მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში რუბლის ვარდნამ პროდუქტებზე ფასების მატება გამოიწვია
რუსეთში რუბლის ვარდნამ პროდუქტებზე ფასების მატება გამოიწვია

რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ერთი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 67,7851 რუბ­ლი შე­ად­გი­ნა, ერთი ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბამ კი 84,5890 რუბლს მი­აღ­წია. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ სა­ღა­მოს ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 20:50 სა­ათ­ზე მოს­კო­ვის ბირ­ჟა­ზე ერთი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 60,25 რუბ­ლი შე­ად­გი­ნა, ევ­რომ - 74,6 რუბ­ლი. ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო დღე­ებ­ში რუბ­ლის ვარ­დნამ სა­სურ­სა­თო და არა­სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ცი­ა­ზე ფა­სე­ბის მა­ტე­ბა გა­მო­იწ­ვია."ინ­ტერ­ფაქ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, უცხო­უ­რი ალ­კოჰო­ლის მიმ­წო­დებ­ლებ­მა პრო­დუქ­ცი­ა­ზე ფასი 15-20%-ით გა­ზარ­დეს, ჩა­ი­სა და ყა­ვა­ზე კი 25-30 პრო­ცენ­ტით. გუ­შინ სა­ღა­მოს ლონ­დო­ნის ბირ­ჟა­ზე "ბრენ­ტის" მარ­კის ნავ­თობ­ზე ფასი ბა­რელ­ზე 62 დო­ლა­რი და­ფიქ­სირ­და.

რუსეთში რუბლის ვარდნამ პროდუქტებზე ფასების მატება გამოიწვია

რუსეთში რუბლის ვარდნამ პროდუქტებზე ფასების მატება გამოიწვია

რუსეთის ცენტრალური ბანკის დღევანდელი მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულებამ 67,7851 რუბლი შეადგინა, ერთი ევროს ღირებულებამ კი 84,5890 რუბლს მიაღწია. რუსული მედიის ინფორმაციით, გუშინ საღამოს ადგილობრივი დროით 20:50 საათზე მოსკოვის ბირჟაზე ერთი დოლარის ღირებულებამ 60,25 რუბლი შეადგინა, ევრომ - 74,6 რუბლი. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუბლის ვარდნამ სასურსათო და არასასურსათო პროდუქციაზე ფასების მატება გამოიწვია."ინტერფაქსის" ინფორმაციით, უცხოური ალკოჰოლის მიმწოდებლებმა პროდუქციაზე ფასი 15-20%-ით გაზარდეს, ჩაისა და ყავაზე კი 25-30 პროცენტით. გუშინ საღამოს ლონდონის ბირჟაზე "ბრენტის" მარკის ნავთობზე ფასი ბარელზე 62 დოლარი დაფიქსირდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა