Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოჭორნა - ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი სოფელი თუშეთშია
ბოჭორნა - ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი სოფელი თუშეთშია

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი, გე­ოგ­რა­ფი გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ევ­რო­პა­ში ზღვის დო­ნი­დან ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სო­ფე­ლი თუ­შეთ­შია. დვა­ლაშ­ვი­ლის თქმით, ბოლო დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპე­დი­ცი­ე­ბის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ ეს სო­ფე­ლი ბო­ჭორ­ნაა, რომ­ლის სი­მაღ­ლეც ზღვის დო­ნი­დან 2300 მეტრს აღე­მა­ტე­ბა.

"სოფ­ლის დიდი ნა­წი­ლი მდე­ბა­რე­ობს 2 350 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სახ­ლი კი 2 360 მეტრზეა. ამ სო­ფელ­ში მიმ­დი­ნა­რე წელს წმი­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია აღად­გი­ნეს. მო­მა­ვალ წელს მისი კურ­თხე­ვაც იგეგ­მე­ბა და ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღალ ად­გილ­ზე მდე­ბა­რე მოქ­მე­დი ეკ­ლე­სია. ძვე­ლი რუ­კე­ბის და აღ­წე­რე­ბის შე­დე­გად ეს ტე­რი­ტო­რია არ ით­ვლე­ბო­და და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტად. მო­სახ­ლე­ო­ბა ამ სოფ­ლი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­სუ­ლი იყო სხვა­გან და სე­ზო­ნუ­რად და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს არ აძ­ლევ­დნენ სოფ­ლის სტა­ტუსს" - აცხა­დებს გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლი.

დღე­ის მდგო­მა­რო­ბით კი, ბო­ჭო­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მუდ­მი­ვად და­სახ­ლე­ბულ ფუნ­ქტად მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­დეს, რად­გან მას 2011 წლი­დან ერ­თა­დერ­თი მუდ­მი­ვი მკვიდ­რი, 73 წლის ირაკ­ლი ხვე­და­გუ­რი­ძე ჰყავს. ის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის მი­ხედ­ვით, ბო­ჭორ­ნა­შია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, არ­ჩევ­ნებ­შიც ამ სო­ფელ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და აღ­წე­რის დროს იქ იმ­ყო­ფე­ბო­და. ირაკ­ლი ხვე­და­გუ­რი­ძე ექი­მია და მთელ თუ­შეთს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"აქამ­დე მარ­ტო მე ვი­ყა­ვი სო­ფელ­ში ჩა­წე­რი­ლი, შე­მოდ­გო­მა­ზე ორი ოჯა­ხიც ჩა­ე­წე­რა. კი­დევ ოთხი ოჯა­ხი აპი­რებს და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. მარ­თა­ლია, ისი­ნი ზამ­თარ­ში აქ არ რჩე­ბი­ან, მაგ­რამ სო­ფე­ლი ნელ-ნელა ცო­ცხლდე­ბა", - უთხრა ირაკ­ლი ხვე­და­გუ­რი­ძემ კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს.

გე­ოგ­რა­ფის, გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წინა კვლე­ვე­ბით, ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე მაღ­ლა მდე­ბა­რე და­სახ­ლე­ბად თრუ­სოს ხე­ო­ბის სო­ფე­ლი რესი ით­ვლე­ბო­და (ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი). "ამ სო­ფელ­ში ზღვის დო­ნი­დან 2410 მეტრზე იყო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი", - ამ­ბობს გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ბოჭორნა - ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი სოფელი თუშეთშია

ბოჭორნა - ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი სოფელი თუშეთშია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი ირწმუნება, რომ ბოლო მონაცემებით, ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი სოფელი თუშეთშია. დვალაშვილის თქმით, ბოლო დროს ჩატარებული ექსპედიციების შედეგად გაირკვა, რომ ეს სოფელი ბოჭორნაა, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 2300 მეტრს აღემატება.

"სოფლის დიდი ნაწილი მდებარეობს 2 350 მეტრის სიმაღლეზე. ყველაზე მაღალი სახლი კი 2 360 მეტრზეა. ამ სოფელში მიმდინარე წელს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია აღადგინეს. მომავალ წელს მისი კურთხევაც იგეგმება და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ადგილზე მდებარე მოქმედი ეკლესია. ძველი რუკების და აღწერების შედეგად ეს ტერიტორია არ ითვლებოდა დასახლებულ პუნქტად. მოსახლეობა ამ სოფლიდან საცხოვრებლად გადასული იყო სხვაგან და სეზონურად დასახლებულ პუნქტს არ აძლევდნენ სოფლის სტატუსს" - აცხადებს გიორგი დვალაშვილი.

დღეის მდგომარობით კი, ბოჭონა შესაძლებელია, მუდმივად დასახლებულ ფუნქტად მოიხსენიებოდეს, რადგან მას 2011 წლიდან ერთადერთი მუდმივი მკვიდრი, 73 წლის ირაკლი ხვედაგურიძე ჰყავს. ის პირადობის მოწმობის მიხედვით, ბოჭორნაშია რეგისტრირებული, არჩევნებშიც ამ სოფელში მიიღო მონაწილეობა და აღწერის დროს იქ იმყოფებოდა. ირაკლი ხვედაგურიძე ექიმია და მთელ თუშეთს ემსახურება.

"აქამდე მარტო მე ვიყავი სოფელში ჩაწერილი, შემოდგომაზე ორი ოჯახიც ჩაეწერა. კიდევ ოთხი ოჯახი აპირებს და ეს ძალიან მახარებს. მართალია, ისინი ზამთარში აქ არ რჩებიან, მაგრამ სოფელი ნელ-ნელა ცოცხლდება", - უთხრა ირაკლი ხვედაგურიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

გეოგრაფის, გიორგი დვალაშვილის ინფორმაციით, წინა კვლევებით, ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებად თრუსოს ხეობის სოფელი რესი ითვლებოდა (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი). "ამ სოფელში ზღვის დონიდან 2410 მეტრზე იყო საცხოვრებელი სახლი", - ამბობს გიორგი დვალაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა