.წ. "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის" გა­უქ­მე­ბის­კენ და 2008 წლის 12 აგ­ვი­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­კენ", - ნათ­ქვა­მია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ასე­ვე მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ბოლო ხა­ნებ­ში გა­ტა­რე­ბულ რე­ფორ­მებს, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია სტა­ბი­ლუ­რო­ბის, და­მო­უ­კი­დე­ბუ­ლო­ბი­სა და იმ ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა­სა და კარგ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ხაზს უს­ვამს, რომ ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა უნდა იყოს გამჭვირ­ვა­ლე, პრო­პორ­ცი­უ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი, მკაც­რად ემორ­ჩი­ლე­ბო­დეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­დუ­რებს, წა­რი­მარ­თოს სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს პრინ­ცი­პე­ბის სრუ­ლი დაც­ვით, რო­გორც ეს ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი შეშ­ფო­თე­ბუ­ლი რჩე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბი­თა და იმ ბუნ­დო­ვა­ნი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც პრო­კუ­რო­რე­ბი და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ინიშ­ნე­ბი­ან, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის ძი­რი­თა­დი კრი­ტე­რი­უ­მი უნდა იყოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი.

"ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ხაზს უს­ვამს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ეროვ­ნუ­ლი შე­რი­გე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. გა­მო­ხა­ტავს შეშ­ფო­თე­ბას ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნოს­ნი­სა და მოქ­მე­დი ოპო­ზი­ცი­ის ზო­გი­ერ­თი წევ­რის გა­სა­მარ­თლე­ბის, და­პა­ტიმ­რე­ბი­სა და წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის გამო. ასე­ვე შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავს პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის პო­ტენ­ცი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის გამო, რა­მაც შე­საძ­ლოა, ძირი გა­მო­უ­თხა­როს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის კურსს და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის სფე­რო­ში. მო­უ­წო­დებს, რომ ღი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის არ­სე­ბო­ბა გა­დამ­წყვე­ტია და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის შექ­მნის­თვის, რის­კე­ნაც სა­ქარ­თვე­ლო ის­წრაფ­ვის", - ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტში.

რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ე.წ. "შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლის" ბრალ­დე­ბებს ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა აქვს, ამი­ტომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა.

"ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი მო­უ­წო­დებს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას სა­ქარ­თვე­ლო­ში, იზ­რუ­ნოს იმის­თვის, რომ მო­მა­ვალ­ში თა­ვი­დან აი­ცი­ლოს მსგავ­სი ბრალ­დე­ბე­ბი კო­რუფ­ცი­ას­თან და ძა­ლა­უ­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტებ­თან ბრძო­ლის დროს", - ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ასე­ვე მი­ე­სალ­მე­ბა OSCE/ODIHR-ის "სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გის ან­გა­რიშს" და მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სე­რი­ო­ზუ­ლად ზო­მე­ბი გა­ა­ტა­როს ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად.

"ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყვე­ლა დო­ნე­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის, კო­რუფ­ცი­ის, თაღ­ლი­თო­ბი­სა და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­კენ. მო­უ­წო­დებს გა­ნა­ვი­თა­როს სრუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი, სა­თა­ნა­დოდ და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა, გა­ზარ­დოს საზ­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა სა­სა­მარ­თლო­სად­მი და და­იც­ვას კა­ნო­ნი­ე­რი ეკო­ნო­მი­კა. ხაზს უს­ვამს სა­ჯა­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დე­პო­ლი­ტი­ზა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას, რათა ის უფრო ეფექ­ტუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ჩა­რე­ვის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს", - ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ასე­ვე მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბას, ხაზს უს­ვამს ყვე­ლა უმ­ცი­რე­სო­ბის, კერ­ძოდ ეთ­ნი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი და ლგბტ უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის დაც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბას. რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ის­ლა­მო­ფო­ბი­ი­სა და ჰო­მო­ფო­ბი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

"თუმ­ცა ხაზს უს­ვამს ის­ლა­მო­ფო­ბი­ი­სა და ჰო­მო­ფო­ბი­ის ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბის ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­დგო­მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას", - ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ასე­ვე მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო შექ­მნას თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის­თვის, რაც ხელს უწყობს აზ­რის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და მე­დია პლუ­რა­ლიზმს. ტექ­სტში აღიშ­ნუ­ლია, რომ მე­დი­ას უნდა ჰქონ­და და­მო­უ­კი­დებ­ლად და ობი­ექ­ტუ­რად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ანაც ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­წო­ლის გა­რე­შე.

რო­გორც რე­ზო­ლუ­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ხაზს უს­ვამს სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სის­ტე­მის და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას მზარ­დი სო­ცი­ა­ლუ­რი უთა­ნას­წო­რო­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით აი­სა­ხა ბავ­შვებ­ზე. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­ზარ­და სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (2013 წელი - 27%, 2011 წელი - 25%), ასე­ვე უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში მცხოვ­რე­ბის ბავ­შვე­ბის რი­ცხვი (3,9% 6% -მდე), რო­მელ­თაც თა­ვის გა­ტა­ნა დღე­ში 1,25 დო­ლარ­ზე ნაკ­ლე­ბით უწევთ.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ასე­ვე მი­ე­სალ­მე­ბა ახა­ლი შრო­მის კო­დექ­სის მი­ღე­ბას და ხაზს უს­ვამს მისი შეს­რუ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში შრო­მი­თი სყან­დარ­ტე­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი დი­ა­ლო­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას.

რო­გორც რე­ზო­ლუ­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი მო­წუ­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­მამ­შრომ­ლო­ბის­კენ თან­მიმ­დევ­რუ­ლი დი­ა­ლო­გის გზით.

"ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით გა­დად­გმულ პო­ზი­ტი­ურ ნა­ბი­ჯებს. მო­უ­წო­დებს რუ­სეთს, რო­გორც რე­გი­ონ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­თა­მა­შეს, კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად ჩა­ერ­თოს კონ­ფლიქ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბის ძი­ე­ბა­ში, კერ­ძოდ კი ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში. სწამს, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ყვე­ლა დე­ბუ­ლე­ბა ორი­ვე მხა­რის მიერ სრუ­ლად უნდა იყოს და­ცუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სე­თის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­იყ­ვა­ნოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი და დე­ბუ­ლე­ბა, რომ რომ­ლის თა­ნამ­ხმად რუ­სეთ­მა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის შეს­ვლა აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის სა­და­ვო ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. ხაზს უს­ვამსლტოლ­ვილ­თა და იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა უსაფრ­თხოდ და ღირ­სე­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბას მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რებ­ლის ად­გილ­ზე", - ნათ­ქვა­მია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებას - რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში

კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებას - რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში

ევროპარლამენტის ოფიციალური გვერდი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს თაობაზე მიღებული რეზოლუციის ტექსტს აქვეყნებს.

რეზოლუციის ტექსტის საბოლოო ვარიანტი ევროპარლამენტმა რამდენიმე შესწორებით დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 491-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 84, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 63-მა.

როგორც რეზოლუციის ტექსტშია ნათქვამი, რუსეთი აგრძელებს საქართველოს კუთვნილი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპირებას ფუნდამენტური ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით.

ევროპარლამენტი ასევე აღნიშნავს, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია რეფორმების კუთხით და გააძლიერა ურთიერთობა ევროკავშირთან.

"ევროკავშირი ასევე ხაზს უსვამს საქართველოს უფლებას, შეუერთდეს ნებისმიერ ორგანიზაციას ან ალიანსს, საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემით და კიდევ ერთხელ გამოხატავს რწმენას, რომ არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტო დაადოს სხვა ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებას", - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

ევროპარლამენტი ასევე სრულ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის მიმართ, როგორც დაუყოვნებლივ ნიშანს ევროკავშირი-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობებისა და პირდაპირ ბენეფიტს მოსახლეობისთვის.

"ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ევროპულ სახელმწიფოს, აქვს ევროპული პერსპექტივა და უფლება - გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, დაიცავს რა დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებასა და ადამიანისა და უმცირესობათა უფლებებს, უზრუნველყოფს კანონის თავისუფლებას", - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

ევროპარლამენტი რეზოლუციაში ასევე ხაზს უსვამს, რომ ასოცირების შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო აღიარებულ მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება და ბენეფიტია ქვეყნის მთელი მოსახლეობისთვის.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოში პარტიებს შორის კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას ძირითადი რეფორმების მიღებისა და იმ ვალდებულებებისთვის, რომელსაც ასოცირების შეთანხმება გულისხმობს.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი აარიდოს დამოკიდებულებას "ყველაფერი გამარჯვებულს", რომელიც ახასიათებდა წინა ხელისუფლებას, რათა გადალახოს ქართული საზოგადოების ხანგრძლივი პოლარიზება.

რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

"ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, სრულად სცეს პატივი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გამოყოფა და შეწყვიტოს მისი ოკუპაცია. ევროპარლამენტი გმობს რუსეთსა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" ხელშეკრულებას და და მას რუსეთის მიერ აფხაზეთის სრული ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს. გამოხატავს შეშფოთებას, რომ მსგავსი "ხელშეკრულება" შესაძლოა, გაფორმდეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთანაც და ამ კუთხით, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას ე.წ. "ხელშეკრულების" გაუქმებისკენ და 2008 წლის 12 აგვიტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ", - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი ასევე მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო ხანებში გატარებულ რეფორმებს, რომელიც მიმართულია სტაბილურობის, დამოუკიდებულობისა და იმ ინსტიტუციების გაძლიერებისკენ, რომელიც პასუხისმგებელია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და კარგ მმართველობაზე.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ყველა სამართლებრივი დევნა უნდა იყოს გამჭვირვალე, პროპორციული და პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი, მკაცრად ემორჩილებოდეს საგამოძიებო პროცედურებს, წარიმართოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპების სრული დაცვით, როგორც ეს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით არის გათვალისწინებული.

ევროპარლამენტი შეშფოთებული რჩება პროკურატურაში ანგარიშვალდებულების ნაკლებობითა და იმ ბუნდოვანი კრიტერიუმებით, რომლის მიხედვითაც პროკურორები და გამომძიებლები ინიშნებიან, ამ თანამდებობისთვის ძირითადი კრიტერიუმი უნდა იყოს პროფესიონალიზმი.

"ევროპარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების მიერ ეროვნული შერიგების აუცილებლობას. გამოხატავს შეშფოთებას ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსნისა და მოქმედი ოპოზიციის ზოგიერთი წევრის გასამართლების, დაპატიმრებისა და წინასწარი პატიმრობის შეფარდების გამო. ასევე შეშფოთებას გამოხატავს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის პოტენციური გამოყენების გამო, რამაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპის კურსს და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების სფეროში. მოუწოდებს, რომ ღირებული პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა გადამწყვეტია დაბალანსებული და ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემის შექმნისთვის, რისკენაც საქართველო ისწრაფვის", - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ე.წ. "შერჩევითი სამართლის" ბრალდებებს ნეგატიური გავლენა აქვს, ამიტომ ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავიდან იქნას აცილებული სასამართლო სისტემის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად გამოყენება.

"ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, იზრუნოს იმისთვის, რომ მომავალში თავიდან აიცილოს მსგავსი ბრალდებები კორუფციასთან და ძალაუუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებთან ბრძოლის დროს", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი ასევე მიესალმება OSCE/ODIHR-ის "სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშს" და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სერიოზულად ზომები გაატაროს ანგარიშში აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად.

"ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველა დონეზე ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, თაღლითობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისკენ. მოუწოდებს განავითაროს სრულად ფუნქციონირებადი, სათანადოდ დაკომპლექტებული, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, გაზარდოს საზგადოების ნდობა სასამართლოსადმი და დაიცვას კანონიერი ეკონომიკა. ხაზს უსვამს საჯარო ადმინისტრაციის დეპოლიტიზაციის მნიშვნელობას, რათა ის უფრო ეფექტური და პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იყოს", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი ასევე მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, ხაზს უსვამს ყველა უმცირესობის, კერძოდ ეთნიკური, რელიგიური და ლგბტ უმცირესობების დაცვის მნიშვნელობას. რეზოლუციაში აღნიშნულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ისლამოფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

"თუმცა ხაზს უსვამს ისლამოფობიისა და ჰომოფობიის ძალადობრივი ქმედების ყველა დამნაშავის მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის აუცილებლობას", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ხელსაყრელი გარემო შექმნას თავისუფალი მედიისთვის, რაც ხელს უწყობს აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და მედია პლურალიზმს. ტექსტში აღიშნულია, რომ მედიას უნდა ჰქონდა დამოუკიდებლად და ობიექტურად მუშაობის უფლება პოლიტიკური ანაც ეკონომიკური ზეწოლის გარეშე.

როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, ევროპარლამენტი ხაზს უსვამს სოციალური დაცვის სისტემის დაუყოვნებელი რეფორმების აუცილებლობას მზარდი სოციალური უთანასწორობის შემცირების მიზნით, რომელიც განსაკუთრებით აისახა ბავშვებზე. ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში გაიზარდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი (2013 წელი - 27%, 2011 წელი - 25%), ასევე უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრების ბავშვების რიცხვი (3,9% 6% -მდე), რომელთაც თავის გატანა დღეში 1,25 დოლარზე ნაკლებით უწევთ.

ევროპარლამენტი ასევე მიესალმება ახალი შრომის კოდექსის მიღებას და ხაზს უსვამს მისი შესრულების აუცილებლობას, ასევე საქართველოში შრომითი სყანდარტების და სოციალური დიალოგის გაუმჯობესების გაგრძელებას.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი მოწუდებს საქართველოს ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თამამშრომლობისკენ თანმიმდევრული დიალოგის გზით.

"ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს. მოუწოდებს რუსეთს, როგორც რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშეს, კონსტრუქციულად ჩაერთოს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების გზების ძიებაში, კერძოდ კი ჟენევის მოლაპარაკებებში. სწამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ყველა დებულება ორივე მხარის მიერ სრულად უნდა იყოს დაცული. განსაკუთრებით რუსეთის ვალდებულება გაიყვანოს შეიარაღებული სამხედრო ძალები და დებულება, რომ რომლის თანამხმად რუსეთმა უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა აფხაზეთისა და ცხინვალის სადავო ტერიტორიებზე. ხაზს უსვამსლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას მუდმივი საცხოვრებლის ადგილზე", - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

კახა კალაძე ე.წ. ზეემკას დასახლებაში ნახევრად დაგებულ გზაზე - ადამიანების ჯგუფმა დახაზვითი სამუშაოები ჩაატარა, რომ გამოეყვანათ, როგორი უნიათოა მერია

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ" - ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ხაზარაძეს, ჩხარტიშვილსა და ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა

"ბავშვები არ შიმშილობენ... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა" - "ოცნების" დეპუტატი