მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოალიციასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობა" 41:5 დავამარცხე - თეა წულუკიანი
კოალიციასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობა" 41:5 დავამარცხე - თეა წულუკიანი

ვი­ზი­ა­რებ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ფრი­ა­დო­სა­ნი, მე კი ვარ ორ­მოც­და­ერ­თო­სა­ნი და კო­ა­ლი­ცი­ას­თან ერ­თად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" 41:5 და­ვა­მარ­ცხე, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა "მა­ესტროს ცხრი­ან­ში", ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლია. ვიდ­რე აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ბევ­რის ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა.

"ვი­ზი­ა­რებ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ფრი­ა­დო­სა­ნი, მე კი ვარ ორ­მოც­და­ერ­თო­სა­ნი. 41:5 და­ვა­მარ­ცხე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" ერ­თად. ასეც ვაგ­რძე­ლებ და ასეც გა­ვაგ­რძე­ლებ. ჩვენ ვართ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა, ვიდ­რე ბევ­რი აღ­მო­სავ­ლურ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა, თუნ­დაც ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის, თუნ­დაც რე­ფორ­მე­ბის კუ­თხით, რაც არ იყო ბა­ტო­ნი ხუ­თოს­ნის გეგ­მებ­ში მთე­ლი 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუკი შეც­დო­მა არის ის, რომ ცი­ხე­ებ­ში არა­ვის აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ, თუკი შეც­დო­მა არის ის, რომ მო­სა­მარ­თლე ჩემ­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია, მზად ვარ მი­ვი­ღო ეს "შეც­დო­მა", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, "ხუ­თო­სან­მა" ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე თა­ვი­სი თვა­ლით ნახა სა­კუ­თა­რი ფი­ას­კო. "მი­ხა­რო­და, რომ ვხე­დავ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან ერ­თად ამ ის­ტო­რი­ულ დღეს რომ ეს­წრე­ბო­და. მი­ხა­რო­და, რომ იქ იყო ხუ­თო­სა­ნი, რათა თა­ვი­სი თვა­ლით და­ე­ნა­ხა სა­კუ­თა­რი ფი­ას­კო. ეს იყო მის­თვის ფი­ას­კო, რად­გან რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, რომ ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბა არის რე­ფორ­მა­ტო­რი, 2 წელი ტო­ტა­ლურ შრო­მას ეწე­ვა და ეს შრო­მა და­უ­ფას­და", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

სა­მი­ან­ზე ძლივს "ვქა­ჩავთ", – ასე აფა­სებს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­წე­ულ იმ საქ­მი­ა­ნო­ბას, რა­მაც ქვე­ყა­ნა ევ­როს­ტრუქ­ტუ­რე­ბამ­დე უნდა მი­იყ­ვა­ნოს. რო­გორც ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ჟურ­ნა­ლის­ტებს სტრას­ბურ­გში გა­ნუ­ცხა­და, ევ­რო­პა სა­ქარ­თვე­ლო­ში პრობ­ლე­მებს ხე­დავს, რაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მიერ მომ­ზა­დე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ა­შია ასა­ხუ­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლო რომ ევ­რო­პის ნა­წი­ლია, ამა­ში ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ პრობ­ლე­მე­ბია, ამას ნა­ხავთ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში, რო­მელ­საც დღეს მი­ი­ღე­ბენ. ყვე­ლა­ფე­რი წე­რია იმ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში, წე­რია ძა­ლი­ან არა­დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ენი­თაც კი. სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის იყო ხუ­თო­სა­ნი და ათო­სა­ნი ამ პრო­ცე­სე­ბის. რამ­დე­ჯერ უნდა ვი­ყოთ კლას­ში ჩა­ტო­ვე­ბის ზღვარ­ზე? ფაქ­ტია, რომ სა­მი­ან­ზე ძლივს ვქა­ჩავთ. მე მი­ხა­რო­და ხოლ­მე ამ ქა­ლაქ­ში ჩა­მოს­ვლა, რად­გან ხუ­თოს­ნე­ბი ვი­ყა­ვით. არ მინ­და, რომ ჩემი ქვე­ყა­ნა იყოს ორო­სა­ნი, ვინც არ უნდა იყოს ამ ქვეყ­ნის ლი­დე­რი. არ მინ­და, ყო­ველ წუთ­ში გვე­მუქ­რე­ბოდ­ნენ რომ სა­შე­მოდ­გო­მოს გა­მო­გა­ყო­ლე­ბენ, რომ გაგ­ვრი­ცხა­ვენ. რა­ტომ?", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

კოალიციასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობა" 41:5 დავამარცხე - თეა წულუკიანი

კოალიციასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობა" 41:5 დავამარცხე - თეა წულუკიანი

ვიზიარებ, რომ სააკაშვილი არის ფრიადოსანი, მე კი ვარ ორმოცდაერთოსანი და კოალიციასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობა" 41:5 დავამარცხე, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "მაესტროს ცხრიანში", ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი მთავრობა უფრო წარმატებულია. ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ბევრის ქვეყნის მთავრობა.

"ვიზიარებ, რომ სააკაშვილი არის ფრიადოსანი, მე კი ვარ ორმოცდაერთოსანი. 41:5 დავამარცხე "ნაციონალური მოძრაობა" კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" ერთად. ასეც ვაგრძელებ და ასეც გავაგრძელებ. ჩვენ ვართ უფრო წარმატებული მთავრობა, ვიდრე ბევრი აღმოსავლურ ევროპული ქვეყნის მთავრობა, თუნდაც ეკონომიკური ზრდის, თუნდაც რეფორმების კუთხით, რაც არ იყო ბატონი ხუთოსნის გეგმებში მთელი 9 წლის განმავლობაში. თუკი შეცდომა არის ის, რომ ციხეებში არავის აუპატიურებენ, თუკი შეცდომა არის ის, რომ მოსამართლე ჩემგან თავისუფალია, მზად ვარ მივიღო ეს "შეცდომა", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, "ხუთოსანმა" ევროპარლამენტის სხდომაზე თავისი თვალით ნახა საკუთარი ფიასკო. "მიხაროდა, რომ ვხედავდი საქართველოს პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ამ ისტორიულ დღეს რომ ესწრებოდა. მიხაროდა, რომ იქ იყო ხუთოსანი, რათა თავისი თვალით დაენახა საკუთარი ფიასკო. ეს იყო მისთვის ფიასკო, რადგან რეზოლუციაში არის აღიარებული, რომ ამჟამინდელი მთავრობა არის რეფორმატორი, 2 წელი ტოტალურ შრომას ეწევა და ეს შრომა დაუფასდა", - განაცხადა წულუკიანმა.

სამიანზე ძლივს "ვქაჩავთ", – ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედი ხელისუფლების მიერ გაწეულ იმ საქმიანობას, რამაც ქვეყანა ევროსტრუქტურებამდე უნდა მიიყვანოს. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, ევროპა საქართველოში პრობლემებს ხედავს, რაც ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ რეზოლუციაშია ასახული.

"საქართველო რომ ევროპის ნაწილია, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ საქართველოში რომ პრობლემებია, ამას ნახავთ რეზოლუციაში, რომელსაც დღეს მიიღებენ. ყველაფერი წერია იმ რეზოლუციაში, წერია ძალიან არადიპლომატიური ენითაც კი. საქართველო ყოველთვის იყო ხუთოსანი და ათოსანი ამ პროცესების. რამდეჯერ უნდა ვიყოთ კლასში ჩატოვების ზღვარზე? ფაქტია, რომ სამიანზე ძლივს ვქაჩავთ. მე მიხაროდა ხოლმე ამ ქალაქში ჩამოსვლა, რადგან ხუთოსნები ვიყავით. არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ოროსანი, ვინც არ უნდა იყოს ამ ქვეყნის ლიდერი. არ მინდა, ყოველ წუთში გვემუქრებოდნენ რომ საშემოდგომოს გამოგაყოლებენ, რომ გაგვრიცხავენ. რატომ?", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა