5 ყველაზე მასშტაბური საზღვაო კატასტროფა, რომლის შედეგებიც წყლის ზედაპირზე დღემდე ხილულია

5 ყველაზე მასშტაბური საზღვაო კატასტროფა, რომლის შედეგებიც წყლის ზედაპირზე დღემდე ხილულია

სპეციალისტთა შეფასებით, საუკუნეების განმავლობაში, მსოფლიოს ოკეანეებსა და ზღვებში ჩაძირული გემებისა და ხომალდების რიცხვი 4 მილიონს აჭარბებს. მათი ნაწილი ისტორიული მნიშვნელობისაა და როგორც წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობა, "იუნესკოს" დაცვის ქვეშ იმყოფება.

ზღვაზე მომხდარი ბოლო კატასტროფა, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიღო, 2012 წლის იანვარში მოხდა. მაშინ იტალიის ნაპირთან საკრუიზო ლაინერი Costa Concordia გადაბრუნდა. ნახევრად დაძირულ მდგომარეობაში ბორტზე მწოლიარე თეთრმა ლაინერმა ათასობით ტურისტი მიიზიდა. რამდენიმე თვის წინ Costa Concordia წყლიდან ამოიყვანეს და უტილიზაციაზე გაუშვეს. თუმცა მსოფლიოში მრავლადაა სანაპიროებზე გამორიყული გემები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ტურისტების და განძთა მაძიებლების ყურადღებას იპყრობენ.

SS America

არსებობის განმავლობაში, 1940 წელს აგებულმა საოკეანო ლაინერმა 9 დასახელება შეიცვალა. მეორე მსოფლიო ომში ამერიკის ჩართვამდე, მან მხოლოდ რამდენიმე რეისი შეასრულა. შემდგომ რეკვიზირებულ გემს ევროპაში ჯარისკაცების ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ. ბერლინის დაცემის შემდეგ ლაინერი კვლავ მშვიდობიან დანიშნულებას დაუბრუნდა, რომელსაც ის 1978 წლამდე ასრულებდა. მფლობელი კომპანიის გაკოტრების გამო, შემდგომ წლებში გემმა არაერთი პატრონი გამოიცვალა და სხვადასხვა სპეციალობის - მათ შორის მცურავი ციხის მორგება სცადა. 1993 წელს SS America ტაილანდში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ გადაკეთების მიზნით გაიყიდა. საბერძნეთიდან ბუქსირით წაყვანილი ლაინერი შტორმში მოხვდა და კანარის კუნძულებთან მეჩეჩზე შერჩა. 1996 წელს შუაზე გადატეხილი გემის კორპუსი ზღვამ წაიღო. წლების განმავლობაში ნაპირზე დარჩენილი SS America-ს ფრაგმენტები ასეულობით ტურისტსა და ფოტოგრაფს იზიდავდა.

"სამყაროს აღმომჩენი"

1974 წელს აგებული საკრუიზო ხომალდი წლების განმავლობაში ანტარქტიდასა და პოლარულ რეგიონებში საკრუიზო რეისებს ასრულებდა. უსაფრთხოების გაზრდისთვის გემს ორმაგი კორპუსი ჰქონდა. თუმცა 2000 წლის 30 აპრილს ამ გარემოებამ ის ვერ გადაარჩინა. სოლომონის კუნძულებთან გემი რიფს წამოედო. კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, კაპიტანმა ლაინერი ნაპირზე გამორიყა და მეჩეჩზე დასვა. ეკიპაჟი და მგზავრები უვნებელნი დარჩნენ. მას შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გაძარცვული, მიტოვებული გემი ექსტრიმის მოყვარულების თავშეყრის ადგილად იქცა.

BOS-400

ფრანგული მცურავი პლატფორმა BOS-400 შტორმის დროს ბუქსირებისას სამხრეთ აფრიკის ნაპირთან მეჩეჩზე მოხვდა. ის კონგოდან კეიპთაუნში გადაჰყავდათ. გვარლი, რომლითაც ბუქსირი პლატფორმას ექაჩებოდა, შტორმის დროს გაწყდა. ტალღების მიერ გამორიყული მცურავი საშუალება დღესაც ადგილობრივ ღირშესანიშნაობად ითვლება.

La Famille Express

ეს გემი 1952 წელს პოლონეთში აიგო და საკუთარი სამსახურებრივი კარიერის უმეტესი ნაწილი Форт-Шевченко-ს სახელით, საბჭოური დროშის ქვეშ ცურავდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ გემი ჩამოწერეს და 1999 წელს გაყიდეს. ახალმა მფლობელმა გემს La Famille Express უწოდა. 2004 წელს ფრენსისის ქარიშხლისას, გემი კარიბის ზღვაში მეჩეჩზე მოხვდა. მას შემდეგ მეპატრონის მიერ მიტოვებული La Famille Express ყოველწლიურად ასობით ტურისტს იზიდავს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს