პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, მერე თავის მოკვლა სცადა - მორიგი ოჯახური ტრაგედიის დეტალები
ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, მერე თავის მოკვლა სცადა - მორიგი ოჯახური ტრაგედიის დეტალები

16 დე­კემ­ბერს, გვი­ან ღა­მით 112-ში ზარი გა­ის­მა, - მა­მა­კა­ცი თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ რუ­ის­პირ­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მის­ვლას ითხოვ­და. მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე მი­სულ ექი­მებს სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდათ, ახალ­გაზ­რდა ქალი სის­ხლში ცუ­რავ­და. მას ჭრი­ლო­ბა გულ-მკერ­დის არე­ში ჰქნდა მი­ყე­ნე­ბუ­ლი, დაჭ­რი­ლი იყო მისი მე­უღ­ლეც. მა­მა­კაცს გონ­ზე იყო. ორი­ვე სას­წრა­ფოდ თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სამ­წუ­ხა­როდ, ქალი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე ისე გარ­და­იც­ვა­ლა, ვე­რაფ­რის თქმა ვერ მო­ას­წრო. ექი­მებ­მა სა­თა­ნა­დო დახ­მა­რე­ბა მა­მა­კაცს აღ­მო­უ­ჩი­ნეს, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა.

მალე გა­ირ­კვა, რომ ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი ამ შემ­თხვე­ვა­შიც ეჭ­ვი­ა­ნო­ბა იყო. იმ ღა­მით ცოლ-ქმარს შო­რის კონ­ფლიქ­ტი სის­ხლისღვრით დას­რუ­ლე­ბუ­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, უკვე ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვე­ღარ უძ­ლებს ოჯა­ხებ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბე­ბი. ეკა მო­ლაშ­ვი­ლი უკვე 28-ე ქა­ლია, რო­მე­ლიც წელს ქმარ­მა გა­მო­ა­სალ­მა სი­ცო­ცხლეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 58 წლის თენ­გიზ არჩვა­ძეს ცო­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრა­ლი უკვე წა­უ­ყე­ნეს. დად­გე­ნი­ლია, რომ მან და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა ცოლს მთვრალ­მა მი­ა­ყე­ნა, ამის შემ­დეგ თა­ვის მოკ­ვლა სცა­და. შემ­დგომ უთ­ქვამს, რომ გა­ვი­აზ­რე რა ჩა­ვი­დი­ნე, ამის მერე მინ­დო­და თავი მო­მეკ­ლა, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლიო. სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. მან გა­მო­ძი­ე­ბას დე­ტა­ლუ­რი ჩვე­ნე­ბა უკვე მის­ცა, თუმ­ცა არ ხმა­ურ­დე­ბა დე­ტა­ლე­ბი. ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მუ­შა­ობ­დნენ. ბი­ნი­დან მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი -სის­ხლი­ა­ნი დანა ამო­ი­ღეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მკვლე­ლო­ბის დროს სახ­ლში მათი 5 წლის გო­გო­ნაც იყო. ბავ­შვს ეძი­ნა და სა­ბედ­ნი­ე­როდ ამ ტრა­გე­დი­ის თვითმხილ­ვე­ლი არ გამ­ხდა­რა.

მოკ­ლუ­ლი ეკა მო­ლაშ­ვი­ლი 22 წლით იყო ქმარ­ზე უმ­ცრო­სი. 36 წლის ქა­ლის ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზის შემ­დეგ დე­დის სახ­ლში გა­და­ას­ვე­ნეს. ეკას დედა მე­უღ­ლეს­თან და ქალ-ვაჟ­თან ერ­თად, იმა­ვე სო­ფელ­ში, რუ­ის­პირ­ში ცხოვ­რობს. იქვე ახ­ლოს ცხოვ­რობს ეკას მე­ო­რე ძმაც, თა­ვის ცოლ-შვილ­თან ერ­თად. სწო­რედ ისი­ნი იზ­რუ­ნე­ბენ ეკას პა­ტა­რა­ზე. ამ­ბო­ბენ, უდედ­მა­მოდ დარ­ჩე­ნილ პა­ტა­რას სით­ბოს და სიყ­ვა­რულს არ მო­ვაკ­ლებ­თო.

თე­მურ გი­გა­უ­რი, გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სო­ფელ რუ­ის­პირ­ში:

- მკვლე­ლო­ბა გვი­ან ღა­მით მომ­ხდა, ამი­ტომ თვითმხილ­ვე­ლი არა­ვი­ნაა. მკვლე­ლო­ბის დროს, ცოლ-ქმრის გარ­და, სახ­ლში მათი 5 წლის გო­გო­ნაც იყო. ქმარს სო­ფელ­ში ვიც­ნობ­დით რო­გორც თენ­გიზ არჩვა­ძეს, თუმ­ცა პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი არ ჰქო­ნია. ამ­ბობ­და, რომ დევ­ნი­ლი იყო. მის წარ­სულ­ზე ჩვენ არა­ფე­რი ვი­ცით. ჩვენს სო­ფელ­ში 6 წლის წინ გა­მოჩ­ნდა და დევ­ნი­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ შე­ნო­ბა­ში და­სახ­ლდა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, მერე თავის მოკვლა სცადა - მორიგი ოჯახური ტრაგედიის დეტალები

ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, მერე თავის მოკვლა სცადა - მორიგი ოჯახური ტრაგედიის დეტალები

16 დეკემბერს, გვიან ღამით 112-ში ზარი გაისმა, - მამაკაცი თელავის რაიონის სოფელ რუისპირში სასწრაფო დახმარების მისვლას ითხოვდა. მითითებულ მისამართზე მისულ ექიმებს საშინელი სურათი დახვდათ, ახალგაზრდა ქალი სისხლში ცურავდა. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქნდა მიყენებული, დაჭრილი იყო მისი მეუღლეც. მამაკაცს გონზე იყო. ორივე სასწრაფოდ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე ისე გარდაიცვალა, ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. ექიმებმა სათანადო დახმარება მამაკაცს აღმოუჩინეს, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მალე გაირკვა, რომ ტრაგედიის მიზეზი ამ შემთხვევაშიც ეჭვიანობა იყო. იმ ღამით ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი სისხლისღვრით დასრულებულა. სამწუხაროდ, უკვე ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს ოჯახებში მომხდარი მკვლელობები. ეკა მოლაშვილი უკვე 28-ე ქალია, რომელიც წელს ქმარმა გამოასალმა სიცოცხლეს. სამართალდამცავებმა 58 წლის თენგიზ არჩვაძეს ცოლის მკვლელობაში ბრალი უკვე წაუყენეს. დადგენილია, რომ მან დანით სასიკვდილო ჭრილობა ცოლს მთვრალმა მიაყენა, ამის შემდეგ თავის მოკვლა სცადა. შემდგომ უთქვამს, რომ გავიაზრე რა ჩავიდინე, ამის მერე მინდოდა თავი მომეკლა, მაგრამ ვერ შევძელიო. სამართალდამცავთა თქმით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მან გამოძიებას დეტალური ჩვენება უკვე მისცა, თუმცა არ ხმაურდება დეტალები. ტრაგედიის ადგილას სამართალდამცავები რამდენიმე საათი მუშაობდნენ. ბინიდან მკვლელობის იარაღი -სისხლიანი დანა ამოიღეს. როგორც ირკვევა, მკვლელობის დროს სახლში მათი 5 წლის გოგონაც იყო. ბავშვს ეძინა და საბედნიეროდ ამ ტრაგედიის თვითმხილველი არ გამხდარა.

მოკლული ეკა მოლაშვილი 22 წლით იყო ქმარზე უმცროსი. 36 წლის ქალის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ დედის სახლში გადაასვენეს. ეკას დედა მეუღლესთან და ქალ-ვაჟთან ერთად, იმავე სოფელში, რუისპირში ცხოვრობს. იქვე ახლოს ცხოვრობს ეკას მეორე ძმაც, თავის ცოლ-შვილთან ერთად. სწორედ ისინი იზრუნებენ ეკას პატარაზე. ამბობენ, უდედმამოდ დარჩენილ პატარას სითბოს და სიყვარულს არ მოვაკლებთო.

თემურ გიგაური, გამგებლის წარმომადგენელი, სოფელ რუისპირში:

- მკვლელობა გვიან ღამით მომხდა, ამიტომ თვითმხილველი არავინაა. მკვლელობის დროს, ცოლ-ქმრის გარდა, სახლში მათი 5 წლის გოგონაც იყო. ქმარს სოფელში ვიცნობდით როგორც თენგიზ არჩვაძეს, თუმცა პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონია. ამბობდა, რომ დევნილი იყო. მის წარსულზე ჩვენ არაფერი ვიცით. ჩვენს სოფელში 6 წლის წინ გამოჩნდა და დევნილებისთვის განკუთვნილ შენობაში დასახლდა.  განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ