პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უარს ვმბობ საქართველოს მოქალაქეობაზე" - ჟურნალისტი ოჯახის გადასარჩენად სხვა გზას ვეღარ ხედავს
"უარს ვმბობ საქართველოს მოქალაქეობაზე" - ჟურნალისტი ოჯახის გადასარჩენად სხვა გზას ვეღარ ხედავს

"უარს ვამ­ბობ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე. ჩავ­ბარ­დე­ბი ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნას ჩემი მე­უღ­ლე ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლი, არც სა­პატ­რი­არ­ქოს ყუ­რა­დღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს, არა­და, თუ ვინ­მეს ჭირ­დე­ბა ეკ­ლე­სი­ის თა­ნად­გო­მა, პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა, მათ­გან ერთ-ერთი ჩვე­ნი ოჯა­ხია"... ეს სი­ტყვე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტმა ნა­თია ნო­დი­ამ ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა... ვი­თა­რე­ბის გა­სარ­კვე­ვად ნა­თი­ას და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ნა­თია, იქ­ნებ, მოგ­ვიყ­ვე რამ მი­გიყ­ვა­ნა ასეთ უკი­დუ­რეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე?

- მე მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო, მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო. ვიცი, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა ემიგ­რან­ტო­ბა, მაგ­რა ჩემი ოჯა­ხის გა­და­სარ­ჩენ სხვა გზას ვე­ღარ ვხე­დავ. დედა ვარ, შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის­თვის უნდა ვიბ­რძო­ლო. ქვეყ­ნა­ში არა­ფე­რი იც­ვლე­ბა, ადა­მი­ა­ნებს კვლა­ვაც უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა და საშ­ვე­ლი არ ჩანს. ასე­ვე მიყ­ვარს ჩემი მრწამ­სი, თავს გავ­წი­ვარ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის­თვის, ოღონდ არ მინ­და ჭეშ­მა­რი­ტი მა­მე­ბი "ტა­ბუ­რე­ტი­ა­ნებ­მა" და­ჩაგ­რონ და დაჩ­რდი­ლონ. დიდ პა­ტივს ვცემ პატ­რი­არ­ქს, მე მხო­ლოდ ცო­ტა­ო­დენ ყუ­რა­დღე­ბას ვი­თხოვ. ეს სი­ტყვე­ბი ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უუ­ნა­რო­ბამ და­მა­წე­რი­ნა

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ირა­ნი­დან სარ­წმუ­ნო­ებ­რივ ნი­ა­დაგ­ზე ვართ დევ­ნი­ლე­ბი. აგერ ოთხი წე­ლია, რაც ფე­რე­იდ­ნელ ქარ­თველ­ზე დავ­ქორ­წინ­დი. ორი შვი­ლი მყავს - გო­გო­ნა 2 წლი­საა, ვაჟი კი 10 თვის. ვი­ნა­ი­დან ქრის­ტი­ან­ზე და­ქორ­წინ­და, ჩემს ქმარს ფე­რე­ი­დან­ში ქო­ნე­ბის კუთ­ვნილ წილს არ აძ­ლე­ვენ, არ გვი­ფორ­მე­ბენ ჩვენს სახ­ლს, რომ გავ­ყი­დოთ მა­ინც... არა­თუ გვეხ­მა­რე­ბი­ან, პი­რი­ქით, ახ­ლობ­ლე­ბი მე­უღ­ლეს აყ­ვედ­რი­ან - რა­ტომ წახ­ვე­დი, რა­ტომ გვი­ღა­ლა­ტეო? და­რეკ­ვი­თაც კი არ გვკი­თხუ­ლო­ბენ. მათი იმე­დი დიდ ხანს მქონ­და. მერე თან­და­თან ლო­გი­კუ­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­და სუ­რა­თი, რომ მათ რძლად არ მი­ვაჩ­ნი­ვარ. არ გრძნო­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ჩემი შვი­ლე­ბის მი­მართ. ზუს­ტად ვიცი, ჩემი სარ­წმუ­ნო­ე­ბის გამო ხდე­ბა ეს, არა­ერ­თხელ წა­მოს­ცდე­ნი­ათ, რომ "ურ­ჯუ­ლო" ვარ. ჩემი ქმა­რიც ამ მი­ზე­ზით მო­იკ­ვე­თეს.

- მე­უღ­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში რას საქ­მი­ა­ნობს?

- მე­უღ­ლე ამ­ჟა­მად უმუ­შე­ვა­რია. ერთ-ერთ ირა­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში თარ­ჯიმ­ნად მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ყუ­რის ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­კარ­გა სმე­ნა და შე­სა­ბა­მი­სად, სამ­სა­ხუ­რიც. ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით და სცა­და ფი­ზი­კუ­რი ემუ­შა­ვა, მაგ­რამ ესეც ვერ შეძ­ლო. წლე­ბის წინ, ირან­ში კის­ტა ამო­აჭ­რეს ფილ­ტვზე, რის გა­მოც ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას ფილ­ტვე­ბი ვერ უძ­ლებს. ოჯახ­ში მხო­ლოდ ვარ შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი. ერთ-ერთ გა­ზეთ­ში შტატ­გა­რე­შე კო­რეს­პონ­დენ­ტად ვმუ­შა­ობ, თუმ­ცა მი­ზე­რულ ანა­ზღა­უ­რე­ბას ვი­ღებ. უმა­დუ­რი არ ვარ და ამ რე­დაქ­ცი­ის­თვის მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის, თუმ­ცა ამ თან­ხით ერთი კვი­რის სარ­ჩო­საც ვერ ვყი­დუ­ლობთ. წარ­ჩი­ნე­ბით და­ვამ­თავ­რე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მა­გის­ტრან­ტი ვარ. ვცხოვ­რობ სხვის ბი­ნა­ში. რამ­დე­ნი­მე თვეა უკვე ვერ ვიხ­დი ქი­რას, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი ახ­ლობ­ლის ბი­ნა­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, თუმ­ცა მისი დაც­ლაც მალე მო­მი­წევს. არ გვაძ­ლე­ვენ სო­ცი­ა­ლურ შემ­წე­ო­ბას. ისიც არ ვიცი, დაგ­ვი­ნი­შა­ვენ თუ არა მე­უღ­ლის კუთ­ვნილ პენ­სი­ას. ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქეა და ირა­ნი­დან ითხო­ვენ ცნო­ბას, არი­ქა, იქ ხომ არ იღებს შემ­წე­ო­ბა­სო. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"უარს ვმბობ საქართველოს მოქალაქეობაზე" - ჟურნალისტი ოჯახის გადასარჩენად სხვა გზას ვეღარ ხედავს

"უარს ვმბობ საქართველოს მოქალაქეობაზე" - ჟურნალისტი ოჯახის გადასარჩენად სხვა გზას ვეღარ ხედავს

"უარს ვამბობ საქართველოს მოქალაქეობაზე. ჩავბარდები ნებისმიერ ქვეყანას ჩემი მეუღლე ფერეიდნელი ქართველი, არც საპატრიარქოს ყურადღებას იმსახურებს, არადა, თუ ვინმეს ჭირდება ეკლესიის თანადგომა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, მათგან ერთ-ერთი ჩვენი ოჯახია"... ეს სიტყვები ჟურნალისტმა ნათია ნოდიამ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა... ვითარების გასარკვევად ნათიას დავუკავშირდით.

- ნათია, იქნებ, მოგვიყვე რამ მიგიყვანა ასეთ უკიდურეს გადაწყვეტილებამდე?

- მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მიყვარს საქართველო. ვიცი, ძალიან გამიჭირდება ემიგრანტობა, მაგრა ჩემი ოჯახის გადასარჩენ სხვა გზას ვეღარ ვხედავ. დედა ვარ, შვილების მომავლისთვის უნდა ვიბრძოლო. ქვეყნაში არაფერი იცვლება, ადამიანებს კვლავაც უკიდურეს გაჭირვებაში გვიწევს ცხოვრება და საშველი არ ჩანს. ასევე მიყვარს ჩემი მრწამსი, თავს გავწივარ მართლმადიდებლობისთვის, ოღონდ არ მინდა ჭეშმარიტი მამები "ტაბურეტიანებმა" დაჩაგრონ და დაჩრდილონ. დიდ პატივს ვცემ პატრიარქს, მე მხოლოდ ცოტაოდენ ყურადღებას ვითხოვ. ეს სიტყვები ჩვენი ხელისუფლების უუნარობამ დამაწერინა

შეიძლება ითქვას, რომ ირანიდან სარწმუნოებრივ ნიადაგზე ვართ დევნილები. აგერ ოთხი წელია, რაც ფერეიდნელ ქართველზე დავქორწინდი. ორი შვილი მყავს - გოგონა 2 წლისაა, ვაჟი კი 10 თვის. ვინაიდან ქრისტიანზე დაქორწინდა, ჩემს ქმარს ფერეიდანში ქონების კუთვნილ წილს არ აძლევენ, არ გვიფორმებენ ჩვენს სახლს, რომ გავყიდოთ მაინც... არათუ გვეხმარებიან, პირიქით, ახლობლები მეუღლეს აყვედრიან - რატომ წახვედი, რატომ გვიღალატეო? დარეკვითაც კი არ გვკითხულობენ. მათი იმედი დიდ ხანს მქონდა. მერე თანდათან ლოგიკურად ჩამოყალიბდა სურათი, რომ მათ რძლად არ მივაჩნივარ. არ გრძნობენ პასუხისმგებლობას ჩემი შვილების მიმართ. ზუსტად ვიცი, ჩემი სარწმუნოების გამო ხდება ეს, არაერთხელ წამოსცდენიათ, რომ "ურჯულო" ვარ. ჩემი ქმარიც ამ მიზეზით მოიკვეთეს.

- მეუღლე საქართველოში რას საქმიანობს?

- მეუღლე ამჟამად უმუშევარია. ერთ-ერთ ირანულ კომპანიაში თარჯიმნად მუშაობდა, მაგრამ ყურის ოპერაციის შედეგად დაკარგა სმენა და შესაბამისად, სამსახურიც. ფერეიდნელები გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით და სცადა ფიზიკური ემუშავა, მაგრამ ესეც ვერ შეძლო. წლების წინ, ირანში კისტა ამოაჭრეს ფილტვზე, რის გამოც ფიზიკურ დატვირთვას ფილტვები ვერ უძლებს. ოჯახში მხოლოდ ვარ შრომისუნარიანი. ერთ-ერთ გაზეთში შტატგარეშე კორესპონდენტად ვმუშაობ, თუმცა მიზერულ ანაზღაურებას ვიღებ. უმადური არ ვარ და ამ რედაქციისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, თუმცა ამ თანხით ერთი კვირის სარჩოსაც ვერ ვყიდულობთ. წარჩინებით დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრანტი ვარ. ვცხოვრობ სხვის ბინაში. რამდენიმე თვეა უკვე ვერ ვიხდი ქირას, იძულებული გავხდი ახლობლის ბინაში გადავსულიყავი, თუმცა მისი დაცლაც მალე მომიწევს. არ გვაძლევენ სოციალურ შემწეობას. ისიც არ ვიცი, დაგვინიშავენ თუ არა მეუღლის კუთვნილ პენსიას. ორმაგი მოქალაქეა და ირანიდან ითხოვენ ცნობას, არიქა, იქ ხომ არ იღებს შემწეობასო. განაგრძეთ კითხვა

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია" - ამირან გამყრელიძე

"ამ ასაკის პაციენტები ასე არ მძიმდებოდნენ, მძიმდებიან უფრო ადრეულ პერიოდში - მე-3, მე-5 დღეს" - მარინა ენდელაძის თქმით, ახალგაზრდებში კოვიდის გავრცელებამ მოიმატა

როდის რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო - ამირან გამყრელიძე ივნის-ივლისში დაგეგმილ სიახლეებზე