პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვიჩა მაღლაკელიძე და გრეგორი ლეპსი მოსკოვში ერთ სახლში ცხოვრობდნენ
ხვიჩა მაღლაკელიძე და გრეგორი ლეპსი მოსკოვში ერთ სახლში ცხოვრობდნენ

გრე­გო­რი ლეპ­სის თბი­ლი­სუ­რი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ მის­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ მომ­ღე­რალ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ფი­ნეს, იმის ხაზ­გა­სას­მე­ლად, რომ მის კონ­ცერტს და­ეს­წრნენ. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა არა­ვინ ფიქ­რობ­და ლეპ­სის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნას, მუ­სი­კოს­მა ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძემ გრე­გო­რის­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, მუ­სი­კოს­სა და მომ­ღე­რალს დიდი ხნის მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებთ.

- ხვი­ჩა, სად გა­ი­ცა­ნი გრე­გო­რი ლეპ­სი?

- მე და გრი­შა 16-17 წლის მე­გობ­რე­ბი ვართ. მოს­კოვ­ში ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით და ერთ სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით. მა­შინ ლეპ­სი დამ­წყე­ბი მომ­ღე­რა­ლი იყო. წვა­ლე­ბით ვი­ყა­ვით ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში. მა­შინ კრი­ზი­სი იყო დიდი, მუ­შა­ო­ბაც არ იყო. ჩემი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, 1997 წლის შემ­დეგ და­ი­ქო­ქა და გა­ით­ქვა სა­ხე­ლი გრე­გო­რიმ რუ­სეთ­ში.

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, შენ ამ მომ­ღე­რალ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნე საკ­მა­ოდ ში­ნა­უ­რულ გა­რე­მო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი...

- ეს ფოტო ოდე­სა­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, ორი წლის წინ. მა­ნამ­დე სულ მე­უბ­ნე­ბო­და, ჩა­მო­დი ჩემ­თან მოს­კოვ­ში, რა გა­გიხ­დაო. მოს­კოვ­ში ჩა­მოს­ვლას ვიზა სჭირ­დე­ბა-მეთ­ქი, ვპა­სუ­ხობ­დი. ტიპი იმ­დე­ნად აპო­ლი­ტი­კუ­რია, ისიც არ იცო­და, რა­ტომ მინ­დო­და ვიზა მოს­კოვ­ში. მერე ოდე­სა­ში ჰქონ­და კონ­ცერ­ტი და და­მი­რე­კა, გა­ვარ­კვიე, აქ ვიზა არ გჭირ­დე­ბა და ჩა­მო­დიო. ჩა­ვე­დი. სწო­რედ მა­შინ­დე­ლი სტუმ­რო­ბის დროს, სას­ტუმ­რო­შია გა­და­ღე­ბუ­ლი ეს ფოტო...

- რა შე­გიძ­ლია ამ მომ­ღე­რალ­ზე გვი­ამ­ბო, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია?

- კაი, გემ­რი­ე­ლი ტი­პია, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი. იმ­ხე­ლა საძ­მა­კა­ცო და სა­მე­გობ­რო ჰყავს... მაგ­რამ არ გავა თვე, რომ არ შე­მეხ­მი­ა­ნოს და არ მო­მი­კი­თხოს. მეც ვცდი­ლობ, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ვიყო.

- ქარ­თუ­ლი მარ­თლა არ იცის?

- ძა­ლი­ან ცუ­დად. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უცხოვ­რია, სოჭ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლია. ქარ­თუ­ლი გვა­რი აქვს მხო­ლოდ, ლეფსვე­რი­ძეა.

- ალ­კოჰოლ­თან მე­გობ­რობს?

- პე­რი­ო­დუ­ლად (იღი­მე­ბა). დღეს ისე­თი ცხოვ­რე­ბაა, თუ არ დავ­ლი­ეთ და და­ვიმ­ხეთ თავ­ზე, არა­ფე­რი გა­მო­დის. ჩვენ, ხე­ლო­ვა­ნებ­საც გვჭირ­დე­ბა ზოგ­ჯერ გუ­ლის გა­და­ყო­ლე­ბა.

- რო­მე­ლი­მე მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენტზე უკ­რავს?

- გი­ტა­რა­ზე უკ­რავს მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე... კარ­გი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი უწე­რენ სიმ­ღე­რებს, ხალ­ხს მისი სიმ­ღე­რე­ბი მოს­წონს.

- სიყ­ვა­რულს უმ­ღე­რის სულ, რა იცი მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე?

- ვიც­ნობ მის უფ­როს გო­გოს, ინ­გას, მოს­კოვ­ში ჩა­მოჰ­ყავ­და ხოლ­მე. მა­შინ პა­ტა­რა იყო, ახლა ალ­ბათ, 25 წლის იქ­ნე­ბა. დღეს ლონ­დონ­ში ცხოვ­რობს. ახლა მე­ო­რე ოჯა­ხი აქვს. მე­ო­რე ცოლ­თან, რო­მე­ლიც რუ­სია, სამი შვი­ლი ჰყავს.

- თან ხომ არ ახ­ლდა სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­უღ­ლე?

- არა, მე­უღ­ლის გა­რე­შე გვეს­ტუმ­რა.

- კონ­ცერ­ტის დღეს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხე შენს ფე­ის­ბუქ­ზე, გა­იხ­სე­ნეთ ძვე­ლი მე­გობ­რო­ბა?

- მა­ნამ­დეც და­მი­რე­კა, ვი­ცო­დი, რომ ჩა­მო­დი­ო­და. სას­ტუმ­რო­შიც ვეს­ტუმ­რე.

- კონ­ცერ­ტის დღეს რო­გო­რი გან­წყო­ბა ჰქონ­და?

- გრი­შას უნდა იც­ნობ­დე, რომ ეს კი­თხვა არ დას­ვა, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე პო­ზი­ტი­ვია. არ ვიცი, რით შე­იძ­ლე­ბა გული ატ­კი­ნო, აწყე­ნი­ნო. სულ კარგ ხა­სი­ათ­ზეა.

- იცო­და, გა­რეთ მა­ნი­ფეს­ტან­ტე­ბი მის გულ­შე­მატ­კივ­რებს მო­ღა­ლა­ტე­ებს რომ ეძახ­დნენ?

- უთხრეს, მაგ­რამ დი­დად ყუ­რა­დღე­ბა არ მი­უქ­ცე­ვია. გული ეტ­კი­ნე­ბო­და, ალ­ბათ, მაგ­რამ ხმა­მაღ­ლა არ გა­მო­უ­ხა­ტავს. გრე­გო­რის არ­სად დახ­ვედ­რი­ან ტრან­სპა­რან­ტე­ბით. თუმ­ცა, რომ გი­თხრა, დი­დად ქარ­თვე­ლობს-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებ. გვა­რი აქვს მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი, თო­რემ რუ­სეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლია. გრი­შას ჩემი ოჯა­ხი გა­ვა­ცა­ნი, ფო­ტო­ე­ბი გა­და­ვი­ღეთ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ხვიჩა მაღლაკელიძე და გრეგორი ლეპსი მოსკოვში ერთ სახლში ცხოვრობდნენ

ხვიჩა მაღლაკელიძე და გრეგორი ლეპსი მოსკოვში ერთ სახლში ცხოვრობდნენ

გრეგორი ლეპსის თბილისური კონცერტის შემდეგ მისმა გულშემატკივრებმა რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოფინეს, იმის ხაზგასასმელად, რომ მის კონცერტს დაესწრნენ. რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არავინ ფიქრობდა ლეპსის საქართველოში ჩამოყვანას, მუსიკოსმა ხვიჩა მაღლაკელიძემ გრეგორისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. როგორც გავარკვიეთ, მუსიკოსსა და მომღერალს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.

- ხვიჩა, სად გაიცანი გრეგორი ლეპსი?

- მე და გრიშა 16-17 წლის მეგობრები ვართ. მოსკოვში ერთად ვმუშაობდით და ერთ სახლში ვცხოვრობდით. მაშინ ლეპსი დამწყები მომღერალი იყო. წვალებით ვიყავით ერთოთახიან ბინაში. მაშინ კრიზისი იყო დიდი, მუშაობაც არ იყო. ჩემი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1997 წლის შემდეგ დაიქოქა და გაითქვა სახელი გრეგორიმ რუსეთში.

- რამდენიმე წლის წინ, შენ ამ მომღერალთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნე საკმაოდ შინაურულ გარემოში გადაღებული...

- ეს ფოტო ოდესაშია გადაღებული, ორი წლის წინ. მანამდე სულ მეუბნებოდა, ჩამოდი ჩემთან მოსკოვში, რა გაგიხდაო. მოსკოვში ჩამოსვლას ვიზა სჭირდება-მეთქი, ვპასუხობდი. ტიპი იმდენად აპოლიტიკურია, ისიც არ იცოდა, რატომ მინდოდა ვიზა მოსკოვში. მერე ოდესაში ჰქონდა კონცერტი და დამირეკა, გავარკვიე, აქ ვიზა არ გჭირდება და ჩამოდიო. ჩავედი. სწორედ მაშინდელი სტუმრობის დროს, სასტუმროშია გადაღებული ეს ფოტო...

- რა შეგიძლია ამ მომღერალზე გვიამბო, როგორი ადამიანია?

- კაი, გემრიელი ტიპია, ძალიან მეგობრული. იმხელა საძმაკაცო და სამეგობრო ჰყავს... მაგრამ არ გავა თვე, რომ არ შემეხმიანოს და არ მომიკითხოს. მეც ვცდილობ, ყურადღებიანი ვიყო.

- ქართული მართლა არ იცის?

- ძალიან ცუდად. საქართველოში არ უცხოვრია, სოჭში დაბადებული და გაზრდილია. ქართული გვარი აქვს მხოლოდ, ლეფსვერიძეა.

- ალკოჰოლთან მეგობრობს?

- პერიოდულად (იღიმება). დღეს ისეთი ცხოვრებაა, თუ არ დავლიეთ და დავიმხეთ თავზე, არაფერი გამოდის. ჩვენ, ხელოვანებსაც გვჭირდება ზოგჯერ გულის გადაყოლება.

- რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს?

- გიტარაზე უკრავს მოყვარულის დონეზე... კარგი კომპოზიტორები უწერენ სიმღერებს, ხალხს მისი სიმღერები მოსწონს.

- სიყვარულს უმღერის სულ, რა იცი მის პირად ცხოვრებაზე?

- ვიცნობ მის უფროს გოგოს, ინგას, მოსკოვში ჩამოჰყავდა ხოლმე. მაშინ პატარა იყო, ახლა ალბათ, 25 წლის იქნება. დღეს ლონდონში ცხოვრობს. ახლა მეორე ოჯახი აქვს. მეორე ცოლთან, რომელიც რუსია, სამი შვილი ჰყავს.

- თან ხომ არ ახლდა საქართველოში მეუღლე?

- არა, მეუღლის გარეშე გვესტუმრა.

- კონცერტის დღეს გადაღებული ფოტოები ვნახე შენს ფეისბუქზე, გაიხსენეთ ძველი მეგობრობა?

- მანამდეც დამირეკა, ვიცოდი, რომ ჩამოდიოდა. სასტუმროშიც ვესტუმრე.

- კონცერტის დღეს როგორი განწყობა ჰქონდა?

- გრიშას უნდა იცნობდე, რომ ეს კითხვა არ დასვა, თავიდან ბოლომდე პოზიტივია. არ ვიცი, რით შეიძლება გული ატკინო, აწყენინო. სულ კარგ ხასიათზეა.

- იცოდა, გარეთ მანიფესტანტები მის გულშემატკივრებს მოღალატეებს რომ ეძახდნენ?

- უთხრეს, მაგრამ დიდად ყურადღება არ მიუქცევია. გული ეტკინებოდა, ალბათ, მაგრამ ხმამაღლა არ გამოუხატავს. გრეგორის არსად დახვედრიან ტრანსპარანტებით. თუმცა, რომ გითხრა, დიდად ქართველობს-მეთქი, მოგატყუებ. გვარი აქვს მხოლოდ ქართული, თორემ რუსეთში დაბადებული და გაზრდილია. გრიშას ჩემი ოჯახი გავაცანი, ფოტოები გადავიღეთ.

იხილეთ გაგრძელება